რედ
ბაჩანა არაბულმა ქართველ გულშემატკივრებს თავი 2010 წლის შემოდგომაზე, თბილისში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევ ეტაპზე დაამახსოვრა. შესანიშნავი მონაცემების მქონე თავდამსხმელი, რომლის მიმართ დაინტერესებას "მანჩესტერ სიტიც" კი იჩენდა, დღეს ალბათ, რომელიმე ძლიერი უცხოური კლუბის წევრი იქნებოდა, რომ არა მძიმე ტრავმა, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე, ელიტრაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ეს უსიამოვნო ამბავი ვარჯიშისას, ყოვლად უხიფათო სიტუაციაში მოხდა.

ექიმები თავიდან იმედოვნებდნენ, რომ მუხლის ჯვარედინი მყესები არ იყო გაწყვეტილი, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. ბაჩანას ოპერაცია დასჭირდა, რომელიც გერმანიაში, შტუტგარტის კლინიკაში ჩაუტარდა.

მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და ვარჯიში არცთუ დიდი ხნის წინ განაახლა, მოედანს კი ახლახანს, საქართველოსა და სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგურ მატჩებში დაუბრუნდა. ის შეხვედრები ჩვენმა გუნდმა 1:0 და 4:0 მოიგო.

"საბედნიეროდ, უკვე სრულად გამოვჯანმრთელდი, მაგრამ რადგან გუნდთან ერთად შეკრება არ გამივლია, ფიზიკურად სათანადოდ არ ვარ მომზადებული. სათამაშო პრაქტიკა და ინტენსიური ვარჯიში მჭირდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება", - გვითხრა არაბულმა.

არაბულის სატრანსფერო უფლებები კვლავ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ეკუთვნის და სავარაუდოდ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე იქვე დარჩება. შემდეგ კი კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელების დიდი სურვილი აქვს. კონკრეტულ შეთავაზებებზე საუბარი ჯერ ადრეა. შესაძლოა, 2013 წლიდან არაბულმა კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს და არც ის არის გამორიცხული, რომ ქართული პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ვიხილოთ. ბაჩანა მოხარულია, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საერთოდ აღარ აწუხებს და წონასაც კარგად აკონტროლებს.

19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებულია და იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას: "ნაკრების მწვრთნელების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ოფიციალურ მატჩებს სულ სხვა მოთხოვნები აქვს და საქართველოს ნაკრებში დასამკვიდრებლად დიდი შრომა დამჭირდება. თამაშს მოწყურებული ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა".

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს ხორვატიაში ჩაატარებს და მასპინძელთა გარდა, ჯგუფში მისი მეტოქეები აზერბაიჯანი და ისლანდია იქნებიან. ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.

ლევან ჯანეზაშვილი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა