ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მხოლოდ მოგება! სხვა შედეგი კატასტროფა იქნება

მხოლოდ მოგება! სხვა შედეგი კატასტროფა იქნება

კარგი გაზონი მინდა ისრაელთან, ლატვიასთან, მალტასთან... ასეთ გუნდებთან ჩვენს კოზირს, ტექნიკურ თამაშს გამოვიყენებთ. ცუდი მოედანი მინდა ხორვატიასთან, საბერძნეთთან... ამ მეტოქეებთან ცუდი გაზონი ჩვენთვის ხელის შემშლელი არ იქნება...

მალტასა და ლატვიასთან 8 და 12 ოქტომბრის მატჩების წინ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მასმედიასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჩვენც ასევე გთავაზობთ.

- ტრავმების გამო ნაკრებში გარკვეული ცვლილებები მოხდა. კიდევ ხომ არ იგეგმება კორექტივები?

- ამ შაბათ-კვირას ფეხბურთელებმა კლუბებში ითამაშეს და ამჟამინდელი ინფორმაციით, გამოძახებულ მოთამაშეებს ტრავმები არ აწუხებთ. იმედია, ყველა ჯანმრთელი ჩამოვა და დანაკლისი აღარ გაიზრდება.

- მალტა ის გუნდია, რომელმაც ექტორ კუპერის ფორმაციის ნაკრები დაამარცხა. რა იცით მეტოქეზე და მათი ბოლო მატჩების ვიდეოფირი თუ ნახეთ?

- სექტემბრის მოსამზადებელი შეკრებისას ისრაელი-მალტის მატჩის ჩანაწერი ვნახეთ. კიდევ ერთი თამაშის ფირიც გვექნება. მეტოქის შესწავლაზე ვმუშაობთ და ფეხბურთელებს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენი ბიჭები პროფესიონალები არიან და იციან ამ მატჩების ფასი. ოქტომბრის მატჩებს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ თამაშებში ქულათა მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ორი მატჩი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი გუნდის მომავალს. მალტა აუტსაიდერია, მაგრამ მეტოქე სათანადოდ უნდა დავაფასოთ. მოდუნება არ შეიძლება, თორემ ხშირად სიურპრიზს ის გუნდები გვთავაზობენ, რომელთაც ჯეროვნად არ აფასებენ. ჩვენ სიურპრიზები არ გვინდა. ნაკრებს უკვე კარგა ხანია არ მოუგია და ხალხი სწორედ ამ მოგებას ელის. გამარჯვების გარდა, მალტასთან სხვა შედეგი კატასტროფა იქნება. ჩვენ, მწვრთნელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რათა ყველა ფეხბურთელი სერიოზულად მიუდგეს ამ მატჩს. ნურავინ იფიქრებს, რომ იოლი თამაში გველის.

- ვის გამოარჩევდით მეტოქე გუნდიდან?

- მალტა გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და არა მგონია, გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდეს.

- ნაკრებში გამოძახებულთა შორის ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთა რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია გაგრძელდება?

- ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ვინც თავს გამოიჩენს, ლეგიონერი იქნება ის თუ ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშე, ნაკრებში მივიწვევთ და მერე ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. გარჯა არავის დაეკარგება. ისიც ცხადია, რომ ნაკრების დონეზე მოსამზადებლად ფეხბურთელებს უცხოეთში უფრო მეტი საშუალება აქვთ. ამიტომ, რაც უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება კარგ უცხოურ კლუბში, ნაკრებისთვის უკეთესია.

- ნაკრებში დებიუტანტი გყავთ - "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი...

- კარგად წარმოჩნდა და გამოვიძახეთ... ვნახოთ, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველას ვაკვირდებით და ვინც თავს გამოიჩენს, გამოვიძახებთ. მაგრამ ეს იქნება ამხანაგურ მატჩებში და არა - შესარჩევის თამაშებზე. ასობით ლეგიონერი გვყავს და ყველას ერთად ვერ ვათამაშებთ. ჩემი ჩანაფიქრი ასეთია - ნაკრებს 15-მდე ფეხბურთელისგან შემდგარი ბირთვი ეყოლება, რომელსაც ის მოთამაშეები დაემატებიან, რომლებიც თავს გამოიჩენენ. ისე არ იქნება, ყოველ შეკრებაზე 10-15 ახალი ფეხბურთელი მყავდეს.

- ალბათ, საქართველოს ნაკრები უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, მით უმეტეს, გულშემატკივარი შესარჩევ ციკლში პირველ მოგებას ელის... თან მალტა არ არის ისრაელისა და საბერძნეთის დონის...

- მალტამ შარშან 2:0 მოგვიგო, მას მერე წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა. და მერე რა, რომ მალტა არ არის ისრაელისა და საბერძნეთის დონის გუნდი?! თუ მეტოქე სათანადოდ არ დააფასე, დაისჯები. იმას ვერ შეგპირდებით, 5 ფორვარდით ვითამაშებთ-მეთქი. კარგად ვიცი ჩვენი გუნდის შესაძლებლობები, მალტას შინ ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, ვეცდებით, უფრო მეტად შევუტიოთ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, როგორ თამაშს შემოგთავაზებს მეტოქე.

- ისრაელთან მატჩის შემდეგ მოედნის საფარის ცუდ მდგომარეობას გაუსვით ხაზი. ახლა რა მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის გაზონი?

- ჩემი მოვალეობა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა, მოედანიც ჩემი მოსავლელი ხომ არ არის?! იმედია, გაზონი ცოტა უკეთესი იქნება... ერთი რამ მინდა აღვნიშნო - ისე გამოვიდა, თითქოს ისრაელთან მატჩის მერე ვთქვი - მოედანი არ ვარგოდა და ამიტომ ვერ მოვიგეთ-მეთქი. მსგავსი არაფერი მითქვამს - შეიძლებოდა, კარგი საფარი ყოფილიყო, მაგრამ წაგვეგო კიდეც. ცუდი მოედანი იყო და კარგი თამაში არ გამოგვივიდა. აი, ეს ვთქვი ისრაელთან მატჩის შემდეგ და არ მესმის, რატომ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი. ჩვენი თამაში რომ ვაჩვენოთ, კარგი გაზონი მინდა ისრაელთან, ლატვიასთან, მალტასთან... ასეთ გუნდებთან ჩვენს კოზირს, ტექნიკურ თამაშს გამოვიყენებთ. ცუდი მოედანი მინდა ხორვატიასთან, საბერძნეთთან... ამ მეტოქეებთან ცუდი გაზონი ჩვენთვის ხელის შემშლელი არ იქნება.

- ფეხბურთელობისას ამ მოედანზე არაერთხელ გითამაშიათ. მაშინ რა მდგომარეობაში იყო საფარი?

- ადრე ასე ცუდი არ ყოფილა, როგორც ისრაელთან მატჩისას იყო.

- ლატვიაში მოგებას შევძლებთ?

- ჯერ მალტასთან მატჩზე ვფიქრობთ. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ამისათვის ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან. გადაჭრით ვერავინ იტყვის, რიგაში აუცილებლად მოვიგებო. თუნდაც მალტასთან მატჩი ავიღოთ - არასწორი იქნება, რომ ვთქვა - ასი პროცენტით მოვიგებთ-მეთქი.

- ისრაელთან მატჩის ბოლოს აშკარად გამოჩნდა რომ ჯანო ანანიძე დაიღალა. ბოლო ხანს მას კლუბშიც ნაკლებათ ათამაშებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯანოსთვის ეროვნულ გუნდში 90 წუთით თამაში ჯერ ნაადრევია?

- ჯანო 17 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ფაქტია, ამას უცხოეთშიც აღიარებენ. მჯერა, ჯანოც და სხვა ფეხბურთელებიც ეროვნულ გუნდში ყოველთვის მაქსიმუმს გაიღებენ წარმატებისთვის.

- წინა მატჩების შემდეგ თქვით, დაცვაში თამაში დალაგებულია, ახლა შეტევას უნდა მივხედოთო. ალბათ, სწორედ ამაზე ამუშავებთ გუნდს...

- ჩვენ კარგად ვიცით, რა შეგვიძლია, როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს. მეც მინდა, ჩვენმა ნაკრებმა ისეთი ფეხბურთი აჩვენოს, როგორსაც "ბარსელონა" თამაშობს. 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შემთხვევით არ მოსულა. ეს შრომის ნაყოფია. თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და უკეთესი შედეგები გვექნება. ხანდახან ისეთი კომენტარები მესმის, გული მტკივა. თითქოსდა, არ ფასდება ჩვენი გარჯა. ჩვენს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც 15-20 წელია მაღალ დონეზე თამაშობენ. შესაძლოა, მათ აღარც კი სჭირდებათ ნაკრებში თამაში, მაგრამ ერთ დაძახებაზე ჩამოდიან და ბოლომდე იხარჯებიან. ასეთებს დაფასება სჭირდებათ. ის კი არ უნდა ვთქვათ - აღარ გამოვიძახოთ ნაკრებში ესა და ეს ფეხბურთელი, რადგან კლუბში კარგად არისო მოწყობილიო, პირიქით, ასეთ მოთამაშეებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გამოტანა

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!