მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანურ გაზეთ AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "სიკვდილის ჯგუფზე" ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ ერთი განსაკუთრებით საინტერესო ქვეჯგუფი შექმნა:

მადრიდის "რეალის", "მანჩესტერ სიტის", დორტმუნდის "ბორუსიას" და ამსტერდამის "აიაქსის" სახით ჯგუფში ერთად ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონები მოხვდნენ.

შესაბამისად, ოთხივეს აქვს მერვედფინალში გასვლის ამბიცია, თუმცა ფავორიტი, გასაგები მიზეზების გამო, მაინც "რეალია".

მადრიდელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ესპანურ გაზეთ AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "სიკვდილის ჯგუფზე" ისაუბრა და თქვა, რომ სამივე მეტოქეს პატივს სცემს, განსაკუთრებით კი გერმანიის ჩემპიონი ესიმპათიურება.

"რეალი" ფავორიტია და "სამეფო გუნდისთვის" სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას ექსპერტები ინგლისის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მოურინიო ასე არ ფიქრობს და "დორტმუნდსაც" საშიშ კონკურენტად მიიჩნევს.

"არ დაგავიწყდეთ, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც ნამდვილად არ არის ადვილი იმ კომპანიაში, სადაც მიუნხენის "ბაიერნი" თამაშობს, - აცხადებს მოურინიო ხსენებულ ინტერვიუში და დასძენს, - იურგენ კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია და ძალიან კარგად ორგანიზებული, შეთამაშებული და უაღრესად მონდომებული გუნდი ჰყავს.

"ბორუსიას" რეალური შეფასებისთვის შარშანდელი ჩემპიონთა ლიგა არ გამოდგება. მაშინ დორტმუნდელები ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, გამოცდილება მიიღეს.

თუ ამას "დორტმუნდის" ბრწყინვალე სტადიონს და საოცარ ფანებსაც დავუმატებთ და გავითვალისწინებთ, რომ კლოპის ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოლებენ, მივხვდებით, რომ "რეალის" მთავარი კონკურენტი ამ ჯგუფში "სიტისთან" ერთად სწორედ გერმანიის ჩემპიონი იქნება. "ერთ მშვენიერ დღეს" ნებისმიერი გრანდის გამწარება შეუძლია "აიაქსსაც".

ჟოზეც ფიქრობს, რომ "რეალს" სამივე მეტოქესთან ურთულესი მატჩები ელის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები მერვედფინალში გავლენ: "ამ ჯგუფში კინაღამ იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსიც" მოხვდა და ასე რომ მომხდარიყო, მაშინ ნამდვილად ვეღარ ვიქნებოდი დარწმუნებული, თუმცა ფაქტია, რომ არც ამ კომპანიაში გველის იოლი გასეირნებები. შეიხებმა "მანჩესტერ სიტიში" იმდენი ფული ჩადეს, რომ ცხადია, ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდათ."

თუმცა მოურინიო ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ფულით შეუძლებელია. ამ დონის წარმატებისკენ მიდრეკილება კლუბს ისტორიულად უნდა მოსდგამდეს, ასეთები კი "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და ამ სხვა, ამ კალიბრის ევროპული გრანდები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა