ოსტაპჩუკის მწვრთნელმა ალექსანდრ ეფიმოვმა სპორტსმენის საკვებს დოპინგი დაუმატა ისე, რომ თავად ნადეჟდამ ამის შესახებ არაფერი იცოდა

ბელორუსის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ბირთვის მკვრელი ნადეჟდა ოსტაპჩუკის კერძში დოპინგი მისმა მწვრთნელმა ჩაამატა. ამის შესახებ თავად სპორტსმენმა არაფერი იცოდა.

ლონდონის თამაშებზე ოსტაპჩუკმა ოქროს მედალი მოიგო ბირთვის კვრაში, მაგრამ 13 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ბელორუსს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - მეთენოლონი აღმოუჩინეს და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, ოსტაპჩუკის მწვრთნელმა ალექსანდრ ეფიმოვმა სპორტსმენის საკვებს დოპინგი დაუმატა ისე, რომ თავად ნადეჟდამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მწვრთნელს გარკვეული ეჭვები ჰქონდა თავისი შეგირდის მოსალოდნელი შედეგების გამო. ამიტომაც გადაწყვიტა დოპინგის გამოყენება. გაირკვა, რომ ეფიმოვმა თავად აღიარა საკვებში აკრძალული პრეპარატის დამატების ფაქტი.

ბელორუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გამოუტანა განაჩენი ოსტაპჩუკსა და მის მწვრთნელს: სპორტსმენი ერთი წელი ვერ მიიღებს მონაწილეობას ტურნირებში, ეფიმოვმა კი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა