თბილისური მატჩის წინ ბელორუსებს ბატეს საუკეთესო ბომბარდირის, ვიტალი როდიონოვის ტრავმა ადარდებთ
თბილისში გამომგზავრებამდე ბელორუსული მედია მათი ეროვნული ნაკრების შეკრებას დეტალურად აშუქებდა. გუნდი მინსკის ტბასთან მდებარე ბაზაზე ვარჯიშობდა, 6 სექტემბერს დილით კი ჩარტერული რეისით თბილისში 23 მოთამაშე გამოემგზავრა.

წინა დღეს ბელორუსთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კონდრატიევმა ფეხბურთელები ორჯერ დატვირთა. გუნდში ბატეს შვიდი მოთამაშეა, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და ნაკრებში თამაშობენ და ამის გათვალისწინებით, კონდრატიევისეული მომზადება ცოტა უცნაური ჩანს.

მანამდე ხომ ამბობდა, ფეხბურთელებს არ გამოვფიტავ და ორჯერადი ვარჯიში მხოლოდ ერთხელ გვექნებაო.

თუმცა ეს მათი პრობლემაა, რომელსაც კიდევ რამდენიმე დაემატა: ბელორუსებს ბატეს საუკეთესო ბომბარდირის, ვიტალი როდიონოვის ტრავმა ადარდებთ.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა, ფიზიოთერაპევტის დახმარება დასჭირდა და 5 სექტემბერს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, მხოლოდ მოედნის გარშემო ძუნძულებდა. ამის მიუხედავად, თბილისში გუნდს ჩამოჰყვა.

"ბელორუსის ჩემპიონატის ბოლო ტურში კოჭში მტკივნეულად მომარტყეს. ეს კიდევ არაფერი, ჩემპიონთა ლიგაში "ირონი კირიათ შმონასთან" შეხვედრისას ნაოპერაციები მუხლი ამტკივდა.

ტკივილებს ვგრძნობ და სურათი გადამიღეს. თუმცა, იმედია, მოედანს ორიოდე დღეში დავუბრუნდები", - ამბობს როდიონოვი.

ტრავმირებულია ბატეს მეორე თავდამსხმელი დმიტრი მოზოლევსკიც, რომელიც კონდრატიევმა "მინსკის" 26 წლის თავდამსხმელით, ლეონიდ კოველით შეცვალა. ეს უკანასკნელი ადრე ლვოვის "კარპატისა" და რამენსკოეს "სატურნში" თამაშობდა.

ბელორუსული "პრესბოლის" ცნობით, კოველი შეკრებაზე ხშირად გახდა ენამოსწრებული კონდრატიევის ხუმრობის ობიექტი, რადგან ვარჯიშებით ისე ერთობოდა, მწვრთნელის მითითება არ ესმოდა.

შეკრებაზე ყველა დროულად გამოცხადდა, სამარის "კრილია სოვეტოვის" თავდამსხმელ სერგეი კორნილენკოს გარდა, რომელიც მოსკოვის აეროპორტში შეყოვნდა. თუმცა, კორნილენკო გუნდს უკვე შეუერთდა და 6 სექტემბერს ივარჯიშა კიდეც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი კონდრატიევი: მხოლოდ დაცვაში დგომით ვერაფერს მივაღწევთ

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა