ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო კვირას უამინდობამ განრიგში კორექტივები კვლავ შეიტანა
ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო კვირას კვლავ შეიტანა კორექტივები განრიგში უამინდობამ.

ამჯერად სათამაშო დღე ძალიან შემოკლდა. მართალია, ყველა თამაშის დაწყება მოხერხდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ორის დასრულება მოესწრო.

დამთავრებული თამაშებიდან ერთ-ერთი ცენტრალური იყო - ქალებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, სამანტა სტოსურს ხვდებოდა.

ამ ჩოგბურთელებს კარიერაში "დიდი სლემის" თითო ტურნირი აქვთ მოგებული, ტიტულების საერთო რაოდენობით კი ბელორუსს დიდი უპირატესობა აქვს - 12 მოგებული ტურნირი სამის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ვიქტორიამ უფრო მეტი დრო გაატარა პირველი ჩოგანის რანგში და რაც მთავარია, ურთიერთშეხვედრებში აშკარად ჩაგრავს ავსტრალიელს. სამანტას არასოდეს დაუმარცხებია ბელორუსი ჩოგბურთელი და უფრო მეტიც, ბოლო ექვს შეხვედრაში სტოსურმა ერთი სეტიც ვერ მოიგო.

აღნიშნულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეიტინგის მხრივ. სტოსური ამ ტურნირზე ტიტულს იცავდა და წაგების შემთხვევაში, უამრავ სარეიტინგო ქულას დაკარგავდა. თუ აზარენკა წააგებდა, რეიტინგში ლიდერობისკენ ეხსნებოდა გზა მარია შარაპოვას.

მოგება კი ვიქტორიას ამერიკის ღიას დასრულების შემდეგ კლასიფიკაციაში პირველ ადგილს შეუნარჩუნებდა.

პირველ გეიმებში სტოსური უმწეოდ გამოიყურებოდა. ის ძალიან ბევრს ცდებოდა და მაშინვე დათმო თავის მოწოდებაზე ორი გეიმი.

ამის შემდეგ თამაში წვიმის გამო შეჩერდა. პაუზის შემდეგ სტოსური ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და პირველი გეიმი აიღო, მაგრამ ეს მისი ერთადერთი წარმატება იყო საწყის სეტში.

მაგრამ სტოსური მართლაც კარგად იყო მზად ამ ტურნირისთვის. ამიტომაც ასე უბრძოლველად ამ მატჩს არ დათმობდა. მეორე სეტში მან გაცილებით აქტიურად დაიწყო თამაში და შეცდომებსაც უკლო. შესაბამისად, თანდათან შეიცვალა თამაშის სურათი.

ავსტრალიელი ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით, მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში ვიქტორიამ სიტუაცია გაათანაბრა, მეორე ჯერზე სტოსურმა შეინარჩუნა უპირატესობა და ბოლო შვიდ მატჩში პირველად მოუგო სეტი ბელორუსს.

თითქოს გადამწყვეტ სეტში უპირატესობა სტოსურს უნდა ჰქონოდა, მაგრამ აზარენკა ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა. მან პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა.

მიუხედავად ამისა, სტოსურმა ბოლომდე თამაშის გათანაბრება ვერ შეძლო. ბოლოს და ბოლოს, სამანტამ შეწყვიტა ოთხბრეიკიანი სერია და თავისი მოწოდება აიღო.

"დიდი სლემის" ნებისმიერ ტურნირზე ეს შეხვედრა შეიძლება დიდი ხანი გაგრძელებულიყო, მაგრამ ამერიკის ღიაზე გადამწყვეტ სეტში ტაი-ბრეიკს თამაშობენ. თუმცა ვიქტორიას იქამდე შეიძლება ვერც მიეღწია. მე-11 გეიმში ავსტრალიელმა დაფარული მატჩბოლი მიიღო, მაგრამ აზარენკამ ის ეისით მოიგერია.

საბოლოოდ, პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქალთა შორის ასეთ შორეულ ეტაპზე მატჩის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა.

ავსტრალიელმა საშინლად დაიწყო მე-13 გეიმი - ზედიზედ ოთხი შეცდომა დაუშვა. მაგრამ სტოსური არ დანებდა - ორჯერ თავად ითამაშა კარგად და მეტოქეც დაეხმარა, როცა 5:3-ზე ვიქტორიამ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

და მაინც, პირველ მატჩბოლამდე აზარენკა მივიდა, რომელმაც დროულად შეასრულა იდეალური მოკლე დარტყმა. შემდეგ გათამაშებაში დაძაბული ბრძოლა იყო უკანა ხაზზე, რომელშიც ნერვებმა სტოსურს უმტყუნა - 1:6, 6:4, 6:7(5).

იმ დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალი უნდა გამართულიყო. მარია შარაპოვამ და მარიონ ბარტოლიმ მოასწრეს კორტზე გასვლა და ფრანგმა ბრწყინვალე სტარტი აიღო - ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. ფრანგი ძალიან აქტიურად მოქმედებდა და, პრაქტიკულად, არ უტოვებდა შეტევის შანსს მეტოქეს.

თანაც, მარიონმა მხოლოდ ორი შეცდომა დაუშვა. ასე რომ, შარაპოვასთვის წვიმა ერთგვარი შვება იყო. შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე ნადია პეტროვასთან მან ასევე წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა.

1/4-ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 7) 6:1, 4:6, 7:6(5); მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 4:0 შეწყდა;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა