ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მამაკაცი ჩოგბურთელები დევისის თასზე გადაერთვებიან
ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მამაკაცი ჩოგბურთელები დევისის თასზე გადაერთვებიან, სადაც ნახევარფინალური მატჩები, აგრეთვე, პლეი ოფის დასკვნითი ეტაპია დაგეგმილი.

4 სექტემბერს ნახევარფინალისტი გუნდების კაპიტნებმა მომავალი დაპირისპირებისთვის შემადგენლობები დააასახელეს.

ერთ-ერთ ნახევარფინალში არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში მიიღებს ჩეხეთს. თამაში გრუნტისსაფარიან კორტზე გაიმართება. არგენტინელთა კაპიტანმა მარტინ ჰაიტმა ამ მატჩისთვის შემდეგ ჩოგბურთელებს უხმო: ხუან მარტინ დელ პოტროს, ხუან მონაკოს, კარლოს ბერლოკს და ედუარდ შვანკს.

ჩეხეთის ნაკრების კაპიტნის, იაროსლავ ნავრატილის განკარგულებაში ოპტიმალური შემადგენლობაა: ტომაშ ბერდიხი, რადეკ შტეპანეკი, ლუკას როსოლი და ივო მინარი.

აქამდე დევისის თასზე არგენტინა და ჩეხეთი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი ევროპელებმა მოიგეს.

მეორე ნახევარფინალი ესპანეთის ქალაქ ხიხონში, ღია გრუნტზე გაიმართება. ადგილობრივი ნაკრები აშშ-ს უმასპინძლებს.

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ალექს კორეჩამ ასეთი შემადგენლობა შეკრიბა: დავიდ ფერერი, ნიკოლას ალმაგრო, მარსელ გრანოლერსი და მარკ ლოპესი. ფელისიანო ლოპესი და პაბლო ანდუხარი სათადარიგოები იქნებიან.

წესით, ამ შეხვედრაში უნდა ეთამაშა რაფაელ ნადალს, მაგრამ გუშინ ვწერდით, რომ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ორი თვე არ აპირებს კორტზე გასვლას.

ამერიკის ნაკრებს კი არ ეყოლება ენდი როდიკი, რომელიც აშშ-ის ღიას შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას.

ასევე ვერ გაემგზავრება ესპანეთში მერდი ფიში, რომელსაც ისევ გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მათ გარეშე ჯიმ კურიეს გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჯონ ისნერი, სემ კუერი, ბობ ბრაიანი და მაიკ ბრაიანი.

ადრე ესპანეთი და აშშ ათჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიშია - 5:5.

დევისის თასის ნახევარფინალები 14-16 სექტემბერს გაიმართება.

ამავე ვადებში გაიმართება პლეი ოფის მატჩები, რომელთა გამარჯვებულები მსოფლიოს ლიგაში გადავლენ.

ყველას აინტერესებდა, ითამაშებდა თუ არა შვეიცარიელთა რიგებში როჯერ ფედერერი. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა თანხმობა განაცხადა და ის ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა