"ბორუსიას" ფორვარდში 12 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, მაგრამ ძვირფასი შენაძენი იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ჰოლანდიელ ფორვარდ ლუუკ დე იონგში 12 მილიონი ევრო აქვს გადახდილი, მაგრამ ძვირფასი შენაძენი იმედებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს.

დე იონგმა "გლადბახის" ფორმით ამ სეზონში უკვე ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა, გოლის გატანა კი ვერ შეძლო, რის გამოც უკვე აკრიტიკებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი უშუალო მოვალეობა გოლების გატანაა და ლუუკს გოლების გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია, ჰოლანდიელ გოლეადორს ნერვიულობა არ ეტყობა.

"ვიცოდი, რომ გერმანულ ფეხბურთთან შესაგუებლად გარკვეული დრო დამჭირდებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ თამაში მიჭირს. მიონხენგლადბახში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

პრობლემა ის არის, რომ არ მიმართლებს, - აცხადებს დე იონგი "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - პრობლემაა ისიც, რომ "გლადბახი" "ტვენტესგან" განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს.

"ტვენტე" უმეტესად ფლანგებიდან უტევს და მეც სწორედ ასეთ ტაქტიკას ვარ მიჩვეული. "გლადბახში" კი შეტევების უმეტესობა ცენტრიდან ვითარდება. ჩემმა ახალმა თანაგუნდელებმა უკვე იციან, რომ გოლის გასატანად მაღალი ჩაწოდებები მჭირდება.

მეტოქის კართან განსაკუთრებით სახიფათო სწორედ ასეთ სიტუაციებში ვარ ხოლმე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა