უფროსმა კლიჩკომ უკრაინულ პრესასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო 8 სექტემბერს მოსკოვში დაიცავს ტიტულს სირიული წარმოშობის გერმანელ მანუელ ჩართან.

მანამდე უფროსმა კლიჩკომ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა უკრაინულ პრესასთან...

- თქვენ ახლა 41 წლის ხართ, ჩარი - 27 წლის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდობა ხშირად ამარცხებს გამოცდილებას...

- იცით, არც ისე დიდი ხნის წინ საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოდიან მოკრივეები, რომლებიც ჩემზე ათი და მეტი წლით უმცროსები არიან, მაგრამ ეს ტენდენცია არ მაშინებს.

პატივს ვცემ ჩარს, რომელიც, შესაძლოა, ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ არ ვაპირებ მისთვის საკუთარი საჩემპიონო ქამრის დათმობას.

ყოველი ბრძოლის წინ ჟურნალისტები ჯიუტად ინტერესდებიან - რამდენად მძიმეა ჩემს ასაკში ბრძოლებისთვის მომზადება.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ვთავაზობ ყველას მომავალი ბრძოლის მიხედვით შეაფასონ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა.

- ჩარმა აღნიშნა, რომ მომავალი ბრძოლა მისთვის მთელი ცხოვრების შანსია. მან პარალელი გაავლო: ეს ბრძოლა მას ვიტალი კლიჩკოსა და ლენოქს ლუისის 2003 წლის შეხვედრას აგონებს. თითქოს იმ ბრძოლაში კლიჩკომ ლუისი პენსიაში გაუშვა და ახლა დროა, კლიჩკო გავიდეს დამსახურებულ დასვენებაზე.

- პენსიაში ჩემი ყოველი მომავალი მეტოქე მიშვებს. ასე რომ, მე ამას შევეჩვიე. ჩართან სიტყვიერ კამათს არ ვაპირებ - ყველაფერი ჩვენმა ჟესტებით ჯენტლმენურმა საუბარმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, ვაცნობიერებ, ამ ბრძოლაში გამიჭირდება. ჩარს ჯერ პროფესიულ რინგზე არ წაუგია - მან 21 ბრძოლაში გაიმარჯვა. შესაბამისად, მით უფრო საინტერესო იქნება ჩვენი შეხვედრა.

- თქვენი საწვრთნელი ბანაკიდან უცნაური ამბები ვრცელდება: თავიდან მაგიდის ჩოგბურთში დამარცხდით ფრიც ზდუნეკთან, შემდეგ ჭადრაკის პარტია წააგეთ ვლადიმერ კრამნიკთან. ამით თქვენი გამარჯვებულის ფსიქოლოგია ხომ არ დაზარალდება?

- მე და ზდუნეკს ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება გვაქვს საჩოგბურთო მაგიდასთან. ჩემი მწვრთნელი კარგად თამაშობს.

საწვრთნელი შეკრებისას 27 პარტია ვითამაშეთ და მე 15:12 მოვიგე. რაც შეეხება საჭადრაკო პარტიას, მე და ჩემი ძმა დიდი ხანია ვმეგობრობთ ვლადიმერ კრამნიკთან. ავსტრიაში შეკრებისას ჩვენ ჟურნალისტების წინაშე ვითამაშეთ. ვლადიმერი რჩევებით მეხმარებოდა. შემდეგ კი ყაიმი შემომთავაზა.

- თვალქვეშ მცირე ჰემატომას ვხედავთ. დაძაბული სპარინგები გქონდათ?

- სპარინგი - ესეც ბრძოლაა. განსხვავება ისაა, რომ მოკრივეებს ჩაფხუტები იცავს და ხელთათმანები 20 უნციამდე იწონის (ოფიციალური ბრძოლების დროს სუპერმძიმეწონოსნები რინგზე ათუნციანი ხელთათმანებით გამოდიან). რაც უფრო მძიმეა ხელთათმანი, მით რთულია ოპონენტის ნოკაუტში გაგზავნა.

მართლაც რთული სპარინგები მქონდა. თუმცა, რაც უფრო გიჭირს ვარჯიშის დროს, მით უფრო გიადვილდება ბრძოლაში.

- ამბობენ, რომ ძმები კლიჩკოები - ნამდვილი დინოზავრები არიან, რომლებსაც, ასაკით, უკვე დიდი ხანია ეკუთვნით დიდი სპორტიდან წასვლა. თქვენი ოპონენტები მიანიშნებენ იმაზე, რომ თქვენ საკმარისად სოლიდური თანხა გამოიმუშავეთ იმისთვის, რომ დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გაატაროთ, მაგრამ კლიჩკოები ახალგაზრდებს არ აძლევენ საკრივო ოლიმპზე ასვლის საშუალებას. გაგიკვირდათ ამგვარი პოზიცია?

- სინამდვილეში სიტუაცია საკმაოდ მარტივია: თუ თქვენ ნიჭიერი მოკრივე ხართ, გაიარეთ სარეიტინგო ბრძოლები, მოიპოვეთ ჩემპიონთან შეხვედრის უფლება, გამოდით რინგზე და დაამარცხეთ ის. რაც შეეხება იმას, რომ რინგზე დიდი ხანი შემოვრჩით, არავის შეუძლია ჩვენი იქიდან გაგდება - ეს არის და ეს.

- რა აზრი გებადებათ მაშინ, როცა რინგზე გადიხართ და იქ დათრგუნული მეტოქე გელოდებათ?

- იმ მომენტში ჩემთვის მხოლოდ მეტოქე არსებობს და სხვა არავინ გარშემო. მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული.

შიშისთვის ადგილი არ არის. მე რომ შიშის გრძნობა მქონდეს, კრივის ხელთათმანებს არასოდეს ჩავიცმევდი. როცა შიშს ვერ აკონტროლებ, მაშინ ის გმართავს. ადამიანი ნერვიულობს, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. თუ მეტოქე ყვირის, სიტყვიერად თავს გესხმის - ეს კარგი ნიშანია. ე. ი. მისი ყურადღება გაფანტულია. აქედან იწყება წაგება.

- პროფესიულ რინგზე 44 ბრძოლა მოიგეთ, აქედან 40 - ნოკაუტით. არასოდეს შეგცოდებიათ თქვენი მეტოქე?

- კრივში არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ამ ჩამონათვალში მეტოქეთა შეცოდება არ შედის. როცა მეტოქეს ვურტყამ, მხოლოდ დარტყმის სიზუსტეზე ვფიქრობ.

მოწინააღმდეგეს ყოველთვის ესმის, რაზე მიდის. და მხოლოდ კრივში არ არის ასე. მომწონს გამოთქმა: კრივი - ეს არის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ცხოვრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა