ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ მალტასთან მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მზადების პირველ დღეს ერთი ვარჯიში ჩაატარა...

ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ მალტასთან მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მზადების პირველ დღეს ერთი ვარჯიში ჩაატარა. თუმცა ვარჯიშამდე, ნაშუადღევს გაირკვა, რომ ეროვნულს კიდევ ერთი ფეხბურთელი, "მიუნხენ 1860"-ის მცველი მათე ღვინიანიძე გამოაკლდა.

"სამწუხაროდ ნაკრებში თამაშს ვერ შევძლებ, რადგან მუცლის ძარღვი მაქვს გაგლეჯილი. გამოძახებული ვარ და ეროვნული გუნდის შეკრებაზე მაინც ჩამოვედი. ნაკრების ექიმ დიმიტრი ზაალიშვილს უკვე ვაჩვენე დაზიანება. გამსინჯა და დარწმუნდა, რომ თამაშს ვერ შევძლებ. ძალიან გული დამწყდა. იმედი მაქვს, ნაკრები ორივე თამაშს მოიგებს", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა ღვინიანიძემ.

მეტი სიცხადისთვის კომენტარის დიმიტრი ზაალიშვილსაც ვთხოვეთ: " მათეს ნეკნთან მუცლის ირიბი კუნთის მიმაგრება აქვს გაგლეჯილი. სხვათა შორის, საკმაოდ ძლიერი ტრავმაა და მწვავე ტკივილიც ახასიათებს. როგორც მათემ მითხრა, ადრე ნაწილობრივი დაზიანება ჰქონდა, ახლა ეს კუნთი მთლიანად გაგლეჯილია. ტრავმა ორი დღის წინ მიიღო და მას სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება. ღვინიანიძის ტრავმის შესახებ ნაკრების მთავარ მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქმის კურსში ჩავაყენე".

...ქეცბაიამ კი ღვინიანიძე შეკრებიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მცველ ლევან კაკუბავას უხმრო. ასე რომ ნაკრებში, კვლავაც 23 ფეხბურთელია. შემადგენლობა, რომელიც არაერთხელ შეიცვალა, ამჟამად ასე გამოიყურება:

რევიშვილი, ლორია, რ. კვასხვაძე, კალაძე, ხიზანიშვილი, ასათიანი, სალუქვაძე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, კვირკველია, კაკუბავა, კობიაშვილი, მერებაშვილი, ანანიძე, სირაძე, გოგუა, კოშკაძე, გელაშვილი, დაუშვილი, კვეკვესკირი, კლიმიაშვილი, ა. იაშვილი, დვალიშვილი.

საღამოს ქეცბაიამ გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ავარჯიშა. წვრთნამ ერთ საათს გასტანა. ვარჯიშზე ჯერჯერობით 18 ფეხბურთელია. დარჩენილი ხუთეულიდან ნაწილი ნაკრებს წუხელ შეუერთდა, ნაწილიც შეკრებაზე დღეს გამოცხადდება.

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის