ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]

საქართველო-ბოსნია 103:107 - გვიანი ხომ არ არის თითზე კბენანი? [VIDEO]

ნუთუ არ შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ბურთი მანუჩარ მარკოიშვილმა მიიღოს და იმოქმედოს ისე, როგორც მას მოესურვება?!

ბოსნიასთან მატჩისთვის სპორტის სასახლეში 9 ათასი გულშემატკივარი მივიდა, დარბაზი პირამდე გაივსო და საოცარი სანახავი იყო თანამემამულეების ყიჟინით ანთებული კალათბურთელების ხილვა.

მათ თამაშში სული და გული ჩადეს. ისეთ გუნდს, როგორიც ბოსნიაა, 103 ქულა ჩაუგდეს, მაგრამ...

მირზა ტელეტოვიჩის მაღალმა კლასმა ერთბაშად ყველა გაგვაწბილა. იგი კალათბურთელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც წყალში თევზივით გადამწყვეტ მომენტებში გრძნობენ თავს. ბოლო წუთებზე ტელეტოვიჩმა თითქოს სისხლის სუნი იყნოსაო, ზვიგენივით გახელდა.

სირენამდე 27 წამით ადრე მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანის სიხარული ქართველებს დაგემოვნებული არ გვქონდა, რომ ტელეტოვიჩმა ბურთი პერიმეტრზე მიიღო, ჰაერში ტრიალით შორეული სამქულიანი ისროლა (105:103).

ამას მიაყოლა ჯეიკობ პულენის აცილებული სამქულიანის შემდეგ ბურთის საკუთარი ფარიდან მოხსნა, ჯარიმების ტყორცნის უფლების მოპოვება და - 107:103 ბოსნიის სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა ნამატჩევს მირზას მაღალ კლასს გაუსვა ხაზი. ეს ყველამ კარგად დავინახეთ, მაგრამ სწორედ მწვრთნელის მოვალეობაა მეტოქის ლიდერი კალათბურთელის განეიტრალება, ისე, როგორც ეს ლატვიელებმა გააკეთეს.

30 აგვისტოს აინარს ბაგაცკისის ბალტიისპირულმა გუნდმა ტელეტოვიჩს 80:64 მოუგო, მირზას ანგარიშზე 13 ქულა და 3 მოხსნა იყო...

ლატვიელებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ მირზა თამაშიდან გამოეთიშათ. საბოლოოდ კი მეტოქეზე 12-ით მეტი ფოლი მოუგროვდათ, თუმცა მოედნიდან არავინ გავარდნილა.

ნუთუ არ შეიძლებოდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელსაც შეგირდებისთვის დაევალებინა ტელეტოვიჩის ფოლებით შეჩერება, ვიდრე სამქულიანის სასროლად შეიმართებოდა? ეს მეოთხე პერიოდში ვიქტორ სანიკიძეს რომ გაეკეთებინა, ხუთი ჯარიმით მოედნის დატოვება მოუწევდა.

ვინ ჩაენაცვლებოდა ვიქტორს? ლატვიელთა მწვრთნელი კი 10-12 კალათბურთელს ენდობა და ამიტომაც ტელეტოვიჩთან ჭიდილში არავინ გავარდნილა.

2005 წელს საქართველოს ნაკრებმა გერმანიის წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშა. მატჩის შემდეგ გერმანელთა თავკაცმა დირკ ბაუერმანმა თქვა: ყოჩაღ ვლადიმერ ბოისას, რომელმაც დირკ ნოვიცკი, ფაქტობრივად, შეაჩერაო.

იმ მატჩში დირკმა 15 ქულა ჩააგდო. მართალია, მაშინ ბოისა საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ტელეტოვიჩია ნოვიცკი - ვფიქრობ, ჩვენი მწვრთნელი, როცა ვლადიმერ ბოისას გამოძახებაზე უარს ამბობდა, თუნდაც ის ფაქტორი უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ბოისას დარი დამცველი გუნდს ბოსნიასთან მაინც დასჭირდებოდა.

ახლა თითოეულ კალათბურთელზე ვთქვათ. კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მატჩის წინა დღეს მითხრა: კუნთი მაქვს გაჭიმული და თუ თამაშის დღესაც ასე ვიქნები, მოედანზე გასვლა გამორიცხულიაო. როცა საქმე დაჭიმულობას ეხება, ყველამ კარგად იცის, ერთ დღეში ტრავმა არ შუშდება.

ზაზა ბოსნიასთან სათამაშოდ მაინც გავიდა. რიგ ეპიზოდებში კუნთზე ხელიც წაივლო, აშკარა იყო, აწუხებდა, მაგრამ გმირულად გაუძღვა თანაგუნდელებს - საქართველოს ნაკრების ფარიდან ასხლეტილ ბურთს ერთ ბოსნიელსაც არ უთმობდა, ხოლო შეტევაში ყველგანმავალ ტანკს მოგაგონებდათ, რომელიც გზად ერთ-ორ ბოსნიელს ქელავდა.

ძნელი სავარაუდოა, თუნდაც ტელეტოვიჩს ფაჩულიას მსგავსი ტრავმა რომ ჰქონოდა, მოედანზე გასულიყო.

მანუჩარ მარკოიშვილს დაცვაში დიდი დატვირთვა ჰქონდა - ბოსნიელთა ერთ-ერთ ლიდერ ნიჰად დედოვიჩს მეურვეობდა. ნიჰადმა საბოლოოდ 15 ქულა ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მანუმ დაცვაში ნაყოფიერად იშრომა. მას ენერგია შეტევისთვისაც დარჩა და გადამწყვეტ მომენტში ზუსტი სამქულიანითაც გაახარა უამრავი გულშემატკივარი - სირენამდე 27 წამით ადრე თანაგუნდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 103:102.

ვიქტორ სანიკიძეს ყველაზე დიდი ჯაფა დაადგა. მას მწვრთნელმა მირზა ტელეტოვიჩის განეიტრალება დაავალა. პირველ მეოთხედში ბოსნიელ სნაიპერს მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა და იმედი გაგვიჩნდა, რომ ვიქტორმა მირზა საბოლოოდ გამოთიშა თამაშიდან.

ვერც იმას ვიტყვით, რომ სანიკიძემ მეორე ტაიმშიც რამე დააკლო, მაგრამ...

მირზას თემას ზემოთ უკვე შევეხეთ. რაც შეეხება სანიკიძეს, მან ამ შესარჩევზე ყველაზე ნაკლები ორქულიანი სწორედ ბოსნიასთან ისროლა - 5. მას დაცვაში იმდენად სერიოზული დავალება ჰქონდა, რომ შეტევაში ჩვეულად ვერ იფრინა.

გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი მოაგროვა და ერთი შეცდომაც არ დაუშვია. ასეთი დონის თამაშში უშეცდომოდ გარჯა კალათბურთელის მაღალი კლასის მანიშნებელია.

14-დან 8 ორქულიანი გამოიყენა თორნიკე შენგელიამ (სულ 17 ქულა), რომელმაც მოედანზე 34 წუთი გაატარა, თუმცა ბოლო წუთებზე მწვრთნელმა მის გარეშე ამჯობინა თამაში.

გიორგი შერმადინი ღირსეულად ცვლიდა ფაჩულიას. მის ანგარიშზე 13 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა. დაგვერწმუნებით, კარგი შედეგია.

მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა, ჯეიკობ პულენისა და გიორგი შერმადინის გარდა, ლევან ფაცაცია ათამაშა. ლევანმა, ალბათ, მწვრთნელიც დაარწმუნა, რომ მისი მომავალში ნდობაც შეიძლება.

იგი არც ფიზიკურად მოიკოჭლებს და თუ მწვრთნელის მითითება იქნება, ნამდვილად შეუძლია როგორც სამქულიანების ზუსტად ტყორცნა, ასევე ფარქვეშ დრიბლინგით შესვლა.

ლეგიონერი ჯეიკობ პულენი ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩემთან ერთად, ალბათ, ყველა გულშემატკივარს სურდა, რომ იგი მატჩის გემრიელი ლუკმა ყოფილიყო...

მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ 2002 წლიდან მანუჩარ მარკოიშვილი ევროპული კალათბურთის უმაღლეს საფეხურზეა. სამქულიანებით თუ გადამწყვეტი ორქულიანებით არაერთი თამაში მოუგია როგორც "კიევის", ასევე "ოლიმპიასა" და "კანტუს" მაისურით.

ნუთუ არ შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ბურთი მანუჩარმა მიიღოს და იმოქმედოს ისე, როგორც მას მოესურვება?!

მას შემდეგ, რაც ტელეტოვიჩმა სამქულიანით სხვაობა 2 ქულამდე გაზარდა (სირენამდე 25 წამით ადრე), იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო. როგორც მწვრთნელმა თქვა, ჯეიკობ პულენისთვის სამქულიანის ტყორცნა არ დაუვალებია, მაგრამ შეგირდი ერთგვარად გაამართლა - სასროლ პოზიციაში დარჩა და სამიანიც იმიტომ ისროლაო.

არადა, იმ ეპიზოდში მანუჩარი გაცილებით ხელსაყრელ პოზიციაში იყო - პულენს მისკენ რომ გაეხედა, მანუ სამქულიანსაც უფრო თავისუფლად ისროდა და უფრო დიდი ალბათობით, მის წინ გაჩენილ დერეფანშიც შევიდოდა. ხოლო სიჩქარეაკრეფილი მარკოიშვილის შეჩერება არანაკლებ რთული რომაა, ვიდრე ფაჩულიასი, არაერთხელ დავრწმუნებულვართ.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ბულგარეთთან მატჩში ერლ როულანდმა გადამწყვეტ მომენტში რომ მოგვიგო, სწორედ მაშინ დავწერე: ნუთუ რთულია, საქართველოს ნაკრებშიც ერთი ასეთი გამოცდილი ამერიკელი ვიხილოთ-მეთქი?

დღეს ასეთი კითხვა უნდა დაისვას: ნუთუ არ შეიძლება, ჩვენს გუნდში თუნდაც რაითის დარი გამოცდილი კალათბურთელი ვიხილოთ? ბოსნიას შარშან ჰენრი დომერკანტი ჰყავდა, რომელიც წლეულს ზეკ რაითით ჩაანაცვლა.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ ბოსნიის ნაკრები რაითის გარეშე და მივხვდებით, რა ღირებულების საქმეს ასრულებს ამერიკელი ბოსნიელთათვის. რომ არა ზეკი (საბოლოოდ 12-დან 10 ორქულიანი), პირველ ტაიმში საქართველო სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებდა. ხოლო მეორე ნახევარში, როცა იგრძნო, რომ ტელეტოვიჩი ფეთქდებოდა, ყველანაირად შეუწყო ხელი.

საქართველოს ნაკრებს კი 1989 წელს დაბადებული, ევროპაში გამოუცდელი ამერიკელი ჰყავს, რომელიც შესაძლოა 3-4 წელიწადში მაღალი დონის კალათბურთელად გამოიბრძმედოს, შეეჩვიოს ევროპულ სტილს, მაგრამ საკითხავია: 3-4 წლის შემდეგ გვეყოლება ისეთი შემადგენლობა, როგორიც ახლაა?

ეს კითხვა რედაქციაში ერთ-ერთი მატჩის გარჩევისასაც დაისვა: არავინ იცის, კიდევ როდის გვეყოლება ასეთი დონის გუნდი. ჰყავს კი მას შესაბამისი დონის მწვრთნელი, რომელიც თითოეული კალათბურთელისგან მაქსიმუმს ისევე წურავს, როგორც დევიდ ბლატი რუსეთისგან?

ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი

5 სექტემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე. 9000 მაყურებელი

საქართველო-ბოსნია 103:107 (იხილეთ ვიდეო)[ფოტორეპორტაჟი]

(16-20, 27-20, 31-32, 29-35)

ჰოლანდია - ლატვია 81:86

ა

გ

თ

მ

წ

სხვ.

ქ

1.

ბოსნია

7

5

2

643/614

12

2.

საქართველო

6

4

2

537/507

10

3.

ლატვია

6

4

2

500/434

10

4.

ჰოლანდია

7

2

5

578/629

9

5.

რუმინეთი

6

1

5

434/508

7

ტელეტოვიჩუუუ.... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი: ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, ჩვენი ბედი ჩვენ ხელთაა

რა შანსი რჩება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს?

ვიქტორ სანიკიძე: ვწუხვარ, რომ გულშემატკივარს იმედები გავუცრუეთ

• DraculA

ნუ გაეცით კოკოს, გუნდი 20 საჯარიმოს რო აცდენს თამაშზე ეს ვერ იქნება ტრენერის ბრალი.. ლატვიას დაახლართეს ბიჭებმა და კოკომაც ძაან კარგად დაალაგა ყველაფერი და ლოგიკურად 20 ქულის სხვაობით მინიმუმ უნდა მოეგოთ, მარა ესეც კაია.. ნუ ხართ პესიმისტები, აკ ტლიკინს წადით და უბალეშიკეთ კარგი გუნდი გვყავს!!!))

• givi tutberidze

მცვრტნელი მარტლა სუსტია,მეტს ვერ გააკეტებს.გ ი ლ ო ც ა ვ ტ.....

• forca juve

პესიმისტს, დაგერხა, ხომ მოუგებს ბიჭებმა ლატვიას ჯიგრულად და ხომ გავიდნენ ევროპაზე ,მიდი კიდე ლანძღე და აგინე. სპორტში შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ მარკოიშვილი არის ჯიგარი და სანდო კალათბურთელი და მაგის გაქილიკება უნამოსობაა.

• anzora

levani- რაგაცასჰი მარტალი ხარ, ჯორდანი არაა მაგ გუნდსჰი, გასაგებია. მაგრამ კარგი მცვრტნელი სხვანაირ ტამასჰს დააკენებს ტუნდაც ამ გუნდიტ. არაა საჭირო მეგამცვრტნელი,სასჰუალო მაინც. ეს კაცი სუსტია, სანაკრებო არაა.

• მურადი

ბოსნიასთან მატჩამდე ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: კოკოშკოვმა შესაძლებლობები ამოწურა, ვუთხრათ მადლობა და გავუშვათ. ჩვენისთანა კარგ კალათბურთელებს მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება, სხვანაირად ისე დაემართებათ, როგორც ქეცბაიას, არველაძეების, ქინქლაძის, ჯამარაულის და სხვათა ბრწყინვალე თაობას დაემართა მაშინდელი ნაკრების მწვრთნელების ხელში!

• kobaxa77

aravin gasashvebi ar aris,kokoshkovi unda gaushva da romelmac shedegebi achvena ara!?da didi boisa kide weliwad naxevari normaluradac ar utamashia...

• ika

ხო მართალი ხარ ბოლო მეოთხედში ითიშებიან

• levani

მოთამაშეები ხომ რას ლაპარაკობ დაფრინავენ რა, რა მწვრთნელი უნდა იმას რომ ნახევარი წუთით ადრე არ უნდა აიღო ფოლი ტელეტოვიჩზე და მითუმეტეს სამიანი ანდა ჰოლანდიაში გაიხსენეთ მარკოიშვილის საქციელი ბოლო წუთზე ეგეც მწრთნელმა დაარიგა ალბათ რომ ჩააგდებ ეგრევე ტექნიკური აიკიდეო

• anzora

განტევების ვაცი რას ქვია. უკურეტ მასჰინ ან საცოდაობას და ნუ ტირიხარტ. არაა ეგ კაცი მცწრტნელი და გინდა...

• anzora

davidbe - მაგარი მომენტი დაიხსენე. ეგ იკო დეტსკი მატი. საოცრად უსუსურად მოიქცა მასჰინ კოკოსჰკა.

• imereli

ვაცალოთ.ახლა ლანძღვით არაფერი ეშველება,მწვრთნელს არავინ შეცვლის.ხომ მოვუგეთ იგივე ბოსნიას გასვლაზე,ასევე იქნება ლატვიაშიც.დაწყნარდით!

• zuxusha

თავგადაკლულმა გულშემატკივრებმა იმაზე ვიდარდოთ, როგორი ფიასკო გველოდება ლატვიასთან!

• mmm

დაცკნარდეტ იკნება.ცინ იკურეტ და კარგზე დაიპროგრამეტ ტავი და გუნდიც მოიგებს.

• levani

განტევების ვაცის მოძებნაში მაგრები ხართ აგერ არ არიან უცხოელები მიდი და გადააბრალე ამაზე იოლი არაფერია ლატვიასთან პულენი გმირი იყო დღეს უმაქნისია როდემდე შეიძლება სხვაში ეძებოთ ბეწვი როცა თქვენებში დირეს ვერ ხედავთ? ყველაფერი მარტო პიარზე და სახელებზე რომ გაქვთ აწყობილი დიდი მიხვედრა უნდა რომ სახელი თამაშს ვერ იგებს რაც ლატვიამაც და ბოსნიამაც დაგვანახა?რითი ჯობდა ან პირველ ან მეორე თამაშში ან ტელეტოვიჩს ან დედოვიჩს ამ მასიჩს რომელიმე ჩვენიანი? ეს ხომ არ არის ძირითადი მიზეზი? სიმართლე უნდა თქვათ რომ იგივე ლატვიას, ბოსნიას ჩვენზე ჩვენზე უკეთესი შემსრულებლები ყავთ და აი ეს არის მიზეზი რომ გვჯობიან შე დალოცვილო არიფი ჰოლანდია რომ გაჯობებს მოხსნებში ესეც უცხოელების ბრალია?

• davidbe

რაღა კომენტარი უნდა,ავტორმა ზუსტად და ამომწურავად შეაფასა ყველა დეტალი, ფაქტია, რომ მწვრთნელი გადამწყვეტ მომენტებში გუნდს"ღალატობს"!!!შარშანდელი მაკედონიის ბოლო14 წამის ფაქტორი გავიხსენოდ, შეტევაზე ისინი იყვნენ და რო ჩაეგდოთ, დროც აღარ გვრჩებოდა, არ უნდა აგვეღო გამართლებული ფოლი?!ხოდა კიდევაც მოგვიგეს იმ ორი ქულით!!!!გასაგდებია ეგ თქვენი კოკოშკოვი, თანაც სასწრაფოდ!!!ძარღვი, ნერვი არაქვს საჩვენო!!!!!ნეგრებზე აღარავინ ვდაობთ, ყოველთვის ევროპაში ჩვენი დონის გუნდებიდან, ყველაზე ს უ ს ტ ი და ...ჩვენ გვყავს ყოველთვის!!!!ფედერაცია, გძინავთ თუ რა გეტაკათ??!!!

• anzora

იგორ კოკოშკოვი დიდი ხნის ცინ იყო გასაშვები...

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია