მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს

მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს.

"არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ბუნდესგუნდი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ვიცი, რომ ასე ბევრი ფიქრობს, "ბაიერნის" ფეხბურთელების აზრსაც პატივს ვცემ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდებით.

გამოცდილება და ალღო მკარნახობს, რომ მომდევნო მუნდიალს ან მასპინძელი ბრაზილია მოიგებს, ანაც მეორე სამხრეთამერიკული გრანდი არგენტინა," - აცხადებს რუმენიგე "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

57 წლის რუმენიგეს ასეთი მოსაზრების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ევროპულ ნაკრებს ამერიკის კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონობა არასდროს უზეიმია და კალე ფიქრობს, რომ ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა.

"ბოლო ორი მუნდიალი ევროპულმა გუნდებმა მოიგეს. 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში ტარდება და არა მგონია, რომ ბრაზილიამ ან არგენტინამ რომელიმე ევროპულ გუნდს მსოფლიო თასი გამოატანონ. მუნდიალის უპირველეს ფავორიტებად სწორედ ბრაზილია და არგენტინა მიმაჩნია," - ამბობს რუმენიგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა