"დორტმუნდის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფსა და სანაკრებო თემაზე საუბრობს
ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მარკო როისი "გლადბახიდან" ჩემპიონ "დორტმუნდში" გადავიდა და გერმანიის ნაკრებსაც უშინაურდება.

ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი არ ენდობოდა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებდა, რის გამოც გააკრიტიკეს კიდეც და იოგიმაც პოზიცია შეცვალა და როისს ნდობას უცხადებს.

11 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ავსტრიას სტუმრობს და მარკოსაც მორიგი გამოცდა ელის.

- ჰერ როის, ევროპის ჩემპიონატზე იოახიმ ლიოვი ძირითად შემადგენლობაში არ გათამაშებდათ, ახლა კი ამბობს, რომ სასტარტოს წევრი ხართ. როგორ ფიქრობთ, გაართმევთ თავს ამ პასუხისმგებლობას?

- პასუხისმგებლობის მხრივ ჩემთვის არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, მიხარია, რომ მწვრთნელი უფრო მეტად მენდობა. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზეც დავამტკიცე, რომ მზად ვარ, ძირითადში ვითამაშო. ვიცი, რომ ნაკრებში მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ და ამ ადგილის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებ. ისეთ ასაკში და სიტუაციაში ვარ, რომ თამამად ვიტყვი: თამაში მინდა!

- ამას წინათ თქვით, ჯერ არ ვარ სრულყოფილი ფეხბურთელიო. კიდევ რა უნდა გააუმჯობესოს მარკო როისმა?

- ვხვდები, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ არ გამომივლენია. მაქსიმუმის საზომი არ არსებობს - ფაქტია, რომ პროგრესი ყოველდღიურად უნდა განვიცადო როგორც კლუბში, ისე ნაკრებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ იურგენ კლოპის ხელში დღითიდღე გავიზრდები. "დორტმუნდის" ვარჯიშებზე ისეთი რაღაცები აღმოვაჩინე, რაც მანამდე არასდროს გამიკეთებია.

- მაგალითად?

- "გლადბახში" ამდენ სირბილს არ მთხოვდნენ...

- ფაქტია, რომ წნეხის ქვეშ ხართ მოქცეული, რადგან თქვენგან არა მარტო "დორტმუნდი", არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია სასწაულებს ელის და ითხოვს.

- ჰო, ამაზე ბევრს წერენ და ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნების მიღებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მოლოდინს გავამართლებ, რადგან ზუსტად ვიცი, ზეწოლა ვერაფერს დამაკლებს. ნერვიულობა არ მჩვევია და ძალიან მიყვარს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როცა ჩემგან ბევრს ელიან.

- "დორტმუნდის" ფორმით პირველივე ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანეთ...

- გერმანიის თასზე გატანილი უმნიშვნელოვანესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ დორტმუნდული კარიერა იდეალურად დავიწყე. ამ გოლმა წნეხი შემიმსუბუქა და ასე ვთქვათ, გამათავისუფლა.

- "დორტმუნდში" ნომერ პირველი ვარსკვლავი აქამდე მარიო გიოტცე იყო...

- გერმანიის ჩემპიონი ერთ ან ორ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყო, არ არის და არც იქნება. ვიცი, რატომაც დამისვით ეს კითხვა და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ გიოტცესა და ჩემს შორის შური არასდროს იქნება. მე და მარიო ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და მიხარია, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. იმედია, ჩვენ მართლაც ბრწყინვალე დუეტი ვიქნებით, რომელიც "დორტმუნდს" ტიტულებს მოაგებინებს.

- "დორტმუნდი" შარშან ჩემპიონთა ლიგაში შერცხვა და წელსაც ასეთი საფრთხე ემუქრება...

- ჰო, წილისყრაზე არ გაგვიმართლა, ჯგუფში "რეალთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "აიაქსთან" ერთად მოვხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში გასვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობთ და საუკეთესო გუნდებთან მოგვიწევს თამაში. პირველ ტურს მოუთმენლად ველი.

- არის თუ არა "დორტმუნდი" ვალდებული, რომ ამჯერად მაინც გავიდეს ჯგუფიდან?

- აბა რა!.. ხუმრობა იქით იყოს და ასეთი ჯგუფიდან გასვლა ძალიან ძნელია. ვიცი, ყველა ფიქრობს, რომ შანსი არ გვაქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და ფაქტია, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც "სიტის" დამარცხებაც შეუძლია და "რეალისაც". ჩვენ გვჯერა, რომ მერვედფინალში გასვლა შეგვიძლია.

- რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს: 2014 წლისთვის მსოფლიოს ჩემპიონობა, თქვენი აზრით, ოცნებაა თუ რეალური მიზანი?

- მიზნად მხოლოდ ჩემპიონობა უნდა დავისახოთ. მოვიგებთ თუ არა მუნდიალს, ამას 2014 წლამდე ვერ გავიგებთ. მთავარია, ნაკრებმა პროგრესი არ შეწყვიტოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა