12-19 სექტემბერს შავი ზღვის ქვეყნების მოჭადრაკეთა ფინალური ტურნირი გაიმართება
ბულგარულ ბურგასში ამ ქვეყნის რეგიონული განვითარების მინისტრის - ლილიანა პავლოვას პატრონაჟით 12-19 სექტემბერს შავი ზღვის ქვეყნების მოჭადრაკეთა ფინალური ტურნირი გაიმართება.

საასპარეზოდ მიწვეულნი არიან ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2734), ალექსანდრ არეშჩენკო (უკრაინა, 2702), ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი, 2700), ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2689), ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (რუმინეთი, 2648) და სუათ ატალიკი (თურქეთი, 2603). შეჯიბრება, რომლის საპრიზო ფონდია 10 000 ევრო, ორ წრედ გაიმართება.

გამარჯვებული 2750 ევროთი დაჯილდოვდება. მომდევნო 4 ადგილებზე გასულნი კი, შესაბამისად, 2500, 2000, 1500 და 1250 ევროს დაიმსახურებენ.

კვარცხლბეკს ვერ შესწვდნენ

სტამბულში გუშინ დამთავრდა 16-წლამდელთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 40 გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო - მეათე ტურში ჩეხეთის გუნდს 2,5:1,5 აჯობა: პატრიკ მელზერი - ირაკლი ბერაძე 0:1, იან მიკესი - გიორგი სიბაშვილი 0:1, იაკობ ზოტკოვსკი - ნიკოლოზ ქუმსიაშვილი 0,5:0,5, იაკობ ჰამანი - ნინო ხომერიკი 1:0. არადა, 1,5 ქულა არ გვეყო მესამე ადგილზე გასასვლელად - ინდოელებმა გაგვისწრეს.

ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: პოლონეთი - ირანი 1,5:2,5, რუსეთი - სომხეთი 3,5:0,5 ავსტრალია (ა) - ინდოეთი 1,5:2,5, აზერბაიჯანი - ლიტვა 2,5:1,5, ყაზახეთი - სერბეთი 2,5:1,5, სლოვაკეთი - საბერძნეთი - 0:4, პერუ - თურქეთი (წითელი) 3:1.

10 ტურის შემდეგ 40 შესაძლებლიდან 29 ქულით ჩემპიონობა რუსებმა (იური ელისეევი, მაქსიმ ჩიგაევი, ვლადისლავ არტემიევი, დარსენ სანჟაევი, მაქსიმ ვავულინი) მოიპოვეს. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ირანელები, რომლებსაც ვერცხლის მედლები ერგოთ, 25,5 ქულით მესამე ადგილზე ინდოელები გავიდნენ.

24-24 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტის გათვალისწინებით მეოთხე-მეექვსე ადგილები, შესაბამისად, საქართველოს (ირაკლი ბერაძე, გიორგი სიბაშვილი, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი, ნინო ხომერიკი, ანა შამათავა), აზერბაიჯანისა და საბერძნეთის გუნდებმა გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა