ტაილანდში, ქალაქ პატაიაში, დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა
ტაილანდში, ქალაქ პატაიაში, დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდათა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

პლანეტის ვიცე-ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (55) და კონსტანტინე ხაბალაშვილი (66) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ჯუმბერ ყველაშვილმა (74) და გენო პეტრიაშვილმა (120) მოიპოვეს.

საინტერესოა, რომ ამ კვარტეტიდან, ტალახაძის გარდა, ყველა გორის საჭიდაო სკოლის აღზრდილია და ახალგაზრდულის თავკაცის, ნუგზარ სხირელის პირადი მოსწავლეა; ტალახაძე კი ხაშურელია და მას გია კვინიკაძე ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ამავე ტურნირში ჩვენმა ბერძენ-რომაელებმაც თითქმის ასეთივე შედეგით დაასრულეს გამოსვლა - მათი მონაგარი 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო იყო. იმათგან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები თორნიკე ძამაშვილი (74) და შოთა გოგისვანიძე (120) გახდნენ, იაკობ ქაჯაია (96) კი მესამეზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა