საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ესტონეთთან გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ითამაშებს, "მიხეილ მესხზე" ესტონეთს უმასპინძლებს.

4 სექტემბერს, საღამოს, ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი სწორედ ამ არენაზე ავარჯიშა. წვრთნა დახურული იყო, ჟურნალისტებს მხოლოდ 15 წუთით შეგვეძლო ვარჯიშზე დასწრება.

ჯგუფში მესამე ადგილის შენარჩუნება და თან მზადება ახალი შესარჩევი ციკლისთვის - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ასეთი გეზი აირჩია და ესტონეთთან მატჩისთვის, ფაქტობრივად, ექსპერიმენტულ შემადგენლობას უხმო.

ჩივაძემ, სხვათა გარდა, არ გამოიძახა არნემის "ვიტესის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, მის თანაგუნდელ გიორგი ჭანტურიას კი ახალგაზრდულ ნაკრებში ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ესტონეთთან თამაშის უფლება არ აქვს.

4 სექტემბრის ვარჯიშს რაც შეეხება, ნაკრების დამრიგებელსა და ორ ფეხბურთელს გამოველაპარაკეთ.

ალექსანდრე ჩივაძე:

- სანაკრებო მატჩამდე გუნდის მოსამზადებლად ორი დღე გვაქვს და ჯერ ძნელია იმის თქმა, რომელი ფეხბურთელი რა მზადყოფნაშია ამ დროისთვის.

დილით მსუბუქად ვივარჯიშეთ, ახლა კი ძირითადი ვარჯიში გვაქვს. ესტონეთთან მატჩამდე კიდევ ერთ ვარჯიშს მოვასწრებთ.

- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა?

- გუშინ ტემპერატურა ოდნავ მაღალი ჰქონდა არჩილ ტვილდიანს და ნაკრებში დავით კაკაბაძეს ვუხმეთ ("დინამო თბილისის" დუბლშემადგენლობიდან - დ.თ.), საბა კვირკველია კი ვარჯიშზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა.

- ესტონეთთან მატჩს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?

- ეს ამ შესარჩევის ბოლო თამაშია და იმედია, რომ წარმატებას მივაღწევთ. იცით, რომ ხორვატია ესპანეთს ეთამაშება, ჯგუფში მესამე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენთვის ნებისმიერი მატჩის შედეგი მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის დაწყებული გვაქვს სასელექციო სამუშაოები.

ერთი თვის შემდეგ დანიასთან გვექნება ამხანაგური მატჩი და სასელექციო პროცესიც გაგრძელდება.

ახალი შესარჩევი ეტაპისთვის ბირთვი უკვე ყალიბდება. ფეხბურთელებმა ყველა შეხვედრაში თავიანთი მაქსიმუმი უნდა ჩადონ, უნდა გააცნობიერონ, რომ ნაკრებში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

ნიკა კვეკვესკირი:

- გუნდში საბრძოლო განწყობაა. თბილისშიც უნდა მოვუგოთ ესტონეთს და გამარჯვებით დავასრულოთ ეს შესარჩევი ციკლი.

დავით სხირტლაძე:

- უკვე შუა სეზონია და კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები. ესტონეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. წარმატებას უნდა მივაღწიოთ იმიტომაც, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლისთვის ჩვენთვის ხელსაყრელ კალათაში და ჯგუფში მოვხვდეთ.

2013 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. V ჯგუფი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ესპანეთი

6

6

0

0

21-2

18

2.

შვეიცარია

6

4

1

1

12-4

13

3.

საქართველო

7

2

1

4

6-17

7

4.

ხორვატია

7

2

1

4

7-10

7

5.

ესტონეთი

6

0

1

5

1-14

1

დარჩენილი მატჩები

6 სექტემბერი

საქართველო-ესტონეთი

შვეიცარია-ესპანეთი

10 სექტემბერი

ესპანეთი-ხორვატია

შვეიცარია-ესტონეთი

ჩივაძის (სე)ლექცია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ახალგაზრდული ნაკრები - სუბიექტური შეფასება ობიექტურ ფაქტებზე

U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით

U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს