სტამბულში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა თურქეთის გუნდი 3,5:0,5 დაამარცხა
სერბეთის ქალთა ნაკრები სტამბულში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საშუალო სიძლიერის გუნდით ჩავიდა, რაზეც მათი რეიტინგებიც მეტყველებს.

ამის მიუხედავად, ისინი ბოლომდე იბრძვიან და შვიდი ტურის შემდეგ 10 ქულა ჰქონდათ. 5 სექტემბერს მონაგარი ქულით გაიმდიდრეს, ის ქულა კი საქართველოს ნაკრებს აართვეს.

არადა, მას შემდეგ, რაც ნანა ძაგნიძემ (2547) სერბთა ვეტერანი და ამჟამადაც გუნდის ლიდერი ნატაშა ბოიკოვიჩი (2392) დაამარცხა, ჩვენი მანდილოსნები, უბრალოდ, ვალდებულნიც კი იყვნენ, ეს მატჩი მოეგოთ.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: ანჟელიკა სტოიანოვიჩი (2277) ბელა ხოტენაშვილს (2509) დაუზავდა, ანა ბენდერასი (2266) ნინო ბაციაშვილს (2432) შეუთანხმდა ყაიმზე, ხოლო მარიკა რაკიჩმა (2300) ლელა ჯავახიშვილს (2458) აჯობა და მატჩში წონასწორობა აღადგინა.

მედლების კანდიდატთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: პოლონეთი - ჩინეთი 1:3 (მონიკა სოჩკო - ჰოუ იფანი 0:1, ივეტა რაილიჩი - ჟაო სიუ 0:1, იოლანტა ზავადსკა - ჰუან ქიანი 0,5:0,5, კარინა შეპკოვსკა - დინ ისინი 0,5:0,5), რუსეთი - უკრაინა 2:2 (ტატიანა კოსინცევა - კატერინა ლაგნო 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა - მარია მუზიჩუკი 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა - ნატალია ჟუკოვა 1:0, ნატალია პოგონინა - ანა უშენინა 0:1), საფრანგეთი - ესპანეთი 3:1 (ელმირა სკრიპჩენკო - ანა მათნაძე 1:0, სოფი მილიე - ოლგა ალექსანდროვა 0,5:0,5, ნინო მაისურაძე - საბრინა ვეგა გუტიერესი 0,5:0,5, სილვია კოლასი - იუდანია ჰერნანდესი 1:0), უზბეკეთი - უნგრეთი 2,5:1,5, ვიეტნამი - ინდოეთი 1,5:2,5, ფილიპინები - აშშ 0,5:3,5, სომხეთი - რუმინეთი 3:1.

რვა ტურის შემდეგ: ჩინეთი - 14 (24), რუსეთი (22,5), საფრანგეთი - (24), ინდოეთი (21), უზბეკეთი (20,5) - 13-13 ქულა. საქართველოს ქალთა ნაკრები 11 (22) ქულით მეთორმეტეა.

საქართველოს ქალთა გუნდისგან განსხვავებით, იყოჩაღა ვაჟთა ნაკრებმა, თუმცა მეტოქედ თურქეთის სუსტი გუნდი ჰყავდა. ჩვენებმა 3,5:0,5 მოიგეს: ბურაკ ფირატი (2432) - მიხეილ მჭედლიშვილი (2659) 0:1, ვაჰაპ სანალი (2387) - მერაბ გაგუნაშვილი (2578) 0:1, მუჰამედ ბათუხან დასტანი - თორნიკე სანიკიძე (2585) 0:1, კანკუთ ემიროგლუ (2299) - კონსტანტინე შანავა (2569) 0,5:0,5.

დაძაბული გამოდგა მედლებისთვის მებრძოლთა პაექრობები. რუსებმა მინიმალური ანგარიშით აჯობეს უკრაინელებს - 2,5:1,5 (ვლადიმირ კრამნიკი - ვასილი ივანჩუკი 0,5:0,5, ალექსანდრ გრიშჩუკი - რუსლან პონომარიოვი 0,5:0,5, სერგეი კარიაკინი - ანდრეი ვოლოკიტინი 1:0, ევგენი ტომაშევსკი - ალექსანდრ მოისეენკო 0,5:0,5), ჩინეთი და აზერბაიჯანი დაზავდნენ - 2:2 (ვან ჰაო - თეიმურ რაჯაბოვი 0,5:0,5, ვან იუე - შაჰრიარ მამედიაროვი 0:1, დინ ლირენი - რაუფ მამედოვი 1:0, ბუ სიანჭი - გადირ ჰუსეინოვი 0,5:0,5), სომხეთი - უზბეკეთი 3:1, მაკედონია - აშშ 1:3, გერმანია - უნგრეთი 2,5:1,5, ინგლისი - ფილიპინები 1:3, საფრანგეთი - კუბა 2,5:1,5, ინდოეთი - სერბეთი 2:2, ესპანეთი - ისრაელი 0,5:3,5.

რვა ტურის შემდეგ: რუსეთი - 15 (21,5), ჩინეთი (22,5), სომხეთი (21,0), აშშ (23,5), გერმანია (21) და ფილიპინები (22,5) - 13-13 ქულა; 7 გუნდს 12-12, ხოლო 15 გუნდს 11 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრები 11 ქულით მე-16 ადგილზეა.

6 სექტემბერს მე-9 ტურის პაექრობები გაიმართება. ქალები. ჩინეთი - საფრანგეთი, ინდოეთი - რუსეთი, ყაზახეთი - უზბეკეთი, აშშ - უკრაინა, ბულგარეთი - პოლონეთი, ირანი - სომხეთი, საქართველო - აზერბაიჯანი, ისრაელი - სერბეთი, უნგრეთი - სლოვენია, ვიეტნამი - გერმანია, ესპანეთი - ლიტვა. ვაჟები. აშშ - რუსეთი, ფილიპინები - ჩინეთი, სომხეთი - გერმანია, პოლონეთი - აზერბაიჯანი, უკრაინა - საფრანგეთი, ჰოლანდია - ისრაელი, სერბეთი - არგენტინა, უნგრეთი - იტალია, საქართველო - ინდოეთი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა