საქართველოს ჩემპიონმა საკვალიფიკაციო ციკლში მესამე შეხვედრა მასპინძელ სლოვენიურ გუნდთან დათმო
"იბერია სტარმა" ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონმა შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაც მოიგო, მესამეში კი მასპინძლებთან დამარცხდა.

მანამდე სერჟიო ბენატის გაწვრთნილებმა საბერძნეთის ჩემპიონი "ათინა 90" 3:1 დაამარცხეს. მართალია, რომარიოს გოლის შემდეგ ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ საქართველის ჩემპიონმა უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

იბერია სტარი-ათინა 90 (საბერძნეთი) 3:1

გოლები: 1:0 რომარიო (5), 1:1 მურდუკატისი (17), 2:1 აუგუსტო (23), 3:1 ლუსიო (28).

"იბერია": სელიო, ბეტინიო, აუგუსტო, რონინიო, ბრუნო მელო - აკოპოვი (მ), ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ლუსიო, რომარიო.

დასკვნით ტურში "იბერია" მასპინძელ "ლიტიას" შეხვდა, რომელმაც მეორე ტურში ფრანგულ "სპორტინგთან" 3:3 ითამაშა და მეორე ადგილზე იმყოფებოდა - პირველ ადგილზე გასულის ვინაობა სწორედ ლიდერთა დაპირისპირებაში გაირკვა.

სლოვენიელები კაპიტანმა იგორ ოსრედკარმა დასაწყისშივე დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მანვე "ლიტიას" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

საქართველოს ჩემპიონმა სხვაობა მხოლოდ 36-ე წუთზე ლუსიოს გოლით შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა.

ბოლო წუთზე არბიტრმა ონდრეი ჩერნიმ რონინიოს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მოედნიდან გააძევა და ყველაფერი ცხადი გახდა. "ლიტია" ელიტრაუნდში გამარჯვებულის სტატუსით გავიდა, "იბერია" კი მეორეადგილოსანია.

იბერია სტარი-ლიტია (სლოვენია) 1:2

გოლები: 0:1 ოსრედკარი (4), 0:2 ოსრედკარი (29), 1:2 ლუსიო (36)

"იბერია": სელიო, ბეტინიო, აუგუსტო, რონინიო, ბრუნო მელო - აკოპოვი (მ), ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ლუსიო, რომარიო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში პარიზის "სპორტინგმა" "ათინა 90"-ს 7:1 მოუგო და ადგილები ასე განაწილდა:

ფუტსალი. უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1.ლიტია 3 2 1 0 12-6 7

2.იბერია 3 2 0 1 7-5 6

3.სპორტინგი 3 1 1 1 12-7 4

4.ათინა-90 3 0 0 3 4-17 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა