ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა
ამერიკის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი.

სერენა უილიამსმა ამერიკის ღიაზე პირველად აჩვენა თავისი ჩვეული თამაში. მან მერვედფინალში ისე მოუგო ანდრეა ჰლავაჩკოვას, რომ ერთი გეიმი არ დაუთმო მას.

არადა, ჩეხი ჩოგბურთელი, თამაშის მიხედვით, არ იმსახურებდა ასეთ განადგურებას და ცდილობდა, რაღაცით დაპირისპირებოდა თავის მოწინააღმდეგეს, თუმცა მის ყოველ კარგ დარტყმას ამერიკელი ბრწყინვალე შეტევით პასუხობდა.

საბოლოოდ, სერენამ "დიდი სლემის" ტურნირებზე კარიერაში მეორედ მოიგო "მშრალი" ანგარიშით. პირველად ეს ცხრა წლის წინ მოხდა, როცა როლან გაროსზე ბარბარა შეტი დაამარცხა და შემდეგ პარიზში ტიტული აიღო.

ახლა უილიამსის შეჩერებას ანა ივანოვიჩი ეცდება, რომელმაც ცვეტანა პირონკოვა დაამარცხა. პირველ სეტში სერბს ტოტალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და მან მეტოქეს ერთი გეიმიც არ დაუთმო, მაგრამ მეორე პარტიაში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა წარიმართა.

ბულგარელმა ორჯერ მოახერხა ბრეიკით წინ გასვლა, მაგრამ ივანოვიჩი ორივე შემთხვევაში სწრაფად ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. ბოლოს კი პირონკოვამ თავის გეიმებზე ძალიან არადამაჯერებლად ითამაშა და მეტოქეს შეხვედრის მშვიდად დასრულების საშუალება მისცა.

6:0, 6:4 და როლან გაროსის 2008 წლის ჩემპიონი პირველად გავიდა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში. ანამ წელს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მეოთხედფინალში თამაში მოახერხა.

იტალიელი რობერტა ვინჩი ასეთი კოლექციით ვერ დაიკვეხნის - აქამდე მეოთხე წრემდე ერთხელ იყო გასული - 2012 წლის უიმბლდონზე, კიდევ უფრო შორს კი არასოდეს გასულა. მაგრამ ამჯერად რობერტამ მსოფლიოს მეორე ჩოგნის, პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას დამარცხება შეძლო, თანაც ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს.

ვინჩიმ უფრო აქტიურად ჩაატარა შეხვედრა, ტაქტიკურად უფრო გამართულად მოქმედებდა და ბურთს ზუსტად იქ უშვებდა, სადაც საჭირო იყო. აგნიეშკას კი ნერვიულობა ეტყობოდა და მნიშვნელოვან მომენტებში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

რობერტა კი თავის ძალებში დარწმუნებული იყო და არ მისცა რადვანსკას საშუალება, კარიერაში პირველად გასულიყო ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში. ახლა მარია შარაპოვას ერთი მატჩის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ აგნიეშკას რეიტინგში გაასწროს.

ვინჩის კი მეოთხედფინალში თავის თანამემამულესთან, როლან გაროსის ფინალისტ სარა ერანისთან მოუწევს შეხვედრა. იტალიის პირველმა ნომერმა ლამაზ და დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა შარშანდელი ნახევარფინალისტი ანჟელიკ კერბერი.

განსაკუთრებით დაძაბული გამოვიდა პირველი სეტი - ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა მოგების შანსი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერანი უკეთ და სტაბილურად თამაშობდა, რითაც პარტია ტაი-ბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტში სარამ 3:0 წაიყვანა ანგარიში. შემდეგ კერბერმა სერიოზულად მოუმატა აქტიურობას და აღადგინა თანაფარდობა.

თუმცა წინ გასვლა ვერ შეძლო - საჭირო მომენტში იტალიელი დამაჯერებლად მოქმედებდა და კერბერის შეცდომების დახმარებით მოიგო მატჩი, რომელიც თითქმის ორი საათი გრძელდებოდა - 7:6(5), 6:3. აღსანიშნავია, რომ ეს სარასთვის მესამე მეოთხედფინალია წელს "დიდი სლემის" ტურნირებზე. არადა, მანამდე ის პირველ წრეზე შორს ვერ გადიოდა.

1/8-ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:0, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 4)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:0, 6:0; სარა ერანი (იტა, 10)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 6) 7:6(5), 6:3; რობერტა ვინჩი (იტა, 20)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2) 6:1, 6:4.

1/4-ფინალი

აზარენკა (1)-სტოსური (7); შარაპოვა (3)-ბარტოლი (11); ივანოვიჩი (12)-ს. უილიამსი (4); ერანი (10)-ვინჩი (20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო