ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე 6 სექტემბერს ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის მეორე წრის შეხვედრები გაიმართა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე 6 სექტემბერს ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) მეორე წრის შეხვედრები გაიმართა.

ყველასთვის მოულოდნელად ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ სეტში დამარცხდა (6:7, 2:6) ავსტრიელ პეტერ გოლდშტეინერთან, რომელმაც შეჯიბრების სტარტზე მიხეილ ხმიადაშვილს აჯობა - 6:4, 7:6.

მძიმე ბრძოლა გადაიტანა ალექსანდრე მეტრეველმა. ჩვენებურს მეტოქეობას უწევდა ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი). მეტრეველმა პირველი სეტი 7:6 (3) მოიგო. მეორეშიც დრამატული პაექრობის შემდეგ აჯობა ბალტიისპირელს - 7:5.

მეოთხედფინალში მეტრეველი მე-4 ნომრად განთესილ ლორენ რეკოუდერს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ სამსეტიან ბრძოლაში რუსი ალექსანდრ ჟურბინი დაამარცხა - 6:7 (3), 6:1, 6:3.

მეორე წრის დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: პიოტრ კადომსკი (პოლონეთი) - ილია შატსკი (რუსეთი) 6:4, 6:3, იან ბლეჩა (ჩეხეთი) - იარასლავ შილა (ბელორუსი) 7:6 (9), 5:7 7:5, მატეო მარაი (იტალია, 3) - პატრიკ იანიკი (პოლონეთი) 6:0, 6:0, არკადიუშ კოსილა (პოლონეთი) - სტანისლა ვოვკი (რუსეთი) 6:3, 6:4, ტონი ანდროიჩი (ხორვატია, 2) - ოლექსეი აროვინი (უკრაინა) 6:1, 6:2.

7 სექტემბერს მეოთხედფინალში ითამაშებენ: გოლდშტეინერი - გადომსკი, რეკოუდერი - მეტრეველი, ბლეჩა - მარაი, კოსილა - ანდროიჩი.

წყვილები: იარასლაუ შილა, ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა) - მიხეილ ხმიადაშვილი, შოთა მეფარიძე (საქართველო) 6:3, 6:2, მატეო მარაი, ლორენცო პაპასიდერო (იტალია) - ნოდარ ითონიშვილი, დავით კვერნაძე (საქართველო) 5:7, 6:3, 10:2, ანდრეუშ კოსილა, მიკოლაი შმირგალა (პოლონეთი) - გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი რევაზიშვილი (საქართველო) 5:7, 6:0, 10:3, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე (საქართველო) - იური კრივოვი, ალექსანდრ კუშაკოვი (უკრაინა) 6:2, 7:6 (6), ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი), ილია შატსკი (რუსეთი) - პატრიკ იანიკი, მათეუშ შმიგული (პოლონეთი) 6:2, 3:6, 12:10. პიოტრ გადომსკი, მიკოლაი იედრუჟაკი (პოლონეთი) - იან ბლეჩა (ჩეხეთი), პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა