ამ უქმეებზე მონცაში ფორმულა 1-ის იტალიური ეტაპი გაიმართება

ამ უქმეებზე მონცაში ფორმულა 1-ის იტალიური ეტაპი გაიმართება. საინტერესოა, რომ ბუკმეიკერები მოხიბლულნი დარჩნენ ბელგიაში "მაკლარენის" ახალი უკანა ანტიფრთის ეფექტურობით, მაგრამ მომავალი რბოლის ფავორიტად არა ბელგიის გრანპრის ტრიუმფატორს ჯენსონ ბატონს, არამედ მის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს მიიჩნევენ, რომელიც სპაზე რომენ გროსჟანის გაუფრთხილებელი მანევრის მსხვერპლი გახდა.

თუმცა გროსჟანისგან დაზარალებული ფერნანდო ალონსო "ფერარის" საშინაო ტრასაზე შეეცდება, არ გააწბილოს "სკუდერიას" გულშემატკივრები.

ასევე კარგ ფორმაში იმყოფებიან კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი: ფინელმა ბოლო ხუთი რბოლიდან ოთხჯერ მოახერხა პოდიუმზე ასვლა; გერმანელმა კი დაამტკიცა, რომ მისთვის ლოკალური პრობლემა, მაგალითად, კვალიფიკაციაში მე-11 ადგილზე გასვლა, დიდ წინაღობას არ წარმოადგენს.

იტალიის გრანპრი

ჩატარების ადგილი - მონცა, იტალია

წრის სიგრძე - 5 793 მ

საუკეთესო წრე - 1:21,046 (ბარიკელო, 2004)

საერთო ჩათვლა

1. ალონსო (ფერარი) - 164

2. ფეტელი (რედ ბული) - 140

3. უებერი (რედ ბული) - 132

4. რაიკონენი (ლოტუსი) - 131

5. ჰემილტონი (მაკლარენი) - 117

6. ბატონი (მაკლარენი) - 101

7. როსბერგი (მერსედესი) - 77

8. გროსჟანი (ლოტუსი) - 76

განრიგი

7 სექტემბერი, 12:00 - I პრაქტიკა

7 სექტემბერი, 16:00 - II პრაქტიკა

8 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა

8 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია

9 სექტემბერი, 16:00 – რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა