გუნდებმა მე-7 ტურის მატჩები ითამაშეს და ლიდერიც შეიცვალა
სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. ამჯერად გუნდებმა მე-7 ტურის მატჩები ითამაშეს და ლიდერიც შეიცვალა. ჩილეს ნაკრები ისვენებდა, რითაც კარგად ისარგებლა არგენტინამ. "ალბისელესტემ" სახლში პარაგვაის მოუგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა...

პეკერმანმა ტაბარესი დაჩაგრა

ბარანკილიაში ორი ძალიან კარგი მწვრთნელის - ხოსე ნესტორ პეკერმანის და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის დუელი შედგა, რომელიც არგენტინელის პირწმინდა გამარჯვებით დასრულდა. ურუგვაის ნაკრებს ამ მატჩამდე მარცხი არ ჰქონდა განცდილი და პირველივე წაგება ძალიან მტკივნეული გამოდგა.

მარცხი დიდწილად ტაბარესის არჩეული ტაქტიკის ბრალია. გამოცდილმა სპეციალისტმა 3-4-3 განლაგებით გადაწყვიტა თამაში და დაცვის ცენტრში გოდინი - ლუგანოს დუეტს გვერდით მაურისიო ვიქტორინო ამოუყენა.

სამი ცენტრალური მცველიდან ორს, ლუგანოს და ვიქტორინოს, სათამაშო პრაქტიკა აშკარად აკლიათ. "პარი სენ-ჟერმენის" დამცველს ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო ვიქტორინომ "კრუზეიროს" ღირსება ბოლოს 9 აგვისტოს დაიცვა. ეს ყველაფერი კი ძალიან მალე აისახა ურუგვაის დაცვაზე და რადამელ ფალკაომ უკვე მეორე წუთზე დააწინაურა მასპინძლები.

მთელი პირველი ტაიმი კოლუმბიის უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე გოლის გატანა მასპინძლებმა ვერაფრით შეძლეს.

შესვენებაზე ტაბარესმა მდგომარეობის გამოსწორება სცადა და ვიქტორინოს მაგივრად მინდორზე გასტონ რამირესი შეუშვა, რითაც ტაქტიკა 4-3-3-ზე გადააწყო, მაგრამ ამან სტუმრებს ვერ უშველა. 48-ე და 52-ე წუთებზე ტეოფილო გუტიერესმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში თავი კარლოს სუნიგამაც გამოიჩინა და საბოლოოდ 4:0 გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ ბოლოს კოლუმბიას ურუგვაი 2004 წელს ჰყავდა დამარცხებული, თან მაშინაც გამანადგურებელი ანგარიშით - 5:0. იქიდან მოყოლებული გუნდებს 6 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც ურუგვაის 5 მოეგო (1 ფრე).

პეკერმანის მოსვლის შემდეგ კოლუმბიამ შესაძლო 9 ქულიდან 6 აიღო. "ჩვენ სულ რამოდენიმე თვეა, რაც აქ ვმუშაობთ, მაგრამ ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. გუნდმა დაამტკიცა, რომ ჩვენ ყველას დამარცხება შეგვიძლია. ჩვენს ქომაგებს ეს გამარჯვება სჭირდებოდათ. თუ ასეთ სტილში გავაგრძელებთ თამაშს, ძალიან კარგი შანსი გვექნება, რომ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე" - განუცხადა პრესას არგენტინელმა.

"ახლა მთავარია, ეს თამაში რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ და მომდევნო მეტოქისთვის (ეკვადორი) მოვემზადოთ. კოლუმბიამ შესანიშნავად ითამაშა. მათ ძალიან მოუმატეს და ვფიქრობ, რეალურად იბრძოლებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის" - ეს უკვე შერცხვენილი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის სიტყვებია.

გამარჯვება კლასის ხარჯზე

კორდობაში, მარიო კემპესის სახელობის სტადიონზე, არგენტინამ პარაგვაი მიიღო და სახლში უქულოდ გაუშვა. შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო, უკვე მესამე წუთზე ანხელ დი მარიამ გახსნა ანგარიში.

მართალია, ბურთი, დი მარიას დარტყმის შემდეგ, ესეკილ ლავეცის თავში მოხვდა, მაგრამ რიკოშეტი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ გოლი "რეალის" შემტევს მიუთვალეს.

საპასუხო ბურთი არგენტინამ არაფრისგან გაუშვა - როდრიგო ბრანიამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მატჩის არბიტრმა, ვილსონ ლუის სენემემ პენალტი დანიშნა.

ეპიზოდი მართლაც კურიოზული იყო, რადგან ბრანიას სიახლოვეს არც ერთი პარაგვაელი არ იმყოფებოდა. ვეტერანს ბურთისთვის თავის დარტყმა სურდა და შემთხვევით მას ხელი მოარტყა. რომერომ კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ ნატურალიზებული არგენტინელის, ხონათან ფაბროს დარტყმა იმდენად ზუსტი იყო, რომ "სამპდორიას" მეკარემ საკუთარი გუნდი ვერ გადაარჩინა.

არგენტინას არ მისდიოდა გუნდური თამაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, 31-ე წუთზე "ალბისელესტე" ისევ დაწინაურდა.

გონსალო იგუაინმა მცველების შეცდომით ისარგებლა, შევიდა საჯარიმოში და უზუსტესი დარტყმით შესარჩევ ეტაპზე მეხუთე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით თავი ლეო მესიმაც გამოიჩინა და ზედიზედ მეექვსე სანაკრებო მატჩში გაიტანა (10 გოლი). "პულგას" ეროვნულ გუნდში 29 გოლი აქვს გატანილი და ხუთით ჩამორჩება ყველა დროის ბომბარდირებში მესამეზე მყოფ დიეგო მარადონას.

მიუხედავად მოგებისა, არგენტინაში საბელიას კრიტიკა არ წყდება, რაც, ძირითადად, მწვრთნელის საკადრო პოლიტიკით არის განპირობებული - სპეციალისტი ნაკრებში გამუდმებით იძახებს იმ მოთამაშეებს, ვისთან ერთადაც "ესტუდიანტესში" მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფეხბურთელები არც იმ ასაკში არიან, რომ 2014 წლის მუნდიალზე ითამაშონ და არც იმ კონდიციებში, რომ ნაკრებს რეალურად დაეხმარონ, ისინი მაინც ხვდებიან განაცხადში.

ლეო მესი: "ჩვენ გვსურდა, რომ კორდობელებისთვის გამარჯვება გვეჩუქებინა და ძალიან კარგია, რომ ეს შევძელით. ამ ეტაპზე პირველ ადგილზე ყოფნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაა. აშკარად სწორ გზაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ".

"კარგია, რომ მხოლოდ ბუენოს აირესში არ ვთამაშობთ. დღეს სტადიონი ბოლომდე სავსე იყო და გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე შესანიშნავი გარემო შექმნეს. იმედია, მათ ჩვენი თამაშით სიამოვნება მიიღეს" - განაცხადა ანხელ დი მარიამ.

ამ მოგებით არგენტინამ 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ახლა საბელიას შეგირდებს ლიმაში გასვლითი თამაში ელით. პარაგვაი კი ამ წაგების შემდეგ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ პირველად 1994 წლის შემდეგ, პარაგვაის ნაკრები მუნდიალს მიღმა დარჩეს.

მასპინძლებმა აჯობეს

დანარჩენ ორ მატჩშიც მასპინძლებმა მოიგეს: ეკვადორმა ფელიპე კაისედოს ერთადერთი გოლით, ისიც პენალტიდან, დაამარცხა ბოლივია, ხოლო პერუმ მოუგო ვენესუელას. აღსანიშნავია ის, რომ პერუს ნაკრებში, როგორც იქნა, აღსდგა ჯადოსნური ტრიო: კლაუდიო პისარო - ჯეფერსონ ფარფანი - პაულო გერერო.

ლიმაში სტუმრები დაწინაურდნენ - ხუან არანგომ 43-ე წუთზე გახსნა ანგარიში და პირველი ტაიმიც ასე დამთავრდა. მეორე ნახევარი კი პერუს შეტევებით დაიწყო და 59-ე წუთისთვის უკვე 2:1 იყო მასპინძლების სასარგებლოდ.

ორივე გოლი ფარფანმა ჩაიწერა აქტივში. ამ მოგებით პერუმ ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა და თუ ამ ნაკრებში კიდევ არ მოხდება რაიმე სკანდალი, პერუელებს ნამდვილად შესწევთ იმის უნარი, რომ სერიოზული ბრძოლა გაუმართონ გრანდებს.

მომდევნო ტური 11 სექტემბერს გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ორი მატჩი იწვევს: ჩილე - კოლუმბია და პერუ - არგენტინა.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

არგენტინა

6

4

1

1

14-5

13

2.

ჩილე

6

4

0

2

11-10

12

3.

ეკვადორი

6

4

0

2

7-6

12

4.

ურუგვაი

6

3

2

1

14-10

11

5.

კოლუმბია

6

3

1

2

9-5

10

6.

ვენესუელა

7

2

2

3

5-8

8

7.

პერუ

6

2

0

4

8-12

6

8.

ბოლივია

7

1

1

5

7-12

4

9.

პარაგვაი

6

1

1

4

5-12

4

ბომბარდირები

5 - იგუაინი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 4 - მესი (არგენტინა)

მომდევნო ტური

ჩილე - კოლუმბია, ურუგვაი - ეკვადორი, პარაგვაი - ვენესუელა, პერუ - არგენტინა

ბრაზილია 2014. სამხრეთ ამერიკა. შესარჩევი ეტაპი. VII ტური

კოლუმბია-ურუგვაი 4:0

კოლუმბია (4-3-1-2): ოსპინა - სუნიგა, ლ. პერეა, კ. ვალდესი, არმერო - მ. ტორესი, ა. აგილარი (ა. რამირესი 78), ე. ვალენსია - ჯ. როდრიგესი (კ. სანჩესი 83) - ფალკაო, ტ. გუტიერესი (კინტერო 80)

ურუგვაი (3-4-3): მუსლერა - ლუგანო, გოდინი, ვიქტორინო (ა. გონსალესი 45) - მაქსი პერეირა (გ. რამირესი 60), დ. პერესი, არევალო რიოსი (გარგანო 73), ალვარო პერეირა - კ. როდრიგესი, ფორლანი, კავანი

გოლები: 1:0 ფალკაო (2), 2:0 ტ. გუტიერესი (48), 3:0 ტ. გუტიერესი (52), 4:0 სუნიგა (90)

გაფრთხილება: გარგანო

ეკვადორი-ბოლივია 1:0

ეკვადორი (4-3-3): ა. დომინგესი - ერასო, რეასკო, ხ. კამპოსი, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, ს. კასტილიო, სარიტამა - ჯეფერსონ მონტერო (მ. აროიო 46), ხ. აიოვი (ფ. კაისედო 57), ნ. მინა (დ. კინიონესი 87)

ბოლივია (5-4-1): უ. სუარესი - ლ. მენდესი, ლ. გუტიერესი, რალდესი, კ. ვარგასი, ბარბა - ასოგე, ხ. ჩავესი (ჩუმაკერო 77), საუსედო (ა. პენია 46), მოხიკა (დ. კაბრერა 84) - მ. მორენო

გოლი: 1:0 ფ. კაისედო (74-პენ.)

გაფრთხილება: ფ. კაისედო - რალდესი, ხ. ჩავესი, მოხიკა

არგენტინა-პარაგვაი 3:1

არგენტინა (4-3-3): რომერო - კამპანიარო, გარაი, ფ. ფერნანდესი, როხო - ბრანია (ბილია 87), გაგო, დი მარია (გინიასუ 79) - ლავეცი (პალასიო 65), მესი, იგუაინი

პარაგვაი (4-5-1): ვილიარი - პირისი, ალკარასი, პაულო და სილვა, რ. ორტისი - ვ. აიალა, რივეროსი, ფაბრო (ო. კარდოსო 59), ვ. კასერესი, ესტიგარიბია (ე. ბენიტესი 73), სანტა კრუსი (ნ. ვალდესი 59)

გოლები: 1:0 დი მარია (3), 1:1 ფაბრო (18-პენ), 2:1 იგუაინი (31), 3:1 მესი (64).

გაფრთხილება: პალასიო, ბრანია - რ. ორტისი, პირისი, ვ. კასერესი, ნ. ვალდესი

პერუ-ვენესუელა 2:1

პერუ (4-3-3): რაულ ფერნანდესი - ა. როდრიგესი, სამბრანო, რევორედო (გისასოლა 73), იოტუნი - ხ. ვარგასი, კრუსადო, ლ. რამირესი - ფარფანი (ლობატონი 79), კ. პისარო, პ. გერერო (ა. კარილიო 49)

ვენესუელა (4-5-1): ვეგა - რ. ფელტშერი, ტუნიესი, ვისკარონდო, სიჩერო - ფრანსისკო ფლორესი (ს. გონსალესი 63), ახნელ ფლორესი, სეიხასი (ფ. ფელტშერი 74), რ. როსალესი, არანგო - მიკუ (რონდონი 69)

გოლები: 0:1 არანგო (43), 1:1 ფარფანი (47), 2:1 ფარფანი (59).

გაფრთხილება: კ. პისარო, ფარფანი - რ. ფელტშერი

გაძევება: სიჩერო

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

barcaforever
ბრავო არგენტინას მაგრად თამაშობენ ბოლო თამაშებში რაც მესის და დიმარიას დამსახურებაა ძაან მოუმატეს ორივემ ნაკრებში თამაშს.შეიძლება არ დამეთანხმოდ მაგრამ ჩემი აზრით არგენტინას ყველაზე დიდი შანსი აქ 2014-ის მოგების.
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა