მამაკაცთა ტურნირზე, დაგეგმილი ოთხის ნაცვლად, სამი შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის ღია პირველობაზე მამაკაცთა ტურნირზე, დაგეგმილი ოთხის ნაცვლად, სამი შეხვედრა გაიმართა - მერდი ფიშმა მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო და როჯერ ფედერერის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გასულა.

მერდის თქმით, მან ეს ნაბიჯი ექიმების რჩევით გადადგა. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ამერიკელს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ფედერერი მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხს შეხვდება, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა ნიკლას ალმაგრო. პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა - ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა და ჩეხმა მხოლოდ ტაი-ბრეიკზე შეძლო მოგება.

მეორე სეტის შუაში ტომასმა პირველი ბრეიკი გააკეთა და იმ მომენტიდან მოყოლებული, სრულად დაეუფლა სათამაშო ინიციატივას. შედეგად, გადამწყვეტი სეტი ესპანელის სრული განადგურებით დასრულდა - 7:6(4), 6:4, 6:1. ბერდიხმა წელს “დიდი სლემის” ტურნირებზე მეოთხედფინალების სრული კოლექცია შეკრიბა.

დარჩენილი ორი მატჩი ნაკლებად დაძაბული გამოვიდა. ენდი მიურეი ფელისიანო ლოპესთან რთული შეხვედრის შემდეგ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაუსწორდა მილოშ რაონიჩს. ბრიტანელმა ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მოაპოვებინა მეტოქეს, თავად კი პირველ ორ სეტში თითო ბრეიკი აიღო და ამას მესამეში ორი ბრეიკი დაუმატა.

მარინ ჩილიჩმა კი ტურნირს გამოთიშა ჟო-ვილფრიდ ცონგას მძლეველი - მარტინ კლიჟანი. სლოვაკმა პირველ პარტიაში გაუმართა ბრძოლა ხორვატს, მაგრამ ასეთ სტილში თამაშის გასაგრძელებლად ძალა არ ეყო - 7:5, 6:4, 6:1 ჩილიჩის სასარგებლოდ.

1/8-ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-მერდი ფიში (აშშ, 23) უარი; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 7:6(4), 6:4, 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-მილოშ რაონიჩი (კან, 15) 6:4, 6:4, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 7:5, 6:4, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა