საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანის გუნდთან დამარცხდა
ნათქვამია, გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო და ჩვენც პირდაპირ ვთქვათ: გუნდი, რომელსაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორობა აქვს გამიზნული, აზერბაიჯანის საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებთან არ უნდა აგებდეს.

ცხადია, ჩვენს მოჭადრაკე ქალებს ვგულისხმობთ. 6 სექტემბერს სტამბულში ისინი სწორედ მეზობლებს ეთამაშებოდნენ.

ქართველთაგან გუნდის ლიდერი ნანა ძაგნიძე ისვენებდა, თუმცა უმისოდაც არ უნდა გაგვჭირვებოდა მოგება, რადგან მესამე-მეოთხე დაფებზე აზერბაიჯანელებს რეიტინგით 2200-იანი საერთაშორისო ოსტატები ჰყავთ.

მაინცდამაინც არც სხვები ბრწყინავენ. ამის მიუხედავად, შუა თამაშისთვის, ფაქტობრივად, ყველა ქართველ დიდოსტატს (მათ შორის სამი მამაკაცებშია საერთაშორისო ოსტატი) უარესი პოზიცია ჰქონდა.

პირველ დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა (2509) თეთრი ფიგურებით ზეინაბ მამედიაროვასთან (2258) წააგო.

მომდევნო სამ დაფაზე კი ლელა ჯავახიშვილმა (2458), ნინო ხურციძემ (2444) და ნინო ბაციაშვილმა (2432) ენდშპილისთვის შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება და, შესაბამისად, გულნარ მამადოვას (2324), ნარგიზ უმუდოვას (2208) და ხაიალა ისკანდაროვას (2205) დაუზავდნენ.

საბოლოოდ ჩვენმა ქალთა გუნდმა 1,5:2,5-ით დათმო შეხვედრა. ტურნირზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ წაგების შემდეგ დარჩენილ ორ ტურში, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ათეულს მიღმაც აღმოჩნდეს რაოდენ საოცარიც უნდა იყოს; ყაზახეთისა და უზბეკეთის გუნდები კი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

6 სექტემბერს პოზიციები განიმტკიცეს ლიდერებმა - ჩინელებმა და რუსებმა. აზიელებმა ამ შეჯიბრებაზე შესანიშნავად მოთამაშე ფრანგები დაამარცხეს 3:1 (ჰოუ იფანი - ელმირა სკრიპჩენკო 1:0, ჰაო სიუ - სოფი მილიე 1:0, ცზიუ ვენძიუნი - ნინო მაისურაძე 0,5:0,5, ჰუან ქიანი - სილვია კოლასი 0,5:0,5).

წინა ოლიმპიადის გამარჯვებულმა რუსებმა ასეთივე ანგარიშით ინდოელებს სძლიეს: ვალენტინა გუნინამ და ალექსანდრა კოსტენიუკმა, შესაბამისად, ეიშა კარავადე და სვამინათან სოუმია დაჯაბნეს, ხოლო დები - ტატიანა და ნადეჟდა კოსინცევები ჰარიკა დრონავალის და ტანია საჩდევს დაუზავდნენ. მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ყაზახეთი - უზბეკეთი 2,5:1,5, აშშ - უკრაინა 1:3, ბულგარეთი - პოლონეთი 1,5:2,5, ირანი - სომხეთი 1:3.

ცხრა ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: ჩინეთი - 16 (27), რუსეთი - 15 (25,5), უკრაინა - 14 (24,5), ყაზახეთი - 14 (25), პოლონეთი - 14 (24,5), სომხეთი - 14 (23,5), საფრანგეთი (25), ისრაელი (25), აზერბაიჯანი (23), ესპანეთი (23), უზბეკეთი (22), ინდოეთი (22), გერმანია (23,5) - 13-13 ქულა. საქართველოს 11 (23,5) ქულით 24-ე (!) ადგილი უკავია.

6 სექტემბერს საქართველოს ვაჟთა ნაკრები ახლოს იყო გამარჯვებასთან. პირველ-მეორე დაფებზე მიხეილ მჭედლიშვილმა და მერაბ გაგუნაშვილმა ქულები გაიყვეს კრიშნან საშიკირანთან და პენტალა ჰარიკრიშნასთან, ლევან ფანცულაიამ შავი ფიგურებით ნარაინან გოპალს აჯობა.

მატჩის ბედი თორნიკე სანიკიძისა და აბჯით გუფთას პაექრობას უნდა გადაეწყვიტა. 84-ე სვლისთვის თეთრებს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ სანიკიძემ ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 105-ე სვლაზე დანებდა მეტოქეს. საბოლოოდ ფრე - 2:2.

ოლიმპიადის რეიტინგფავორიტმა რუსეთის ნაკრებმა ტურნირზე პირველი მარცხი იწვნია - 1,5:2,5 წააგო ამერიკელებთან: ჰიკარუ ნაკამურა (2778) - ვლადიმირ კრამნიკი (2797) 1:0, გატა კამსკი (2746) - ალექსანდრ გრიშჩუკი (2763) 1:0, ალექსანდრ ონიშჩუკი (2666) - სერგეი კარიაკინი (2785) 0,5:0,5, რეი რობსონი (2598) - დმიტრი იაკოვენკო (2722) 0:1. ჩინელებმა ფილიპინელებს აჯობეს 3,5:0,5 (უესლი სოუ - ჰაო ვანი 0,5:0,5, ოლივერ ბარბოსა - დინ ლირენი 0:1, ეუგენიო ტორე - ბუ სიანჭი 0:1, მარკ პარაგუა - ლი ჩაო 0:1). სომხეთი - გერმანია 2,5:1,5, პოლონეთი - აზერბაიჯანი 2:2, უკრაინა - საფრანგეთი 3:1, ჰოლანდია - ისრაელი 3:1, სერბეთი - არგენტინა 1,5:2,5, უნგრეთი - იტალია 3:1.

ცხრა ტურის შემდეგ ერთბაშად 4 გუნდს აღმოაჩნდა 15-15 ქულა - ჩინეთს (26), რუსეთს (23), აშშ-ს (26) და სომხეთს (23,5). პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: უკრაინა - 14 (24), ჰოლანდია - 14 (25), არგენტინა - 14 (22,5), ჩეხეთი - 13 (24), აზერბაიჯანი - 13 (25), უნგრეთი - 13 (22,5). კიდევ 6 გუნდს აქვს 13-13 ქულა. საქართველოს 12 ქულით (23,5) მეთვრამეტე ადგილი უკავია.

7 სექტემბერს მე-10 ტურში ითამაშებენ: ქალები. ჩინეთი - ყაზახეთი, სომხეთი - რუსეთი, უკრაინა - პოლონეთი, აზერბაიჯანი - საფრანგეთი, ინდოეთი - ისრაელი, გერმანია - ესპანეთი, უზბეკეთი - იტალია, მოლდოვა - აშშ, პერუ - სლოვენია, უნგრეთი - ბულგარეთი, რუმინეთი - ჰოლანდია, ირანი - ავსტრია, საქართველო - ვიეტნამი. ვაჟები. ჩინეთი - აშშ, არგენტინა - რუსეთი, ჰოლანდია - სომხეთი, აზერბაიჯანი - უკრაინა, ჩეხეთი - პოლონეთი, დანია - უნგრეთი, ბელორუსი - გერმანია, ფილიპინები - ვიეტნამი, ინდოეთი - კუბა, ისრაელი - საქართველო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის