უცნაური პერიოდი უდგას ანდალუსიურ კლუბს
უცნაური პერიოდი უდგას ანდალუსიურ კლუბს: ერთი მხრივ, ისტორიაში პირველად "მალაგა" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და ახალი სეზონიც ძალიან კარგად დაიწყო; მეორე მხრივ კი, გუნდმა, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გაიარა და... გადარჩა.

საქმე იმაშია, რომ გასული სეზონის შემდეგ "მალაგას" ყატარელმა მფლობელმა შეიხმა ალ ტანიმ მოულოდნელად განაცხადა, რომ კლუბის გაყიდვა და "ხელების დაბანა" სურდა, რასაც მოჰყვა კრიზისული პერიოდი კლუბში - ის ვარსკვლავებისგან დაიცალა - ის ხალხი, ვისაც შეიხმა კლუბის მეთვალყურეობა ჩააბარა, გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა, უბრალოდ, ხელფასსაც კი ვერ არიგებდნენ.

სწორედ ამან უბიძგა ანდალუსიურ კლუბს, თავის გადარჩენის მიზნით, გაეყიდა უპირველესი ვარსკვლავი სანტი კასორლა.

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველში ლონდონის "არსენალმა" 19 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო სამხრეთამერიკელი ხოსე სალომონ რონდონის სანაცვლოდ რუსულმა "რუბინმა" 9 მილიონ ევრომდე გაიღო.

ამან "მალაგა" ამოასუნთქა და ფეხბურთელებმაც თავიანთი ჯამაგირი მიიღეს. გუნდი მაინც დატოვეს გამოცდილებმა - იტალიელმა ენცო მარესკამ (სამპდორია) და ჰოლანდიელმა იორის მატეისენმა (ფეიენოორდი).

მოკლედ, იმის მაგივრად, რომ გუნდი გაძლიერებულიყო, ის დასუსტდა და ცუდ ფსიქოლოგიურ წნეხში მოყვა.

არადა, ჯერ სათამაშო იყო მთავარი - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი, ორრაუნდიანი ბრძოლა ბერძნულ "პანათინაიკოსთან".

შეიხის ოცნება და რეალობა

შეიხი აბდულა ბინ ნასერ ბინ აბდულა ალ აჰმედ ალ ტანი 42 წლის კაცია. ის ყატარის სამეფო ოჯახის წევრია, ქვეყნის ამჟამინდელი მმართველის, შეიხ ჰამადის ახლო ნათესავი.

მან გადაწყვიტა ინვესტიციების ჩადება ფეხბურთში და ანდალუსიური კლუბი 2010 წლის ივნისში ლორენსო სანსისგან 36 მილიონ ევროდ შეიძინა.

ეს თანხა არც არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიშტიანო რონალდო "რეალს" ლამის სამჯერ უფრო ძვირი დაუჯდა.

"მალაგამ" მეორე სეზონშივე მიაღწია მიზანს, როცა მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მაგრამ რა, ალ ტანი გააცოფა იმ ფაქტმა, რომ კლუბმა სატელევიზიო შემოსავლებისგან ისე მცირე თანხა მიიღო, რომ სასაცილოდაც არ ეყო, "რეალისა" და "ბარსელონას" შემოსავლებთან შედარებისას.

ფიცხმა არაბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბს გაყიდის და დაიწყო კრიზისიც...

ბეწვის ხიდზე გაიარეს

გუნდმა გაიჭირვა, მაგრამ გამოცდილი ჩილელი სპეციალისტის, მანუელ პელეგრინის წყალობით, მძიმე სიტუაციასთან გამკლავება შეძლო - სიკვდილ-სიცოცხლის დუელი მოიგო "პანათინაიკოსთან" (2:0 შინ და 0:0 სტუმრად) და ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

"მალაგამ" სეზონიც კარგად დაიწყო - 3 თამაშიდან 7 ქულით მესამე ადგილზეა და ჯერაც დაუმარცხებელია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ წარმატებამ შეიხს გული მოულბო.

5 სექტემბერს კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მოიად შატატმა ისეთები თქვა, ყველაზე პესიმისტებსაც კი პირი დააღებინა გაკვირვებისგან.

შეგახსენებთ, რომ შატატი თანამდებობაზე მხოლოდ ივლისიდანაა. კლუბის ახალი დირექტორატის პრეზენტაციაზე შატატმა ეს თქვა:

- არ ყოფილა მომენტი, როცა ჩვენ ვაპირებდით კლუბის მიტოვებას. ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ კლუბში უდიდესი ინვესტიცია ჩავდეთ და ამის შეჩერებას არ ვაპირებთ.

მიზანი ასეთია - ყველაფერი საუკეთესო კლუბს. ინვესტიციები განახლდება, ოღონდ საჭირო მომენტში. შეიხი მუდამ ფიქრობს "მალაგაზე" და მისი გაყიდვა არც მოუსურვებია. ვიცი, რომ მფლობელები უკმაყოფილონი არიან სიტუაციით, თუმცა მე არ შემიძლია ამის დაკონკრეტება.

მაგრამ ამის გამო ისინი კლუბის თანადგომაზე უარს არ ამბობენ, ყატარიდან მოვლენებს პრიზმაში აკვირდებიან და ნებისმიერ პრობლემას გადაჭრიან, თუ საჭირო იქნება.

მონრეალი აღარ იყიდება

უკვე აგვისტოს ბოლოს ცხადი იყო, რომ ყველაფერს "ჰეფი ენდი" ჰქონდა. "მალაგამაც" ბოლო წამს არგენტინელი შემტევი ხავიერ სავიოლა და ამერიკელი მცველი ონუჩი ონიევუ შეიმატა. იყო საუბარი მარცხენა მცველის, ნაჩო მონრეალის გაყიდვაზე ბილბაოს "ატლეტიკში", მაგრამ შატატმა ესეც უარყო:

"ჩვენ აღარ გვაქვს ვალები. მონრეალი? არა, გასაყიდად საქმე აღარ გვაქვს, ამ ეტაპმა უკვე ჩაიარა და არავის გაყიდვა აღარ გვსურს. ახლა ჩვენ პირიქით, გაძლიერება გვსურს", - განაცხადა "მალაგას" ვიცე-პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა