საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრების საყურადღებოდ ინფორმაცია გამოქვეყნდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრების საყურადღებოდ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო გულშემატკივრებო!

მოგეხსენებათ, 7 და 11 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უსაფრთხოების სამსახური თავს ვალდებულად თვლის, შეგახსენოთ სტადიონზე ქცევის წესები და უსაფრთხოების ის ზომები, რაც თამაშების დღეებში იქნება მიღებული.

7 და 11 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" სტადიონის ყველა შესასვლელი კარი გაიღება მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე.

მოგმართავთ თხოვნით, სტადიონზე მიბრძანდეთ მაქსიმალურად ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ რიგები შესასვლელებში და სხვა გაუგებრობები.

ასევე გთხოვთ, იმოძრაოთ და გადანაწილდეთ ბილეთზე მითითებული ადგილებისა და ტრიბუნების მიმართულებით.

მაგალითად: დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონე გულშემატკივრებმა იმოძრაოთ ყიფიანის ქუჩიდან; აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონეებმა კი - წერეთლის გამზირიდან.

გაცნობებთ, რომ სტადიონის შესასვლელებში დაცვის სამსახური აწარმოებს დათვალიერებას.

წესისამებრ, იმოქმედებს კანონით დადგენილი აკრძალვები: სტადიონის ტერიტორიაზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ ლაზერების შეტანა.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა "ლაზერებს". სტადიონზე მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერები და ლაზერის გამოყენების შემთხვევაში, გულშემატკივარს მყისვე დაატოვებინებენ სტადიონის ტერიტორიას.

რასაკვირველია, იკრძალება დაცულ ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში - სტადიონზე) არასანქცირებული შეღწევაც (მაგალითად, ღობეზე გადაძრომა).

სფფ და უსაფრთხოების სამსახური გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ სტადიონზე ქცევის დადგენილ წესებს, რათა 7 და 11 სექტემბრის მატჩებმა ჩაიაროს მშვიდად, ზედმეტი გართულებების გარეშე".

gff.ge

დარია
გთხოვთ, დააზუსტოთ, კანონით გათვალისწინებული რა სახის სანქციებია დაწესებული დამრღვევი გულშემატკივრის ან თვით ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. გამიგონია, რომ ბოთლის გადაგდებაც კი გუნდის დაჯარიმებას იწვევს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა