სტამბულში დამთავრდა მე-40 მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 127 ქალთა და 157 ვაჟთა ნაკრები მონაწილეობდა
სტამბულში დამთავრდა მე-40 მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 127 ქალთა და 157 ვაჟთა ნაკრები მონაწილეობდა.

9 სექტემბერს ბოლო, მე-11 ტურის პარტიები გაიმართა. საქართველოს მანდილოსანთა ნაკრებმა ესპანელთა გუნდს 2,5:1,5 მოუგო: ანა მათნაძე - ნანა ძაგნიძე 0:1 (მათნაძემ წლის დასაწყისში ფედერაცია შეიცვალა და ოლიმპიადაზე პირინეელთა სპორტულ ღირსებას იცავდა), ბელა ხოტენაშვილი - ოლგა ალექსანდროვა 0:1, საბრინა ვეგა გუტიერესი - ნინო ხურციძე 0,5:0,5, ნინო ბაციაშვილი - იუდანია ჰერნანდესი 1:0.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 22 შესაძლებლიდან 15 ქულასღა მოუყარა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა.

გუნდის წევრთა მონაგარი კი ასეთია: ძაგნიძემ 8 პარტიიდან 6 ქულა მოაგროვა, პირველ დაფაზე ჰოუ იფანის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედალი ერგო, თან რეიტინგი 8 პუნქტით გაიმდიდრა. დანარჩენებმა კი ეს მაჩვენებელი გაიუარესეს: ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა (10-დან), რეიტინგი: - 4,9, ლელა ჯავახიშვილი - 5 (9), - 14,1, ნინო ხურციძე - 5 (9), - 14,1, ნინო ბაციაშვილი - 6 (8), - 3,8.

რაც შეეხებათ ლიდერებს, რუსებმა ყაზახები გაანადგურეს - 4:0, ჩინელებმა კი ბულგარელებს სძლიეს 2,5:1,5. ორივე გუნდს თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდა.

დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა (ტატიანა კოსინცევა, ვალენტინა გუნინა, ნადეჟდა კოსინცევა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ნატალია პოგონინა) ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. ჩინელებს მე-2 ადგილი ერგოთ. 18 ქულით მესამე ადგილზე უკრაინელები გავიდნენ, რომლებმაც ბოლო ტურში გერმანელებს მოუგეს 3,5:0,5.

ოლიმპიადაზე მედლები დაფების მიხედვითაც განაწილდა: I დაფა: 1. ჰოუ იფანი (ჩინეთი), 2. ნანა ძაგნიძე (საქართველო), 3. კატერინა ლაგნო (უკრაინა). II დაფა. 1. ჟაო სიუ (ჩინეთი), 2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა), 3. ბეთულ ილდიზი (თურქეთი)... 5. ბელა ხოტენაშვილი. III დაფა. 1. ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), 2. იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი), 3. ტანია საჩდევი (ინდოეთი)... 12. ლელა ჯავახიშვილი. IV დაფა. 1. ჰუან ქიანი (ჩინეთი), 2. სილვია კოლასი (საფრანგეთი), 3. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)... 13. ნინო ხურციძე. სათადარიგოები. 1. ნატალია პოგონინა (რუსეთი), 2. მელისა გომეს კასტრილონი (კოლუმბია), 3. მადინა დავლეტბაიევა (ყაზახეთი). 4. ნინო ბაციაშვილი.

ვაჟთა ტურნირი 22 შესაძლებლიდან, ასევე, 19-19 ქულით დაასრულეს სომხებმა და რუსებმა. დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე სომხები (ლევონ არონიანი, სერგეი მოვსესიანი, ვლადიმირ აკოფიანი, გაბრიელ სარგისიანი, ტიგრან პეტროსიანი) გავიდნენ, ვერცხლი რუსებს ხვდათ. 18 ქულით მესამე ადგილი აქაც უკრაინელებმა დაიკავეს.

საქართველოს ნაკრები გუშინ დანიელებთან 1:3 დამარცხდა (მიხეილ მჭედლიშვილი - ბერგ ჰანსენი 0,5:0,5, ლარს შანდორფი - მერაბ გაგუნაშვილი 1:0, თორნიკე სანიკიძე - ალან სთიგ რასმუსენი 0:1, ჯეიკობ ვანგ გლადი - კონსტანტინე შანავა 0,5:0,5) და 13 ქულით 36-ე ადგილზე გავიდა. ნაკრების დებიუტანტმა შანავამ, რომელსაც ბაადურ ჯობავას ნაცვლად უხმეს გუნდში, სათადარიგოებს შორის რვა შესაძლებლიდან 6 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

თან საკუთარ რეიტინგს 12,2 პუნტი შესძინა. სხვა ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: მიხეილ მჭედლიშვილი - 5,5 (10), - 0,8, მერაბ გაგუნაშვილი - 6,5 (11), +6,3, თორნიკე სანიკიძე - 4 (7), -5,9, ლევან ფანცულაია - 4,5 (8), +2,6.

მედლები დაფების მიხედვით: I დაფა. 1. ლევონ არონიანი (სომხეთი), 2. რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი), 3. თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი). II დაფა. 1. დავიდ ნავარა (ჩეხეთი), 2. ანტონ ფილიპოვი (უზბეკეთი), 3. გატა კამსკი (აშშ)... 19. მერაბ გაგუნაშვილი (საქართველო). III დაფა. 1. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), 2. ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი), 3. სერგეი კარიაკინი (რუსეთი). თორნიკე სანიკიძე საუკეთესო ოცეულში ვერ მოხვდა. IV დაფა. 1. ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი), 2. აბჯით გუფთა (ინდოეთი), 3. დანიელ ფრიდმანი (გერმანია)... 17. ლევან ფანცულაია (საქართველო). სათადარიგოები. 1. დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), 2. ბართლომეი მაჩეია (პოლონეთი), 3. კონსტანტინე შანავა (საქართველო).

ქალ-ვაჟთა გუნდების საერთო მონაგრით ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის თასი რუსეთის გუნდს (38 ქულა) გადაეცა. 36-36 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე ჩინელები და უკრაინელები გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა