ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც იქნა, წვიმამ გადაიღო და ყველა მატჩის დასრულება მოხერხდა

ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც იქნა, წვიმამ გადაიღო და ყველა მატჩის დასრულება მოხერხდა. ქალებს შორის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.

ურთულესი მეოთხედფინალი ჰქონდათ რუს მარია შარაპოვასა და ფრანგ მარიონ ბარტოლის. ეს მატჩი წინა დღეს დაიწყო და წვიმის გამო მაშინ შეწყდა, როცა ბარტოლი პირველ სეტს 4:0-ს იგებდა. ფრანგმა პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3, მაგრამ შემდეგ შარაპოვამ მოიპოვა ინიციატივა და მეორე და მესამე სეტი 6:3, 6:4 მოიგო. თამაში ორი საათი და 33 წუთი გაგრძელდა.

მარიამ ხუთი ბრეიკი გააკეთა, ბარტოლიმ - ოთხი. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩი რუსმა ჩოგბურთელმა მოიგო.

შარაპოვა 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამერიკის ღიას ნახევარფინალში და ამ ეტაპზე ბელორუს ვიქტორია აზარენკას შეხვდება, რომელმაც თავისი მეოთხედფინალის მოგება ერთი დღით ადრე მოასწრო.

ერთ-ერთი მეოთხედფინალი იტალიური დერბი გახლდათ სარა ერანისა და რობერტა ვინჩის შორის. როლან გაროსის ფინალისტი ერანი წელს საუკეთესო სეზონს ატარებს, ვინჩი კი კარიერაში პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. ამიტომაც ფავორიტად ერანი მიიჩნეოდა და მანაც გაამართლა ეს სტატუსი.

ტურნირის მეათე ნომერმა ხუთი ბრეიკი გააკეთა და თავად მხოლოდ ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, რაც ასეთ ანგარიშში გამოიხატა - 6:2, 6:4. ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ერანიმ მეოთხედ დაამარცხა თანამემამულე. სხვათა შორის, სარა და რობერტა გუშინ ქალთა წყვილების ფინალში გავიდნენ.

ქალებს შორის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა სერენა უილიამსი, რომელიც ერთი თავით მაღლა იდგა ანა ივანოვიჩზე. ეს უკანასკნელი 2008 წლის შემდეგ პირველად თამაშობდა დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში, მაგრამ უფრო შორს წასვლის საშუალება მას ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ამერიკელმა არ მისცა.

მასპინძელმა 3:0-ით დაიწყო შეხვედრა და ზედიზედ 23 (!) მოგებული გეიმი დაუგროვდა. მართალია, ანამ ეს სერია შეწყვიტა, მაგრამ სერენამ 12 ეისის წყალობით ძალიან იოლად - 6:1, 6:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში ერანიზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ განვლილ ხუთ შეხვედრაში სერენას ჯამში მხოლოდ 16 გეიმი აქვს წაგებული.

1/4-ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 3)-მარიონ ბარტოლი (საფ, 11) 3:6, 6:3, 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 4)-ანა ივანოვიჩი (სერ, 12) 6:1, 6:3; სარა ერანი (იტა, 10)-რობერტა ვინჩი (იტა, 20) 6:2, 6:4.

1/2-ფინალი

აზარენკა (1)-შარაპოვა (3); ს. უილიამსი (4)-ერანი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის