საჩოგბურთო ლეგენდების გვერდით მოხვედრაზე პრეტენზიას შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი, გერმანელი მიხაელ შტიხი და ჩეხი ჰელენა სუკოვა აცხადებენ
დასახელდა ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრობის ახალი კანდიდატები.

საჩოგბურთო ლეგენდების გვერდით მოხვედრაზე პრეტენზიას აცხადებენ შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი, გერმანელი მიხაელ შტიხი და ჩეხი ჰელენა სუკოვა.

თავის დროზე, ჰინგისი ქალებს შორის ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი გახდა და საერთო ჯამში, 209 კვირა გაატარა კლასიფიკაციის სათავეში. შვეიცარიელმა მოიგო WTA-ის 4 ტურნირი, მათ შორის სამჯერ ავსტრალიის ღია პირველობა და თითოჯერ - უიმბლდონი და აშშ-ის ღია.

შეგახსანებთ, რომ ჰინგისმა კარიერა 2007 წელს დაასრულა მას შემდეგ, რაც მის ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს. მარტინა უარყოფდა აკრძალული პრეპარატის მიღების ფაქტს, მაგრამ აპელაცია არ შეუტანია.

შტიხის კოლექციაშია ATP-ის 18 ტიტული ერთეულთა თანრიგში და 10 ტიტული - წყვილებში. 1991 წელს, გერმანელმა მოიგო უიმბლდონი, ერთი წლის შემდეგ კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა წყვილთა თანრიგში.

სუკოვა ოთხჯერ იყო ერთეულებში “დიდი სლემის” ტურნირების ფინალისტი და ცხრა გამარჯვებას მიაღწია წყვილთა თანრიგში. თანამემამულე იანა ნოვოტნასთან ერთად, მან ვერცხლის მედლები აიღო 1988 და 1996 წლების ოლიმპიადებზე.

დასახელებული ჩოგბურთელების გარდა, დიდების დარბაზში მოხვედრის ნომინანტები არიან ჩარლი პასარელი, იონ ცირიაკი და ტელმა კოინ ლონგი.

ნომინანტებისთვის ხმის მიცემა რამდენიმე თვე გაგრძელდება. დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია 2013 წლის 13 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა