მამაკაცებს ოთხი მერვედფინალი ჰქონდათ სათამაშო და აქაც მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა
მამაკაცებს ოთხი მერვედფინალი ჰქონდათ სათამაშო და აქაც მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა.

მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა დავიდ ფერერმა, რომელმაც რიშარ გასკეს ბარიერი გაიარა. ეს მატჩი დილით დაიწყო, წვიმის გამო ორჯერ შეწყდა და საღამოს დასრულდა. დაძაბულ და სანახაობრივად საინტერესო შეხვედრაში გასკე არაფერში ჩამოუვარდებოდა ფერერს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ესპანელი ყოველ ჯერზე ოდნავ ძლიერი იყო - 7:5, 7:6(2), 6:4.

მინიმუმ ერთი დღით გაიხანგრძლივა ამერიკის ღიაზე და მთლიანად დიდ ჩოგბურთში ყოფნა ამერიკელმა ენდი როდიკმა, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას გამოაცხადა, რომ ამ ჩემპიონატის შემდეგ ტოვებს დიდ სპორტს.

როდიკმა ბრწყინვალედ ითამაშა პირველ სეტში ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ. ამერიკელმა პირველმა გააკეთა ბრეიკი, თუმცა სეტზე ჩაწოდებისას რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და დათმო საკუთარი მოწოდება. საბოლოოდ, ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ და ამ დროს წვიმა წამოვიდა.

უფრო ნაკლები ითამაშეს სერბმა ჩოგბურთელებმა - იანკო ტიპსარევიჩი 5:2-ს უგებს პირველ სეტში ფილიპ კოლშრაიბერს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ორი გეიმის მოგება მოასწრო სტანისლას ვავრინკასთან მატჩში.

1/8-ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-რიშარ გასკე (საფ, 13) 7:5, 7:6(2), 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 19) 5:2 შეწყდა; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ენდი როდიკი (აშშ, 20) 6:6 შეწყდა; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18) 2:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა