ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. სპორტის სასახლე. 19:00
5 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბოსნიას უმასპინძლებს.

ეს შესარჩევი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ასევე ბოსნიელებისთვის. რატომ? ამ კითხვაზე ქვემოთ გიპასუხებთ.

მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილსაც გაინაღდებს და ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საგზურსაც.

აი, როგორ: ბოსნიის ძლევის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 მოგება, 1 წაგება მოუგროვდება და დარჩება 2 შეხვედრა. ორივეში რომც დავმარცხდეთ (ამას მხოლოდ გათვლებისთვის ვუშვებთ), შესარჩევ ეტაპს სამი წაგებით დავასრულებთ. ბოსნიას კი უკვე სამი მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექს-იუგებმა დარჩენილ ერთ შეხვედრაშიც რომ იმარჯვონ და ჩვენს მსგავსად 5 მოგება მოუგროვდეთ, მაინც ვერ გაგვასწრებენ.

მიზეზი: ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა საქართველოს ნაკრების მხარეს იქნება - ბოსნიაშიც მოვიგეთ (96:95) და ამ გათვლის მიხედვით, თბილისშიც უნდა ვიყოჩაღოთ.

აქ ერთი ვარიანტიც გასათვალისწინებელია: ხომ შეიძლება, საქართველოს, ლატვიასა და ბოსნიას საბოლოოდ ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდეთ?

ასეთ შემთხვევაშიც უპირატესობა ჩვენს მხარესაა, რადგან იგორ კოკოშკოვის შეგირდებს სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში 3 მოგება მოუგროვდებათ (ბოსნიასთან საშინაო მატჩში გამარჯვებაც იგულისხმება), ვერც ბალტიისპირელები შეგვწვდებიან და ვერც ბოსნიელები.

დანარჩენ 5 ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დიდი ალბათობით, ჩვენი ჯგუფის მესამეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ეს საკითხი, შესაძლოა, 5 სექტემბრის შეხვედრებმაც გადაწყვიტოს.

მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებენ როგორც პირველ და მეორე ადგილზე გასულები, ასევე საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი.

საბრძოლო ყიჟინა ქომაგისგან, ბრძოლა კალათბურთელებისგან

ძველად, ომის დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საბრძოლო ყიჟინას. ეს მეომრის ბრძოლისუნარიანობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

საქართველო-ბოსნიის მატჩის ბილეთების მხოლოდ მცირე რაოდენობაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩის დაწყებამდე, 19 საათამდე ყველა ბილეთი გაიყიდება და დარბაზი პირამდე გაივსება.

ასე რომ, თუ ტრიბუნებს 10 ათასი გულშემატკივარი შეავსებს, შეგვეძლება თქმა, რომ 12 ბოსნიელს 10 012 ათასი ქართველი დაუპირისპირდება (10 ათასი ქომაგი პლუს 12 კალათბურთელი).

ერთიანობით კი არაერთი ბრძოლა მოგვიგია...

საქართველო

ბილეთების ამბავი 4 სექტემბრის საღამოს, 19:25 საათზე გავარკვიეთ, ხუთ წუთში კი საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა ვარჯიში გააღო.

ჟურნალისტების შესვლა ტაქტიკური მუშაობის დასრულებას დაემთხვა. ცხადია, უშუალოდ მატჩისწინა ვარჯიშზე მწვრთნელი სწორედ ტაქტიკაზე გაამახვილებდა ყურადღებას, რადგან პირველ წრეში ბოსნიასთან შეხვედრა ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო.

სხვათა შორის, მაშინ ბოსნიელებს ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება გაუჭირდათ. ამის მიზეზი ზაზა ფაჩულია იყო, რომელიც ტანმაღალ მეფარეებს სამწამიან ზონაში არ აჭაჭანებდა.

4 სექტემბერს ზაზას არ უვარჯიშია და თუ მან თამაში ვერ შეძლო, დიდი დატვირთვა დაადგება გიორგი შერმადინს (216 სმ). მწვრთნელმა იგი რუმინეთთან 14 წუთი ათამაშა, ბოსნიასთან კი გაცილებით მეტი მოუწევს, რადგან მეტოქის რიგებში ერთმანეთის სათანადოდ შემცვლელი ორი ცენტრია: კიკანოვიჩი (210 სმ) და სინანოვიჩი (221 სმ).

ამისთვის შერმადინი მზადაა, თუმცა ამბობს:

- ჯერ ზაზა ფაჩულიას თამაშის საკითხი არ გარკვეულა. იმედია, იგი მოედანზე გასვლას შეძლებს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, რა დროც მერგება, მაქსიმუმს გავაკეთებ წარმატებისთვის.

გიორგის გუნდის განწყობაზეც ვკითხეთ:

- განწყობა საბრძოლოა. ბოსნიასთან მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ. ყველას კარგად მოგვეხსენება ამ შეხვედრის მნიშვნელობა და ვეცდებით, ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.

ბოსნია

საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ სპორტის სასახლეში ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ ყვითელი ვარსკვლავებით დამშვენებულ ლურჯ ფორმებში გამოწყობილი კალათბურთელები.

ყველაზე ადრე ფორვარდი ნიჰად დედოვიჩი გამოჩნდა, ხოლო ბოლო მირზა ტელეტოვიჩი იყო, რომელმაც გასულ ტურში ჰოლანდიის წინააღმდეგ შესარჩევის რეკორდი დაამყარა - 36 ქულა ჩააგდო.

მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტროვიჩმა კომენტარზე უარი თქვა, ტელეტოვიჩი კი თავაზიანად დაგვთანხმდა.

- კარგად ვიცით, რომ ურთულესი თამაში გველის. საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა, რაც აქამდეც დაამტკიცა. იგი განსაკუთრებით საშიში საშინაო არენაზეა.

ასეა თუ ისე, თბილისში საბრძოლველად ჩამოვედით. ამ შეხვედრის მოგებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მირზამ პირველ წრეში საქართველოსთან მატჩიც გაიხსენა:

- ჩვენი წაგების მიზეზი პირველ პერიოდში ჩავარდნა იყო. ძალიან ცუდად დავიწყეთ. თუმცა ნელ-ნელა თამაში ვიგრძენით და ბოლო მეოთხედში ყველაფერი გამოგვივიდა, გარდა ერთისა - გადამწყვეტი ტყორცნა ვერ შევასრულეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში

რუმინეთი-საქართველო 74:91 - ერთიც მოვიგოთ და ევროპაა [VIDEO]

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

ა

გუნდი

თ

მ

წ

სხვაობა

ქ

1.

ბოსნია

6

4

2

536-511

10

2.

საქართველო

5

4

1

434-400

9

3.

ლატვია

5

3

2

414-353

8

4.

ჰოლანდია

6

2

4

497-543

8

5.

რუმინეთი

6

1

5

434-508

7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხელეთ:

ზაზა ფაჩულია: ბოსნიასთან თამაშის იმედი ჯერ კიდევ მაქვს

lado
dges kalatburtze bileti ra girs ver metyvi?
beqa
ნეტარ არიან მორწმუნენი რამეითუ სწამთ ! თქვენი არ ვიცი ბიჭებო მაგრამ მე რუმინეთთან ის თამაში ვერ ვნახე რის წყალობითაც 3 ჯერ უფრო ძლიერ ბოსნიას მოვუგებთ ! უკვე მერამდენეჯერ ვიძახი მე2 ტაიმი ჩვენთვის არის კატასტროფა მერამდენე თამაშს ვთამაშობთ და პირველი 2 მეოთხედი ასე თუ ისე ნორმალურად ვუტევთ მერე გვენძრევა მართალია რუმინეეთთან მოვიგეთ მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით მაგრად გაგვიჭირდა, რეალობას თვალი გავუსწოროთ 10-ულს კი არა 20-ეულის მერე მოდის ჩვენი დონის გუნდები, ევროპაში, ღმერთმა ქნას მოვიგოთ მაგრამ ამ ტაქტიკით და მომზადებით მარტო გამართლების ხარჯზე მოვიგებთ ეს ჰოლანდიასთანაც კარგად გამოჩნდა
odala
ფაჩულიას გარეშე უნდა მოვუგოთ. მაშინ უფრო ვიამაყებ ჩვენი გუნდით. კითხვაც რომ არავის ჰქონდეს ვინ არის ჯგუფში ბოსი. ევროპის 10 საუკეთესოში ვერ იქნება ჩვენი გუნდი? ესპანეთის გარდა მგონია რომ ჩვენ ნაკრებს შეუძლია ტოლ-სწორად ეთამაშოს ათეულის ნებისმიერ გუნდს.
giioorrggii
ერთი შეცდომა ავტორს გასვლაზე 96-95 მოვიგეტ და არა 97-96 :) მაინც ისე
dadu23
მოვიგებთ კიდეც, და საგზურსაც გავინაგდებთ.
dadu23
ჰერიო ბიჩებო ჰერიოოო,
gpg
წარმატებები ჩვენს ბიჭებს, მძიმე თამაში იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ.
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს