"ლოკომოტივის" პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ფეხბურთში ფულს იმიტომ ხარჯავენ, რომ გული შესტკივათ
უკვე ორი ტურია, რაც საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა განახლდა. თბილისის "ლოკომოტივი" ამ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია, რადგან ძირითად ბირთვს ის ფეხბურთელები წარმოადგენენ, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ ითამაშეს.

რამდენიმე წლის წინ "ლოკომოტივი" ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იყო ეროვნულ ჩემპიონატში. მაშინ ამ გუნდში სახელიანი ფეხბურთელები თამაშობდნენ: რატი ალექსიძე, ვიტალი დარასელია, ლევან ცქიტიშვილი...

ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ "ლოკომოტივმა" მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელება ვეღარ გააგრძელა, გუნდის შემადგენლობა ლამის მთლიანად შეიცვალა და პირველ ლიგაში ჩაქვეითდა.

"ლოკომოტივმა" ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. 5 სექტემბერს საგურამოში, პირველი ლიგის მეორე ტურში, წყალტუბოს "სამგურალი" ისტუმრა. დაძაბული შეხვედრა 2:2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი "ლოკომოტივის" პრეზიდენტს ლექსო თოფურიას ვესაუბრეთ.

- თქვენი კლუბის სტრატეგია შეიცვალა და როგორ ფიქრობთ, ამით საქმე უკეთესობისკენ წავა?

- ყველაფერ ცუდს აქვს რაღაც დადებითი. "ლოკომოტივი" ახლა შანსს აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

ჩვენს გუნდში მეტწილად 1995 წელს დაბადებულები თამაშობენ და თანდათან ისეთ გუნდად ყალიბდებიან, პირველ ლიგაში ასაკოვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეებთან თანაბრად რომ შეუძლიათ თამაში.

- "ლოკომოტივს" საკუთარი საფეხბურთო სკოლა აქვს. ორიოდე სიტყვით გვითხარით, როგორ არის საქმე აწყობილი ამ მხრივ?

- ჩვენს სკოლას ხუთი ასაკობრივი გუნდი ჰყავს. მოზარდები ავტობუსით დაგვყავს დიღმის მასივიდან საგურამოში.

რა თქმა უნდა, ეს მაინც უძნელებს გადაადგილებას ბავშვებსა და მშობლებს. ამიტომ ვცდილობთ, რომ საგურამოდან და მისი შემოგარენიდანაც ავიყვანოთ ბავშვები ჩვენს სკოლაში, თუნდაც მცხეთიდან და ახალსოფლიდან - სელექცია ამ მიმართულებითაც უნდა ვაწარმოოთ.

- ზოგს მიაჩნია, რომ "ლოკომოტივი" ახალგაზრდა ფეხბურთელებს უცხოურ კლუბებში გასაშვებად ამზადებს და არ აინტერესებს მათი გასხვისება წამყვან ქართულ გუნდებში - მართლა ასეთი გეზი გაქვთ არჩეული?

- ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს - პირველ ლიგაში სერიოზული გუნდის შექმნა. რა თქმა უნდა, ძნელია, რომ ამ გუნდით უცბად იბრძოლო უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, მაგრამ ამ კონტინგენტის "ლოკომოტივში" და ნაკრებში ერთად თამაშით ის ძალა იქმნება, რომელსაც პერსპექტივა გაუჩნდება.

ეს ფეხბურთელები ჯერ არ არიან მზად უმაღლესი ლიგის მოწინავე გუნდებში ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად, თორემ შემოთავაზებები იყო. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

არ არის ისე, თითქოს წინააღმდეგი ვიყოთ ამ ბიჭების საქართველოში დარჩენისა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არის ინტერესი უცხოეთიდან - ჭანტურია და ჯიქია "ფრაიბურგში" იყვნენ გასინჯვაზე, ჭანტურია ლონდონის "არსენალშიც" იყო.

- როცა "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, იყო მცდელობა, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კომერციალიზაცია რეალურად დაწყებულიყო. მედიაკომპანია "კოლხიდას" პროექტიც გვახსოვს. თითქოს ყველაფერი კარგად დაიქოქა, მაგრამ საბოლოოდ პროექტი წარმატებული არ აღმოჩნდა. რა იყო ამის მიზეზი?

- ამის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებობს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთი დღეს საქართველოში ბიზნესი არ არის და არც მაშინ იყო, როცა მედიაკომპანია "კოლხიდას" პროექტი დავიწყეთ.

ვფიქრობ, 5-10 წელი მაინც დასჭირდება იმას, რომ ფეხბურთი საქართველოში მარკეტინგულად განვითარდეს და გაჩნდეს ის შემოსავლები, რაც არის ძირითადი ფინანსური წყარო ევროპული ფეხბურთისთვის.

ფეხბურთში ფულს ჩვენთან იმიტომ ხარჯავენ, რომ ფეხბურთზე გული შესტკივათ. ამიტომაც "კოლხიდას" პროექტი ნაადრევი გამოდგა. ამას დაერთო მსოფლიო ფინანსური კრიზისი.

სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ "კოლხიდამ" კიდევ ერთი წელი გააგრძელა ფუნქციონირება.

ხელი შეგვიშალა იმანაც, რომ მაშინ უფრო ბევრს საუბრობდნენ საეჭვო თამაშებზე და გულშემატკივრების მხრიდანაც უნდობლობა იყო ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მიმართ. ახლა ამ მხრივ ვითარება კარდინალურად შეიცვალა...

სად არის ბიზნესი? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ფრაიბურგი" ქართველ ფეხბურთელებს ისევ იწვევს

გელა სანაია: ამ ბიჭებით უმაღლესში დავბრუნდებით

თბილისის "ლოკომოტივი" - ბარსელონადან საგურამომდე

messi
როსტიაშვილი დაიმატეთ, მაგარი ბიჭია და თან გაგრადან მიდის მგონი. 95-იანია.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო