აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მიტ რომნის დღევანდელი პრეზიდენტის გუნდის თეთრი სახლიდან გამოძევების არანაირი შანსი არ გააჩნია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ 57-ე საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მეტოქეს - რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, მიტ რომნის დღევანდელი პრეზიდენტის გუნდის თეთრი სახლიდან გამოძევების არანაირი შანსი არ გააჩნია.

"ჩვენ "მაიამი ჰიტი" ვართ, რომნი - ჟერემი ლინი", - მოჰყავს ობამას სიტყვები The New York Times-ს.

გამოცემამ კომენტარი დაურთო ობამას გამოსვლას:

"ობამას ეს გამონათქვამი, მინიმუმ, გაუფრთხილებელია. ჯერ ერთი, თავად შედარება NBA-ს ჩემპიონ "მაიამისთან" არც ისე წარმატებული გახლავთ, რადგან ამომრჩევლებმა, შესაძლოა, პარალელი გაავლონ "კლივლენდიდან" "მაიამიში" ლებრონ ჯეიმსის მოღალატეობრივ გადასვლასა და თავად ობამას საეჭვო ბიოგრაფიას შორის.

საქმე ისაა, რომ ერთ დროს მხურვალე მუსულმანი ობამა მოულოდნელად ქრისტიანი გახდა, რადგან ასე სჭირდებოდა პოლიტიკას.

მეორე საჩოთირო მომენტია ჟერემი ლინისადმი აგდებული დამოკიდებულება. ამან, შესაძლოა, გაანაწყენოს ემიგრანტთა საზოგადოება, რომელმაც წინა არჩევნებზე ობამას მისცა ხმა.

პრეზიდენტს გაუმართლა, რომ ამ ზაფხულს ლინი "ნიუ იორკიდან" "ჰიუსტონში" გადავიდა, რადგან აშშ-ის ყველაზე დიდი ქალაქის მცხოვრებლები, ჩვეულებრივ, არავის პატიობენ ამგვარ განცხადებებს".

ამერიკაში ახალი ლიგა შეიქმნა

როგორც ამერიკული პრესა წერს, მუსიკალურმა მაგნატმა სტივ რიფკინდმა თავისი სპორტული პირმშოს - ამერიკული საკალათბურთო ლიგის (ABL) აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო.

ახალმა ჩემპიონატმა კონკურენცია უნდა გაუწიოს D ლიგას. ABL-ის პირველი სეზონი მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

ჩემპიონატი FIBA-ს წესებით ჩატარდება. ახლად შექმნილი ლიგის 24-მატჩიან სეზონში 12 გუნდი იქნება მიწვეული.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ლიგის შექმნის მთავარი იდეა აშშ-ში უფრო მეტი ევროპელი კალათბურთელის ხილვაა, რომლებიც ოსტატობას აიმაღლებენ ABL-ში. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს D ლიგას NBA-სთვის მოთამაშეების მიწოდების მხრივ.

საინტერესოა, რომ ახალ ლიგაში ხელფასი თვეში სამი ათას დოლარს არ გადააჭარბებს.

ტი-მაკს შარლოტში გასინჯავენ

ანონიმური წყაროს ცნობით, ვეტერანი ფორვარდი ტრეისი მაკგრეიდი შემოწმებას გაივლის "შარლოტში". თავად კლუბმა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონი კალათბურთელმა "ატლანტაში" გაატარა და საშუალოდ 5.3 ქულას, 3.0 მოხსნასა და 2.1 შედეგიან პასს აგროვებდა. მანამდე მაკგრეიდი "ტორონტოში", "ორლანდოში", "ჰიუსტონში", "ნიუ იორკსა" და "დეტროიტში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა