ესტონეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე წარსდგა
21-წლამდელთა შორის ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო-ესტონეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდების მთავარი მწვრთნელები წარსდგნენ.

ფრანკ ბერნდჰარტი:

"გაწბილებული ვარ, არაერთი კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. არ გაგვიმართლა".

ალექსანდრე ჩივაძე:

"მინდა ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. ბოლო ოთხი მატჩი სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, სამი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ.

ესტონეთს 9 ფეხბურთელი ჰყავდა 1990 წელს დაბადებული, ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა კი 2-3 წლით უმცროსი გახლდათ. ახალგაზრდულ ასაკში ასეთი სხვაობა ბევრს ნიშნავს. ჩვენი ექვსი ფეხბურთელი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია - ასე იყო დღეს.

მომდევნო შესარჩევისთვის ვემზადებით და ვფიქრობ, სწორი გეზი გვაქვს აღებული.

ამ შეხვედრაში ხარვეზები გვქონდა, თუმცა ფეხბურთელებმა ჟინიანად ითამაშეს და მათი მადლობელი ვარ.

თუ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებს აქვს იმის საშუალება, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი შეკრებები და ითამაშოს სხვადასხვა ტურნირში, ახალგაზრდული ნაკრები ამას მოკლებულია, ფაქტობრივად, ორი დღე გვაქვს ხოლმე გუნდის მოსამზადებლად კონკრეტული მატჩისთვის.

კიდევ ბევრი ფეხბურთელის გამოცდას ვაპირებთ. თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე დაშავდა ჯაბა ჯიღაური, ძალამიძე კი უკვე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული".

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესტონეთი 2:1 - ესტონეთი ლაშა პარუნაშვილმა დააჩოქა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა