10 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ ვარჯიში ჩაატარა
არ ვიცი, წამოიღო თუ არა თავისი ბარაბანი მანოლომ თბილისში, მაგრამ 10 სექტემბერს ესპანეთის ვარჯიშზე კი მობრძანდა "დინამო არენაზე".
მანოლო ესპანეთის ნაკრების კოლორიტია, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის წევრივითაა. 1982 წლიდან ის ყველგან დაჰყვება ესპანეთის ნაკრებს.
ამბობენ, მგზავრობის ფულს მას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უხდისო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი - მას შემდეგ, რაც მანოლომ გულშემატკივრობისთვის თავი გადადო, ყველაფერი დაკარგა, სულ მთლად ყველაფერი, ბარაბნის და ფეხბურთის გარდა - აღარც ოჯახი, აღარც ფული და კარიერა.
ესპანეთმა ჩვენი ნაკრების მერე ივარჯიშა "დინამო არენაზე" და გულშემატკივარმაც მოიმატა. მოთელვა და ყველაფერი ის, რასაც ყველა გუნდი აკეთებს ვარჯიშზე - ესპანელების წვრთნაში ჯერ განსაკუთრებული არაფერი ჩანდა (ფოტოგალერეა, ვიდეო).
ერთი ეგ იყო, რომ ფეხბურთელებისგან ცალკე მყოფმა ვისენტე დელ ბოსკემ ბურთი მოიხელთა და თავით ისე ლაღად და დიდხანს კენწლავდა, ნებისმიერ ჟონგლიორს ტოლს არ დაუდებდა.
მოედანზე პატარა ფანიც შევარდა, 10-12 წლის ბიჭი, რომელმაც ვარსკვლავებს ჩაუქროლა და მერე ისევ ტრიბუნისკენ გავარდა.
კასილიასი, ჩაბი ალონსო, ხავი, ინიესტა, სერხიო რამოსი, ვილია, ტორესი... ბევრს უნდოდა მათი ავტოგრაფი და მათთან სურათის გადაღება, მაგრამ ამისთვის არ ეცალათ ესპანელებს - საქართველოსთან თამაში მათთვის ახალი სანაკრებო სეზონის დასაწყისია.
წარმოდგენა ბარაბნის გარეშე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გამარჯვებისთვის შემართული ვისენტე დელ ბოსკე, იკერ კასილიასი და ჩავი
საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]
vaja margiani
...... ესპანეთს, გაუმარჯოს ჩვენებს. ნიჩია მაინც გაშანსეთ ჯიგრებო
irakli
რა დებილია ის ვინც ესპანეთს საქართველოზე მეტად ქომაგობს!
irakli
რა დებილია ის ვინც ესპანეთს საქართველოზე მეტად ქომაგობს!
emigranti
მანოლოს ვალენსიაში სტადიონის წინ ბარი აქვს ბევრჯერ ვარ ნამყოფი და შემოსავალიც ბარიდან აქვს.არარის დაქცეული და უფულო.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა