მსოფლიო ჭადრაკის მატიანეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გვერდი გადაიფურცლა. უკან დარჩა მღელვარე დღეები _ ჩრდილოეთ რუსეთის პატარა ქალაქ ხანტი-მანსიისკში 39-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა...

მსოფლიო ჭადრაკის მატიანეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გვერდი გადაიფურცლა. უკან დარჩა მღელვარე დღეები _ ჩრდილოეთ რუსეთის პატარა ქალაქ ხანტი-მანსიისკში 39-ე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 81-ე კონგრესი დამთავრდა. ეს ასპარეზობა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში მსოფლიო რეიტინგით 20 საუკეთესო დიდოსტატიდან 19-მა მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონმა ინდოელმა ვიშვანათან ანანდმა უგანა ოლიმპიადას (საგულისხმოა, რომ ქალებში რეიტინგით მე-2 დიდოსტატს ინდოელ ჰამფი კონერუსაც არ უასპარეზია საკუთარი ქვეყნის სპორტული ღირსების დასაცავად), რომელშიც 145 ქვეყნის 264 გუნდი იბრძოდა მედლებისთვის.

ხანტი-მანსიისკში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებმა. ერთმანეთს კირსან ილუმჟინოვი და მე-12 მსოფლიოს ჩემპიონი ანატოლი კარპოვი დაუპირისპირდნენ. ერთგვარი შეხლა-შემოხლის შემდეგ ყველაფერი ინდური ფილმივით დამთავრდა _ მოქიშპეები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ილუმჟინოვი ზედიზედ მეოთხე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, კარპოვს კი საჭადრაკო ფედერაციის მუდმივი ელჩის სტატუსი მიანიჭეს და ფიდეს წარმომადგენელი იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, იუნესკოსა და იუნისეფში. მე-12 ჩემპიონმა უარი თქვა ილუმჟინოვის მიერ შეთავაზებულ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტობაზე. ეს ადგილი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებელ ილია ლევიტოვს ერგო. მასთან ერთად მსგავსი თანამდებობა დაიკავეს ჩინეთის ჭადრაკის ფედერაციის თავკაცმა ჩუ ბომ, ლიბიის წარმომადგენელმა ნიზარ ალ-ჰაჯიმ, ინდოეთის ჭადრაკის ფედერაციის მდივანმა სუნდარმა და ირანელმა მოჰამად ჯაფარ კამბუზიამ (როგორც ვხედავთ, ილუმჟინოვმა საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიური მხარდაჭერისთვის აფრიკა-აზიის წინაშე ერთგვარი ხარკი გაიღო). კარპოვის ორმა მომხრემაც გაინაღდა ფიდეში ადგილი: ინდოელი რავი აბიენკარი მარკეტინგის სფეროში იქნება კონსულტანტი, ხოლო გერმანიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი რობერტ ფონ ვაიცზეკერი ფიდეს აღმასკომის მრჩევლად დაინიშნა.

ხანტი-მანსიისკში 39-ე ოლიმპიადის საზეიმო დახურვისას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის დროშა სტამბოლის გუბერნატორის მოადგილემ ჩაიბარა (საგულისხმოა, რომ 12 წლის წინათ სტამბოლი უკვე მასპინძლობდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას). 2012 წელს მე-20 ოლიმპიადა სწორედ ამ თურქულ ქალაქში გაიმართება. ფიდეს 81-ე კონგრესის გენერალურ ასამბლეაზე 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელიც აირჩიეს. ორ კონკურენტს შორის (ბულგარული ალბენა და ნორვეგიული ტრომსიო) დელეგატებმა მხარი ნორვეგიულ საკურორტო ქალაქს დაუჭირეს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა