ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პრანდელიმ გუნდი დარაზმა: მაური, ბოვო, გასტალდელო და ლაძარი ნაკრებში

პრანდელიმ გუნდი დარაზმა: მაური, ბოვო, გასტალდელო და ლაძარი ნაკრებში

8 ოქტომბერს იტალიის ეროვნულ ნაკრებს ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის უმთავრეს გუნდთან მოუწევს შეტოქება, 12-ში კი უკვე გენუაში მიიღებს მთავარ კონკურენტს, სერბეთის ნაკრებს. ეს ყველაფერი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მოხდება

8 ოქტომბერს იტალიის ეროვნულ ნაკრებს ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიის უმთავრეს გუნდთან მოუწევს შეტოქება, 12-ში კი უკვე გენუაში მიიღებს მთავარ კონკურენტს, სერბეთის ნაკრებს. ეს ყველაფერი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მოხდება და ბუნებრივია, ორი კვირის განმავლობაში, აპენინური სპორტული მედიის მთავარი სასაუბრო თემა სწორედ "სკუადრა აძურა" იქნება. მით უმეტეს, ჩეზარე პრანდელიმ უკვე დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მოახლოებულ პაექრობებში დაეყდნობა. გავეცნოთ განაცხადს და შემდეგ თემა განვავრცოთ...

მეკარეები - ანტონიო მირანტე (პარმა), სალვატორე სირიგუ (პალერმო), ემილიანო ვივიანო (ბოლონია);

მცველები - მატია კასანი (პალერმო), ჯანლუკა ძამბროტა (მილანი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჩეზარე ბოვო (პალერმო), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დანიელე გასტალდელო (სამპდორია), ლუკა ანტონელი (პარმა), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა);

ნახევარმცველები - დანიელე დე როსი (რომა), ანდრეა ლაძარი (კალიარი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), სტეფანო მაური (ლაციო), ანჯელო პალომბო (სამპდორია), ანდრეა პირლო (მილანი), სიმონე პეპე (იუვენტუსი);

თავდამსხმელები - ანტონიო კასანო (სამპდორია), ალბერტო ჯილარდინო (ფიორენტინა), ჯამპაოლო პაცინი (სამპდორია), მარკო ბორიელო (რომა), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი).

არადა, პრანდელიმ სულ სხვანაირად დაიწყო - სადებიუტო მატჩისთვის ისეთი შემადგენლობა გამოიძახა, ფორმებით თუ მიხვდებოდა გულშემატკივარი, რომ "სკუადრა აძურა" თამაშობდა. ჩეზარეს სიაში გახლდათ ტიაგო მოტა, კრისტიან ლედესმა, კარვალიო ამაური, მარიო ბალოტელი, გაფართოვებულ შემადგენლობაში კი მაურო სარატეს გვარიც ვიხილეთ. თუმცა, ძალიან მალე ვითარება შეიცვალა და როგორც ხედავთ, ახალი იტალიელები პრანდელის სიაში აღარ ფიგურირებენ. სამაგიეროდ, ანტონიო კასანომ მოიკიდა მყარად ფეხი ნაკრების შემადგენლობაში და ისეთი პირი უჩანს, რომ პრანდელის ფორმაციის "აძურას" ლიდერი სწორედ ის იქნება. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით და ჯერ დაცვაზე ვთქვათ.

დაცვა

პირველი, რაც თვალში გხვდება, ჯანლუკა ძამბროტას ეროვნულ გუნდში დაბრუნებაა. ვერ ვიტყვით, რომ ‘მილანის" განაპირა მცველი მეორე ახალგაზრდობას განიცდის და საოცარ ფორმაშია, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, ჩეზარე პრანდელის სიაში მოხვედრა დაიმსახურა. როგორც ჩანს, "აძურას" თავკაცს მნიშვნელოვანი მატჩების წინ ძამბროტას გამოცდილება დასჭირდა. ვხედავთ ჩეზარე ბოვოს, "პალერმოს" ცენტრალუირ მცველს, რომელსაც თავის დროზე სიცილიური კლუბის პრეზიდენტმა კლოუნიც კი უწოდა. თუმცა, მას შემდეგ ჩეზარემ გვარიანად მოუმატა და როგორც ხედავთ, ეროვნულ ნაკრებში მიიღო გამოძახება. ბოვო ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის შემცვლელის როლით უნდა დაკმაყოფილდეს და თუ რომელიმე დაშავდა, ან დისკვალიოფიკაცია მიიღო, შანსიც მიეცემა.

ძამბროტას მატია კასანისთან მოუწევს კონკურენციის გაწევა, რომელსაც ბოლო პერიოდში სტაბილურად იძაებენ ეროვნულ გუნდში. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, აქ ლუკა ანტონელისა და დომენიკო კრიშიტოს კონკურენციის მომსწრენი შევიქმნებით. იტალიელ ჟურნალისტთა აზრით, ამ ეტაპზე გენუელის შანსები უფრო ძვირად ფასობს, თუმცა არც პარმეზანელი უნდა იყოს უიმედოდ. ამასთან, "აძურას" ორი მატჩის გამართვა მოუწევს და არ არის გამორიცხული, თამაშები გაინაწილონ კიდეც. და კიდევ ერთი მცველის შესახებ, რომელსაც შანსი მიეცა პრანდელის თავი მოაწონოს - დანიელე გასტალდელოს ვგულისხმობთ "სამპდორიადან", ვინაც სერია A-ს ბოლო ტურებში მაღალ დონეზე იასპარეზა და აგერ შედეგიც...

ნახევარდაცვა

სხვისი არ ვიცით და პირველი, ვინც ჩვენი ყურადღება მიიქცია სტეფანო მაური გახლავთ. ის, რომ "ლაციო" სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას, ამაში მაურის ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მოედნის ცენტრის სრული ბატონ-პატრონია და მიმდინარე სეზონში მართლაც რომ ბრწყინვალედ ასპარეზობს. თავად განსაჯეთ, რაც ჩემპიონატი დაიწყო მისი შეფასების საშუალო მაჩვენებელი 7.0 ბალია. ეს ციფრი ყველაფერზე მეტყველებს და მაური სრულიად დამსახურებულად მოხვდა პრანდელის 23-კაციან განაცხადში. სამაგიეროდ, ჯენარო გატუზოს ვერ ვხედავთ სიაში, არადა, რინო ურიგო ფორმაში არ არის და "მილანის" ძირითად შემადგენლობაში უწევს ასპარეზობა.

ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი უკონკურენციოდ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მიმდინარე სეზონში მაინც და მაინც ვერ ბრწყინავს. სიაშია სიმონე პეპე, რომელიც რაღაცით ანჯელო დი ლივიოს გვაგონებს - ამ უკანასკნელს ხომ ყველა მწვრთნელი წყალობდა და მუდმივად "აძურას" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა. პრანდელიმ ანდრეა ლაძარი გამოიძახა, რომელიც "კალიარის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და ეს გუნდი, რომ გრანდებისთვისაც კი კერკეტი მეტოქეა, კარგად მოგვეხსენება. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სიის მიღმა დარჩა "ფიორენტინას" შუახაზელი რიკარდო მონტოლივო. ამას ცოტა თუ წარმოიდგენდა, რადგან რიკარდოს პრანდელი ყოველთვის სწყალობდა, ჯერ კიდევ ფლორენციაში მოღვაწეობის პერიოდიდან.

თავდასხმა

ანტონიო კასანოს ხელშეუხებლობის და ლიდერობის შესახებ ზემოთაც ვთქვით, მასთან ერთად კი აუცილებლად ჯამპაოლო პაცინი უნდა აღვნიშნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურის პაექრობაში ორივე მათგანმა ძალიან დაბალი შეფასება მიიღო, განაცხადში მაინც წყვილად მოხვდნენ. სიაშია ალბერტო ჯილარდინო, თამამად შეიძლება ითქვას, "ფიორენტინას" ერთადერთი ნათელი წერტილი. ვერ ვხედავთ ვინჩენცო იაკვინტას, რომელიც მარჩელო ლიპის ფორმაციის "აძურას" განუყოფელი ნაწილი იყო. სამაგიეროდ, მარკო ბორიელო გამოიძახა პრანდელიმ, არადა, რომ ვთქვათ დაფრინავსო, მთლად მართლები არ ვიქნებით.

აი, ჯუზეპე როსი კი მართლაც დაფრინავს და სრულიად დამსახურებულად მოხვდა განაცხადში - ვინც ესპანეთის პირველობას ყურადღებით ადევნებს თვალს, ეცოდინება, რომ ტური არ გავა, როსიმ გოლი არ გაიტანოს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამჯერად არ გაუმართლა ფაბიო კვალიარელას, რომელიც ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის "იუვენტუსში" და საუკეთესო თვისებების გამოვლენა უჭირს. შედეგად, ორ უახლოეს პაექრობას "აძურა" მის გარეშე გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია