გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ფარერებთან მატჩში ბუნდესგუნდის დაცვის ხაზის სოლიდურობას ელის
გერმანიის ნაკრებმა თავის ქომაგებს ევროპის ჩემპიონატზე იმედები გაუცრუა და მერე კი არგენტინასთან ტესტ-მატჩიც წააგო, რის გამოც ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს კრიტიკოსები მოუმრავლდა და ამ თანამდებობაზე თავს ნამდვილად აღარ გრძნობს ისე, როგორც თევზი წყალში. შესაბამისად, იოგისთვის და მისი გუნდისთვის სწორედ მისწრებაა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ისეთ მეტოქესთან თამაშით დაწყება, როგორიცაა ფარერების ნაკრები გუნდი.

ცხადია, რომ გერმანელები ამაზე იოლ დასაწყისს ვერ ინატრებდნენ და ფაქტია ისიც, რომ ბუნდესნაკრებს ჯგუფში სხვა მეტოქეებშიც გაუმართლა, მაგრამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიოვმა და მისმა შეგირდებმა, თომას მიულერმა და მესუთ იოზილმა მთელ საფეხბურთო გერმანიას მოუწოდეს, ნურავინ იფიქრებთ, რომ ამ ჯგუფიდან იოლად გავალთო.

ჯერ ფარერები, მერე ავსტრია და C ჯგუფში გერმანიას მეტოქეობას კიდევ ირლანდია, ყაზახეთი და შვედეთი გაუწევენ. ბუნდესგუნდისთვის თეორიულად არცერთი მათგანი არ არის რთულად დასამარცხებელი, მაგრამ ლიოვი მაინც თავს იზღვევს:

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეჯგუფი გაწონასწორებულია და არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ ჯგუფიდან იოლად გავალთ."

ცხადია, ლიოვს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ გერმანია ფარერებთან სამ ქულას აიღებს. იოგი უფრო იმაზე ფიქრობს, როგორც წარმოაჩენს თავს მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან წაგებისა (1:2) და არგენტინასთან ჩაფლავებული ამხანაგური მატჩის (1:3) შემდეგ.

ლიოვის თქმით, მისმა შეგირდებმა უკვე დაივიწყეს იტალიასთან მარცხი და არც თავდაჯერების პრობლემა აქვთ.

თუმცა ამაში ვერც ფარერებთან მატჩი დაგვარწმუნებს და ვერც სამშაბათს დაგეგმილი შეხვედრა ავსტრიის ნაკრებთან, რომელსაც გერმანელები, ალბათ, ასევე უპრობლემოდ მოიგებენ. გამოდის, რომ საფეხბურთო გერმანია და ბუნდესგუნდის ქომაგები იოგის ისევ სიტყვაზე უნდა ენდონ.

იოზილი და მიულერი პრესკონფერენციაზე ნაცნობი და ბანალური განცხადებებით შემოიფარგლნენ - ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთო; თანამედროვე ფეხბურთში სუსტი გუნდი აღარ არსებობსო; ჩვენ ვიცით, რაც შეგვიძლია და ამას ხალხსაც ვაჩვენებთო და ა.შ.

თავად ლიოვმა თამამად თქვა, რომ ფარერებთან და ავსტრიასთან მატჩებში გერმანიის ნაკრების დაცვის ხაზისგან სოლიდურ თამაშს ელის, რაც ასეთ მეტოქეებთან შეხვედრების წინ გერმანიის ნაკრების თავკაცისთვის, რა თქმა უნდა, იოლი სათქმელია.

მწვრთნელს მხარი მიულერმაც აუბა - პროგრესი და განვითარება არ უნდა შევწყვიტოთ, ფარერების ნაკრები პირველივე წუთებიდან უმძიმესი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთო...

სასაცილოა, არა?

მარჯვნივ ლამი, მარცხნივ შმელცერი

ტრაფარეტული და მართლა სასაცილო განცხადებების შემდეგ ლიოვმა საკადრო საკითხებზე კონკრეტულად ისაუბრა და ჩვენს გერმანელ კოლეგებს ამცნო, ფარერებთან დაცვის მარცხენა ფლანგზე მარსელ შმელცერი ითამაშებს, ფილიპ ლამს კი მარჯვნივ გავამწესებო.

იოგი ფიქრობს (ან, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა), რომ გერმანიის ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" მარცხენა მცველს უფრო ხშირად უნდა ენდოს - ისევე, როგორც "დორტმუნდის" ვარსკვლავ მარკო როისს, რომლის ძირითადში გამწესებისკენ იოახიმს მთელმა გერმანიამ მოუწოდა.

იმ შემადგენლობიდან, რომელიც ლიოვმა ფარერებთან და ავსტრიასთან მატჩებისთვის გამოიძახა, კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ტონი კროოსის ასპარეზობაა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. განაცხადში ერთადერთი ნომინალური ცენტრფორვარდი მიროსლავ კლოზეა და ფაქტია, რომ "ლაციოს" ძალიან კარგ ფორმაში მყოფი გოლეადორი თამაშს სასტარტოში დაიწყებს.

ტრავმირებული მარიო გომესის არყოფნაში ლიოვს მიროს სახით მხოლოდ ერთი ცენტრალური თავდამსხმელი შემორჩა და მიუხედავად ამისა, ნაკრებში მაინც არ უხმო "ლევერკუზენის" ფორვარდ შტეფან კისლინგს და არც "გლადბახის" თავდამსხმელ მაიკ ჰანკეს ენდობა.

ექსპერტებმა იოგი ამის გამოც გააკრიტიკეს და შიშობენ, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ბუნდესგუნდისთვის მალე შეიძლება პრობლემატური გახდეს, რადგან მხოლოდ გომესის და კლოზეს იმედად ყოფნა არ შეიძლება. ლიოვი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრფორვარდის ფუნქციებს როისი და თომას მიულერიც კარგად შეასრულებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა