საქართველოს ჩემპიონმა ფუტსალში უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" 12-საათიანი მგზავრობის შემდეგ სლოვენიაში 3 სექტემბერს ჩავიდა და საფრანგეთის ჩემპიონ "სპორტინგთან" პირველი მატჩისთვის მზადება განრიგის შესაბამისად გააგრძელა.

ფრანგებს კი სლოვენიაში ჩასვლამდე პრობლემები შეექმნათ. "ლუფტჰანზაში" გაფიცვა იყო და სათამაშოდ დროულად რომ გამოცხადებულიყვნენ, ბილეთების გადაცვლა მოუხდათ.

შეხვედრა საქართველოს ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთებზე სამჯერ შეეძლო კარის აღება ბრუნო მელოს, აუგუსტოს, ბეტინიოს, რომარიოს, მაგრამ "სპორტინგის" მეკარე არუნმა პარიზელები რამდენჯერმე გადაარჩინა.

თქვენ წარმოიდგინეთ, "იბერიას" მეკარე სელიოს დარტყმის მოგერიებაც კი მოუხდა.

სამწუხაროდ, ამდენი არარეალიზებული მომენტის შემდეგ ლოგიკური რამ მოხდა და ჩვენი ჩემპიონი დაისაჯა: რომარიომ წესი დაარღვია, პარიზელთა ლეგიონერმა ბეტინიომ კი პენალტით ანგარიში გახსნა - 0:1.

თუმცა აუგუსტომ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, მალე კი ქართველები დააწინაურა - 2:1.

მეორე ტაიმში უკვე "ჩვენმა" ბეტინიომ გამოიჩინა თავი და "იბერიას" უპირატესობა სოლიდური გახდა - 3:1.

თუმცა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი 15 წუთი დაძაბულად წარიმართა. 33-ე წუთზე "სპორტინგის" მოთამაშემ დინის პინეირომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 3:2.

პარიზელებმა ბოლო წუთებზე მთელი ძალებით შეუტიეს. "იბერია" რამდენჯერმე გადაარჩინა მეკარე სელიომ, მაგრამ საბოლოდ ჩვენმა ჩემპიონმა უპირატესობა შეინარჩუნა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

6 სექტემბერს "იბერია" "ატინა 90"-ს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებს.

ფუტსალი. უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

05.09. 2012. სლოვენია. ლიტია. "სპორტნა დვორნა".

იბერია სტარი-სპორტინგი (პარიზი) 3:2

გოლები: 0:1 ბეტინიო (11 პ), 1:1 აუგუსტო (16), 2:1 აუგუსტო (18), 3:1 ბეტინიო (25), 3:2 პინეირო (34).

"იბერია": სელიო, რომარიო, აუგუსტო, რონინიო, ბრუნო მელო - აკოპოვი (მ), ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ლუსიო, ბეტინიო.

"სპორტინგი": არუნი, ბარბოზა, გომესი, პინეირო, ბეტინიო - ვალენტე (მეკარე), ნეუკერმანსი, ამარალი, საკრისტანი, შოლე, მენდეს პერეირა, დასა.

არბიტრები: ო. ჩერნი (ჩეხეთი), ს. ტომიჩი (ხორვატია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა