ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

არც ტრეკს სწყალობენ, არც სპორტსმენებს

არც ტრეკს სწყალობენ, არც სპორტსმენებს

ბოლო შეჯიბრება ტრეკზე რბოლაში საქართველოში 2008 წელს ჩატარდა. გულახდილად რომ ვთქვათ, ჩატარდა არაიდეალურ პირობებში და არა იმ დონეზე, რასაც ქართული სპორტის ოსტატებისგან ვიყავით მიჩვეული...

ბოლო შეჯიბრება ტრეკზე რბოლაში საქართველოში 2008 წელს ჩატარდა. გულახდილად რომ ვთქვათ, ჩატარდა არაიდეალურ პირობებში და არა იმ დონეზე, რასაც ქართული სპორტის ოსტატებისგან ვიყავით მიჩვეული. და მაინც, ეს იყო მცირე, მაგრამ, მართლაც ზეიმი ველოსპორტის მოყვარულებისთვის. ოდესღაც თბილისში ორი ტრეკი ფუნქციონირებდა. დღეს ორივე გაუქმებულია _ საბურთალოზე კარგა ხანია, უვარგისი გახდა, ყოფილ კამოს ქუჩაზე კი სამშენებლო კომპანიას მიჰყიდეს დიდ დიღომში სანაცვლოს აგების პირობით. აი, ამ ახალი ტრეკის პრობლემებთან დაკავშირებით მინდა შევაჩერო მკითხველის ყურადღება.

დავიწყოთ იმით, რომ მთლიანად არენაც და ტრეკის საფარიც დაპროექტებულია თანამედროვე სტანდარტების იგონორირებით _ არსად მსოფლიოში აღარ შენდება ტრეკი 200-მეტრიანი ბილიკით, 250-მეტრიანზე ტარდება ყველა ოფიციალური შეჯიბრება, თანაც დახურულ არენებზე. ასე რომ, დიდი დიღმის ტრეკი პროექტშივე იყო გარიყული დიდი სპორტული ღონისძიებების კალენდრიდან და, სამწუხაროდ, ეს ეხება არა მხოლოდ საერთაშორისო შეჯიბრებებს. სხვათა შორის, ამის თაობაზე მშენებლები აფრთხილებდნენ დამკვეთს, იგივეს ამბობდნენ ჰოლანდიიდან მოწვეული სპეციალისტები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ველოდრომების მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ღია საფარით მსოფლიოში ტრეკს აღარ აშენებენ, რათა ნებისმიერ დროს და ამინდში იყოს ვარჯიშისა და ასპარეზობის შესაძლებლობა.

სამწუხაროა, რომ შეზღუდული ბიუჯეტის გამო (ამას შემკვეთები აცხადებენ) მივიღეთ ის, რაც მივიღეთ _ 200 მეტრამდე შემცირებული და გადაუხურავი სარბიელი მთელი რიგი დამხმარე სათავსოების გარეშე. ის კი არა, საფარის გარშემო ტერიტორიაც მოუასფალტებელი დარჩა და სასწავლო პროცესში მის გამოყენებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აი, ასეთი პრობლემების დაძლევის წინაშე დგას დღეს ველოსპორტის ეროვნული ფედერაცია.

საქართველოს 2010 წლის ჩემპიონატის დებულება და კალენდარი დროულად დარიგდა, შეატყობინეს ფედერაციის პრეზიდენტს კახა შენგელიას, მაგრამ მან მოუცლელობა მოიმიზეზა და უარი თქვა დასწრებოდა ქვეყნის ჩემპიონატს. აღარაფერს ვამბობთ მონაწილეთა მისალმებასა და გამარჯვებულ-პრიზიორთა დაჯილდოებაზე. ასეთ ვითარებაში ძნელია ირწმუნო, რომ სპორტის ამ სახეობის მასობრიობისა და ოსტატობის ასამაღლებლად გადაიდგმება რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები.

დავუბრუნდეთ ჩემპიონატს. სულ 15 მონაწილე ჩაება შეჯიბრებაში (ქალებსა და გოგონებზე ლაპარაკიც ზედმეტია), ყველა _ თბილისელი. სად იყვნენ ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ლაგოდეხის, ქვეყნის სხვა ქალაქებისა და რაიონების მრბოლები? ზოგმა უსახსრობა მოიმიზეზა, ზოგმა _ უინვენტარობა.

მოასპარეზეთა ოციოდე ახლობელი და მეგობარი შეადგენდა მაყურებელთა ამქარს. ისინიც ფეხზე მდგომნი ადევნებდნენ თვალს სპორტსმენებს, ტრეკზე არც ტრიბუნებია, არც უბრალო ძელსკამები. ადგილიდან 200 მეტრზე რბოლაში ყველას აჯობა დავით ასკურავამ, მეორე გიორგი ნადირაძე იყო, მესამე – ნოდარ ყვავაძე. ასეთივე თანმიმდევრობით განაწილდა ადგილები სპრინტში და 1000 მეტრზე ჰიტში. გამოდევნებით 4 კმ-ზე რბოლაშიც გამარჯვება ასკურავას დარჩა. მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ნადირაძე და არჩილ მახარაშვილი გავიდნენ. აბსოლუტური ჩემპიონი ასკურავა გახდა. მისი ყველა შედეგი ახალი ტრეკის რეკორდად დაფიქსირდა. "მოკლე საფარის სპეციფიკა სპორტსმენს არ აძლევს შესაძლებლობის სრულად გამოვლენის საშუალებას. სტანდარტულ ტრეკზე ასკურავას შედეგი უკეთესი იქნებოდა" _ თქვა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ავთანდილ ნადიბაიძემ.

საოცარი რამ გვითხრა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა მიხეილ ამირაგოვმა: "საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიძინა ორი თანამედროვე სატრეკო ველოსიპედი, ერთი მიღებისთანავე მისცეს არა საქართველოში ტრეკის ლიდერ დათო ასკურავას, არამედ საგზატკეცილო რბოლის წარმომადგენელ გიორგი ნადირაძეს. ასე გადაწყვიტა ფედერაციის ყოფილმა თავკაცმა, ამჟამად ვიცე-პრეზიდენტმა ბესარიონ ნადირაძემ _ სპორტსმენის მამამ. ასკურავას კი ველოსიპედი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გადასცეს, აქაოდა, ახლა მივიღეთო. თუმცა არავის სჯერა, რომ ფირმამ ორი ველოსიპედი ცალ-ცალკე გამოგზავნა".

იუნიორებში საპატიო კვარცხლბეკის სამივე საფეხურზე საერთო შედეგებით მწვრთნელ თამაზ კიკნაძის შეგირდები შედგნენ: 1. გიორგი ნარეკლიშვილი, 2. ირაკლი ბაბლიძე, 3. გიორგი სიდიანი.

აღსანიშნავია, რომ მედლები რჩეულთა დასაჯილდოებლად ვეტერანმა ველომრბოლებმა გიორგი გეჯაძემ და ნუკრი ვაშაკიძემ შეიძინეს. საგზატკეცილო მრბოლებისთვის კი ეს პრობლემა არ დგას. ფედერაციამ მათთვის მედლებიც შეიძინა, დიპლომებიც და ფულადი პრემიაც გამოჰყო. აი, ასეთ დისკრიმინაციას განიცდიან ტრეკზე მრბოლები.

გიორგი არტემიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა