ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევში იგორ კოკოშკოვის გუნდმა მეორე მარცხი საკუთარ კედლებში იწვნია
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეექვსე შეხვედრა შინ ბოსნიის ეროვნულ გუნდთან გამართა და უაღრესად დრამატულ მატჩში ანგარიშით 103:107 (16-20, 27-20, 31-32, 29-35) დამარცხდა.

არ გამართლდა პესიმისტური პროგნოზი და თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის გუნდში პირველი წუთებიდან გამოჩნდა ზაზა ფაჩულია.

მატჩის საწყისი წუთები სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედის თავის სასარგებლოდ ჩამთავრებაც შეძლეს - 20:16.

მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს მობილიზება. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობის აღმოფხვრა და ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს - 39:38, რის შემდეგაც ჯერ მანუჩარ მარკოიშვილმა, შემდეგ კი თორნიკე შენგელიამ თითო 2-ქულიანი მიითვალეს.

ამის პასუხად სტუმრებმა მხოლოდ 2 ქულის მოპოვებაღა შეძლეს და დიდ შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 43:40 გავიდნენ, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი ბოსნიელებმა კვლავ უფრო აქტიურად დაიწყეს და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მესამე მეოთხედს თავის სასარგებლოდაც ჩაამთავრებდნენ, თუმცა ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯეიკობ პულენმა იყოჩაღა და ზედიზედ ორჯერ მოპარა შეტევაში მყოფ მეტოქეს ბურთი - 74:72 ბოლო მეოთხედის წინ.

როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დრამატული და საინტერესო გამოდგა შეხვედრის ბოლო მეოთხედი. განსაკუთრებით კი - თამაშის ბოლო წამები...

23 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილმა 3-იანი ზუსტად სტყორცნა და საქართველოს ნაკრები 103:102 დაწინაურდა. წუთშესვენებიდან დაბრუნებულმა მირზა ტელეტოვიჩმა კი ურთულეს მოძრაობაში ასევე სამქულიანი მოათავსა.

საქართველოს ნაკრების ბოლო შეტევის დაგვირგვინება საკუთარ თავზე პულენმა აიღო, რომელმაც სამიანი სტყორცნა, მაგრამ არაზუსტად...

მატჩის საბოლოო ანგარიში სტუმრებმა ორი ზუსტი საჯარიმო ტყორცნით დააფიქსირეს - 104:107.

თბილისურ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მირზა ტელეტოვიჩი იყო, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი. 23 ქულა ჩააგდო მანუჩარ მარკოიშვილმა. ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ზაზა ფაჩულია (21 ქულა, 11 მოხსნა) და ვიქტორ სანიკიძე (12 ქ, 10 მოხსნა).

levani
იმიტომ ჩემო ზურა რომ ბევრისგან განსხვავებით რეაქლურად უყურებ მოვლენებს და ვხვდები რომ ჩვენ არ გვყავს ის ნაკრები რომ ფინალურ ეტაპზე რამეს მივაღწიოთ თორემ შენ ერთი ქართველი მაინც თუ გეგულება ვისაც ჩვენი გამარჯვება არ უხარია? რეალობის შეგრძნებას რომ ვკარგავთ ეგ არის ცუდი
sano
როდესაც გუნდი თავიდანვე 2 ბურთამდე ვერ ჩააგდებს მეტოქის კალათში მოგებაზე ფიქრიც ზედმეტია--ბიჭებს ეს თამაში ფსიქოლოგიურად უკვე წაგებული ქონდათ.რატომ?აი ესაა საკითხავი
zura
ლევან საერთოდ რატომ გულშემატკივრობ საქართველოს? ესეთი პესიმიზმი და გულგატეხილობა არ გვიხდება ქართველებს
zura
მაგარი საწყენი ტამაში წავაგეთ,ბევრის აზრით პულენი უკვე ბევრს "აკეთებს" ნაკრებში.მწვრთნელის საქმეა წუთშესვენებების აღება,მაგრამ ხშირად აგვიანებს.რარაც სხვა სქემით და ტაქტიკით გვჭირდება თამაში უკვე.ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ოს გ ა უ მ ა ა ა რ... ბოლლომდე დავუდგეთ ნაკრებს.გამარჯვებებიც მოვააააა
NIKA
ყველა შემთხვევაში 2 ქულიანზე უნდა გვეთამაშა.ოვერტაიმში ძალიან გაუჭირდებოდათ რადგან ტელეტოვიჩს,დედოვიჩს და რაიტს 4 პერსონალური ქონდათ პლიუს მაგას ორი კალათბურთელი უკვე გავარდნილი იყო მათი მხრიდან ასე რომ ყველანაირად გვაწყობდა ოვერტაიმი რატომ ისროლა პულენმა ასეთ დროს სამიანი გაუგებარია.საერთოდ პულენს როგორც ვატყობ ხშირად უყვარს ავანტურისტული სროლები და შესვლები ზოგჯერ ეს კარგიცაა აბნევს გარკვეულწილად მეტოქეს მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში როცა აუცილებლად გვჭირდებოდა ბურთის კალათში ჩაგდება არ უნდა გაერისკა სამიანი.
Jigaro
მართლა ვაიგულშემატკივრებო! რგორც ნებისმიერი თამაში ცოტა იღბალიც საჭირო იყო ამ თამაშში,თორემ არაფერი დაუთმიათ მეტოქისათვის, ხოლო ტელეტოვიჩIს მსგავსი კალათბურთელი კი იშვიათია ნბაშიც კი. ისე გასკდით გულზე ვისაც მოგების შემთხვევაშიც არ შეუძლია სიბინძურეები არ წეროს. ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები ვართ.ც-ჯგუფში მესამეადგილოსან ავსტრიას და ე-ჯგუფში ასევე მესამე შვეიცარიას უკვე 4-4 წაგება აქვს, ასე რომ ჩვენი ბიჭები კიდევ დააფრთხობენ ბევრს თავისი თამაშით.
mmm
იკნებ სხვა რამიტ დაკავდეტ.ვაი გულსჰემატკივრებოოოო
levani
არ ყავს საქართველოს ნაკრები და ხომ შეიძლება ეს მივხვდეთ? ეხლა ესტაფეტას ფეხბურთელები გადაიბარებენ და ტაში პარიიიიიიიიიისერიოზულად კი მართლა არ გვყავს ჩვენ ის ნაკრები რომ ფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ ვიცი გამოჩნდება რამდენიმე და დაიწყებს საპირისპიროს მაგრამ გადახედეთ ევროპიდან მოყოლებული და დღევანდელით დამთავრებული და იმედია თქვენც მიხვდებით რომ მართალს ვამბობ ერთი ბელგიას ვაჯობეთ რასაც მართლა თამაში და გუნდურობა ერქვა დანარჩენი ხან ყისმათზე ვიყავით დამოკიდებული და ხან იქნებ ბოლო სსაჯარიმოები ვერ ჩაგვიგდონო თან ვისთან ეს რომ ფინეთი საბერძნეთი და ამ კლასის გუნდებზე იყოს ლაპარაკი ჯანდაბას თან სასაცილო რა არის იცით გუნდი გაჭირვებით უგებს რუმინეთს აგებს ფარჩაკ ჰოლანდიასთან ბოსნია კიდევ არაუშავს მაინც იუგების სკოლაა და ეს ჟურნალისტები და ექსპერტები იმას თვლიან ფინალურ ეტაპზე როგორ უნდა მოუგოთ სლოვენის რუსებს ფრანგებს და მგონი შტატები და ესპანეთიც თავისი ტოლი გონიათ მართლა სასაცილოები ვართ სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე დავფრინავთ ილუზიებში და სანამ სომხეთიც არ ამოგვავსებს მანამდე ისევ ცაში ვიფრენთ ეს რა მაგარი ნაკრები გვყავსო
dato
ჯურნალისტებს ვთხოვ იქნებ თქვენს კოლეგებს მიაწვდინოთ ხმა 1არხზე და შემდეგ თამაშზე მაინც გვახირსონ წამზომი ბოლოში ვეღარ გავიგეთ რა ხდებოდა
dato
კოკოშკოვმა წააგო ეს თამაში! საქართველოს ნაკრებს უფრო ძლიერი მწრთვნელი ჭირდება. მადლობა ყველაფრისთვის რაც ნაკრებისთვის გააკეთა, მაგრამ დროა გაუშვან...
dato
Giorgipirweli@ აბსოლიტურად გეთანხმები.ბოლო შეტევაში უნდა შემოეყვანა შენგელია და იმის გათვალისწინებით რომ ფარქვეშ უპირატესობა გვქონდა (ზაზა,თორნიკე)ბოლო წამებზე უნდა ეცადათ ანგარიშის გათანაბრება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა.დახუნძლული იყო მთელი ბოსნია 4-4 პერსონალური შენიშვნებით.
beqa
ამას თუ მაგარ თამაშს ეძახი ყოჩაღ ძმაო შენ, როცა 3 ქულიანებს ასე გიყრიან და დაცვაში ზონურად თამაშობ ან მწვრთნელია სირი ან თამაში არ ვიცით, არა ძმაო ჩვენი ადგილი აქ ჩვენი ადგილია ბ დივიზიონში ! ლატვია უკეთესად დაგვანახებს ამას ! არანაირი ტაქტიკის შეცვლა ისევ ისე უაზრო თამაში ისევ წავაგეთ მე2 ტაიმი ! ანუ 3-4 მეოთხედები ტრადიციულად ჩავისვარეთ
beqa
ლაშა თუ კარგად დააკვირდი თამაშს ად ქართველებმა ბევრად მეტი მიქარეს და რასაც მანამდე ვიზახდი ახდა ზუსტად ! ესენი მაგრები კი არა არაფრის მაქნისები არიან ფაქტიურად ჩვენ მარტო რუმინეთს მოვუგეთ დანარჩენიი მოგებულები უფრო გაგვიმართლა და ბოსნიამ და ჰოლანდიამ ჩვენი ადგილი მოგვიჩინეს ნუ გექნება ილუზია რომგასვლაზე ლატვიას მოვუგებთ დაგვახევენ ბურტს თავზე, და ვინატროთ საუკეთესო მე3 ადგილოსნობა მაგის ღირსებიც არ ვართ იმიტომ რომ სლოვენიაში რომ მოვხვდეთ დაიწყებენ ბაქიბუქს და მერე იქ საშინლად შევრცხვებით, ჩვენი ადგილი ბ-დივიზიონშია
Giorgipirweli
მაგარი თამაში იყო, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო სამქულიანის სროლა, როცა ფარქვეშ მეტოქეს აშკარად ვჯობდით და თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შემთხვევაში გარკვეული უპირატესობა გვექნებოდა, რადგანაც მეტოქის ორ კალათბურთელს ჯარიმების ლიმიტი უკვე ამოწურული ქონდა.
lasha
მოაშორეთ ეს ....... ზანგი სანამ დროა. მერე დაიწყებენ არ გამოდგაო, შევცდითო.სად იპოვეთ ეგ დამხჩვალი? დავიჯერო მაგ დონოს მოთამაშე ქართველი არ გვყავს? გაბრაზებული ვარ მაგრამ მაიც მაგრები ხართ!!!! გენაცვალეთ
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა