ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. მეორე ტური
საქართველოს ნაკრებმა დაგვანახა ის, რითაც ფასობს ფეხბურთი - მოულოდნელობის ფაქტორი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ასე გაუჭირდებოდა ჩვენი ეროვნული გუნდის დამარცხება?! (იხილეთ ვიდეო)

ამ ყველაფერს კი შეძლება უნდა. ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ძელის მაგივრად ბადეს რომ მისწვდომოდა, ესპანეთი თამაშის შემომბრუნებელი ან იქნებოდა და ან არა.

კი ბატონო, ეს უკვე მარჩიელობაა, მაგრამ ესპანელებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ ნერვები - გამალებით რომ უტრიალებ მეტოქის კარს და ბურთს ვერსად რომ ვერ აძვრენ, ამის მონელება არცთუ იოლია.

თემურ ქეცბაიას გუნდი თავს კარგად იცავდა. საქართველო ყრუ დაცვაში იჯდა და ესპანეთის ნაკრებთან ეს არ არის სამარცხვინო. ჩვენს ფეხბურთელებს სხვა გზა არც ჰქონდათ.

მეკარე იქნებოდა თუ მცველი, გრძელი პასი უნდა შეესრულებინა ლევან მჭედლიძის ან თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით - ეს იყო საქართველოს ნაკრების სტრატეგია შეტევაში, უმეტესად ასე ვითარდებოდა ჩვენი გუნდის მოქმედება მეტოქის კარისკენ.

თუმცა იყო ერთი-ორი სხვანაირი იერიშიც.

პირველი ოვაციები ტრიბუნებს მაშინ მოსწყდა, როცა გიორგი ლორიამ ბურთი აუტზე გადააგდო. კარგად გამოჩნდა, რომ გულშემატკივარი თავიდანვე შეგუებული იყო ჩვენი ნაკრების ზედმიწევნით დაცვაზე ორიენტირებულ თამაშს.

ზურაბ ხიზანიშვილმა კარგად წაიკითხა ანდრეს ინიესტას სვლა და ესპანელთა ერთ-ერთი მწვავე იერიშიც ჩაიშალა; ჩავი ერნანდესის კუთხურს სერხიო რამოსმა დაუხვედრა თავი და გიორგი ლორიამ ბურთი ხელებში გააქვავა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ორ მოწინაღმდეგესთან ბრძოლაში იმარჯვა და ბურთიანად რამდენიმე მეტრი ირბინა - საქართველოს ნაკრებმა თითქოს ძალა ირწმუნა, ესპანეთს და გადაჭედილ სტადიონს აჩვენა, რომ აზრიანად, უნარიანად ბრძოლა შეუძლია.

ქეცბაიამ 7 სექტემბერს ბელორუსთან მატჩის შემადგენლობა შეცვალა. მარჯვენა ფლანგზე გურამ კაშიას ნაცვლად უჩა ლობჟანიძე დააყენა, კაშია კი საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა.

დაცვის მარცხენა ფლანგი გია გრიგალავას ნაცვლად დავით კვირკველიას ჩააბარა. საქართველოს აკლდა გრიპმოხდილი ჯანო ანანიძეც.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ომი უფრო იყო, ვიდრე სხვა რამე. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი თერთმეტი შეფიცულივით იდგა და ესპანეთმა ძვრა ვერ უყო.

დავიდ სილვას დარტყმა ძელმა აისხლიტა, ჩავის დარტყმა ცხრიანიდან ჩამოხსნა ლორიამ, რობერტო სოლდადო ლორიასთან პირისპირ დარჩა და ჩვენს მეკარეს ვერ აჯობა...

ჩვენებმა ესპანელთა შემოტევებს ვაჟკაცურად გაუძლეს.

ლორია! ლორია! ტრიბუნებმა ჩვენი მეკარე გააკერპეს. გიორგი მართლაც ძალიან თავდაჯერებულად, ლაღად და ოსტატურად თამაშობდა.

წინ მეორე ტაიმი იყო და კითხვა, თუ სადამდე გავუძლებთ ეპანელთა შემოტევებს.

საქართველოს ნაკრებს არაფრის შეცვლა არ შეეძლო, თუმცა იყო იმედი, რომ ესპანეთი დაცვაში შეცდომას დაუშვებდა და იქნებ ეს საჩვენოდ გამოგვეყენებინა.

საქართველოს ნაკრებს ოდითგანვე ახასიათებდა თამაშის ფეთქებადი სტილი, რაც მას აქამდეც აქვს შემორჩენილი. ჩვენმა გუნდმა ეს ესპანეთთან მოახერხა.

დავით თარგამაძე კარგად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, კარის გასწვრივაც საკმაოდ სახიფათოდ ჩააწოდა და სერხიო რამოსმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ოქრიაშვილი ერთხელაც გამოირჩა ინდივიდუალური თამაშით, მარცხენა ფლანგზე გაათრია ბურთი და ჯარიმაც მოიპოვა, რითაც თავისი გუნდი ამოასუნთქა მოწინააღმდეგის წნეხური შეტევებისგან.

და ნანატრი აფეთქებაც: ესპანელთა იერიში მათივე ნახევარზე ალღოიანად ჩაშალა ხიზანიშვილმა. საქართველომ მხნედ შეუტია, სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. ბურთი ალექსანდრე ამისულაშვილს ისე მიუვიდა, რომ საყვარელ ცაციაზე კარგად მოაჯდა და... ძელი!

საქართველომ ესპანეთთან ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა.

კასორლა, პედრო, ფაბრეგასი, ...ვისენტე დელ ბოსკე იძულებული გახდა, შეტევა გაეძლიერებინა.

დრო გადიოდა, ესპანეთი გამალებით უტევდა, თუმცა საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნიდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს საქართველოს ნაკრებთან გაუჭირდა.

მოედანი და ტაბლო, ქომაგი უკვე ზევით-ქვევით იყურებოდა.

ამასობაში ლორია ისე დაშავდა, შესაცვლელი გახდა. მისი ადგილი როინ კვასხვაძემ დაიკავა. ის თავდაჯერებულად გავიდა მოედანზე, გულმაც რეჩხი აიცილა, - კვასხვაძეს შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა.

საქართველომ კიდევ რამდენიმე წუთი გაძლო. შეხვედრის დასასრული ახლოვდებოდა, მაგრამ არა, ესპანეთმა მაინც გაგვტეხა - ჩვენი დაცვითი ზღუდე მოირღვა და სოლდადომაც აუღებელი დაურტყა კვასხვაძეს.

დრო ცოტაღა იყო დარჩენილი და საქართველომაც მოასწრო მორიგი გაბრძოლება: შეცვლაზე შესული ირაკლი სირბილაძე არცთუ ურიგო პოზიციიდან ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა მის დარტყმას მცველი გადაეფარა.

საქართველოს ნაკრებს ძალიან აკლია ისეთი ფეხბურთელები, ბრძოლის გარდა, თამაშიც რომ კარგად გამოსდით. ძლიერ მეტოქესთან შეხვედრა ხელისგულზე დადებულივით გვაჩვენებს, ვინ რისი მაქნისია.

ბურთის ამოტანა და გაგორება მცველსაც უნდა შეეძლოს და საყრდენ ნახევარმცველსაც. ასეთი კი ჩვენს ნაკრებში ძალიან ცოტაა.

შესაძლოა, უკეთესი სელექციის პირობებში საქართველოს ნაკრების თამაში შეიცვალოს, მაგრამ ფეხბურთელთა არჩევანი მცირეა. ასეთი თამაშით კი მოგება ნამდვილად შეიძლება და ქეცბაიას გუნდმა ეს არაერთხელ დაამტკიცა, ოღონდაც ასეთი თამაშით ძალიან ბუნდოვანია ჩვენი ნაკრების პერსპექტივა.

ბრძოლას, სათამაშო დისციპლინას ძალიან ბევრი შეუძლია. გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრებს გარჯა ტაშით დაუფასა და ქეცბაიას გუნდმა ეს მართლაც დაიმსახურა. მოედანზე ნანახი ამ გუნდის მაქსიმუმს ჰგავდა. ფეხბურთელიც ადამიანია და მისი შესაძლებლობები უსაზღვრო ვერ იქნება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. მეორე ტური

11 სექტემბერი. თბილისი, სტადიონი "დინამო არენა"

საქართველო - ესპანეთი 0:1 (0:0) (იხილეთ ვიდეო)

გოლი: სოლდადო (86)

საქართველო: ლორია (კვასხვაძე 72), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა (კაპ), დაუშვილი, თარგამაძე (ძალამიძე 64), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (სირბილაძე 79)

მთ.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ესპანეთი: კასილიასი (კაპ), პიკე, ალონსო, რამოსი, ალბა, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი (პედრო 57), არბელოა (ფაბრეგასი 80), სილვა (კასორლა 64), სოლდადო

მთ.მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მსაჯი: სვეინ ოდივარ მოენი

საფრანგეთი-ბელარუსი 3:1 (იხილეთ ვრცლად)

გოლები: 1:0 კაპუე (46), 2:0 ჟალე (68), 2:1 პუტილო (72), 3:1 რიბერი (80)

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

საფრანგეთი

2

2

0

0

4-1

6

2.

ესპანეთი

1

1

0

0

1-0

3

3.

საქართველო

2

1

0

1

1-1

3

4.

ფინეთი

1

0

0

1

0-1

0

5.

ბელარუსი

2

0

0

2

1-4

0

მომდევნო მატჩები

12 ოქტომბერი

ფინეთი-საქართველო

ბელარუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი

ბელარუსი-საქართველო

ესპანეთი-საფრანგეთი

მატჩის შემდეგ:

თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს

გურამ კაშია: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ

თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

დავით თარგამაძე: ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა

სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა

რობერტო სოლდადო: ქართველებმა საკუთარ საჯარიმოსთან გაუვალი კედელი ააგეს

ასევე იხილეთ:

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• merabi

შემტევი ფეხბურთი რომ გვეთამაშა დიდი ანგარიშით შეიძლება წაგვეგო, მერე იტყოდნენ დაცვითი ტაქტიკა უნდა აერჩია, ქეცბომ ყველაფერი გააკეთა ეს თამაში რომ არ წაგვეგო..

• pelazgi

კი ბატონო ესპანელებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მათ საგოლე რეალური 4 მომენტი შექმნეს ქართველებმა კი 2.ტაქტიკა სწორი იყო. როცა კობახიძე გვეყოლება, ჭანტურია და ყაზეიშვილი დაღვინდებიან და გუნდი შეთამაშდება, შესაძლოა უფრო კარგი, აგრესიული, ოღონდ მაინც კონტშეტევის ფეხბურთი ვეთამაშოთ, თუნდაც როგორიც იტალიამ ჩემპიონატის პირველ მატჩში, თორემ თამაშის სრულმა გახსნამ რაც მოუტანა გერმანიის და განსაკუთრებით ინგლისის გამაფარჩაკებელ იტალიას ყველამ ვნახეთ

• kore

ჩავლენ აგერ ფინეთსა და ბელორუსიაში და ასეთი თამაშით რასაც წამოიღებენ შენ და ქეცბაიამ დაითვალეთ ერთად კალკულატორზე თამაში რომ მოიგო უნდა შეუტიო ხოლო შეტევა როგორც მთელმა მსოფლიომ აქამდე იცის მოწინააღმდეგის ნახევარზე უნდა განავითარო

• kore

დსაა ფეხბურთის დიდო სპეციალისტო ფეხბურთი იცი რა არის? შენ Fეხბურთი თუ 90წუთი 11კაცით კარებში დგომა გგონია ძნელია მაშინ აგიხსნა ხოლო თუ მაგდენი იცი რომ შენი მოედნის გარდა არსებობს მოჭინააღმდეგის მოედანიც და ზრდილობის გულისთვის ან კიდევ ტელემაყურებელის ინტერესი მაინც რომ დააკმაყოფილო რომ გაიგოს ვინ დგას მისი მოწინააღმდეგის კარებში მთელი თამაშის განმავლობაში ერთი გააზრებული შეტევა მაინც უნდა გააკეთო და არა სპონტანური მეტოქის შეცდომის იმედზე რომ ხარ

• ილია

ეხლა ესენი ფინეთში და ბელორუსში ტრიუმფატორებივით ჩავლენ, შედეგი....სამწუხარო.

• Basa

ქართული ფეხბურთი შეტევაა შეტევა ...ყველა მწვრთნელმა ულვაშზე დაიხვიოს ეს სტრატეგია..შეტევაა შეტევა

• Giorgipirweli

ვინც საქართველოს ნაკრების დაცვით სტილს აკრიტიკებს, იმათ საყურადღებოდ: ესპანეთის ნაკრებს რომ დაცვითი ფეხბურთი არ ეთამაშო, სულ ცოტა გერმანიის ნაკრების დონის შემტევები უნდა გყავდეს და მათ უკან იგივე დონის ჩამშლელები და მცველები უნდა თამაშობდნენ. ისე, რომ დაანებეთ ამ ზღაპრებს თავი.

• glaxuna

თითქოს ასეთი თამაში გამართლებული იყო?!!!...მაგრამ ასე არ ვფიქრობ...არ იყო თამაში,არ ჩანდა ს ტ ი ლ ი ... (ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში დაცვით,ანუ დამფრთალი ,,სტილით,, თამაში...) ვფიქრობ შემტევი და აგრესიული ფეხბურთი რომ ეთამაშათ,გაცილებით ლამაზი ფეხბურთი გამოვიდოდა და ავტორიტეტსაც მაგრად ავიწევდით მთელი მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში) ,ვიდრე ეხლა თუნდაც 0-1-ზე... აგრესიული ფეხბურთით მაქსიმუმ 2-1 დავმარცხდებოდით,მაგრამ ვიმეორებ ,ავტორიტეტს და პოტენციურ დიდი ნიჭს ანახებდნენ ჩვენი ბიჭები ( მხოლოდ გოლის მერე ატამაშდნენ და თითქმის ინიციატივასაც დაეუფლნენ,ე.ი ...) და ფსიქოლოგიურადაც ძლიერ გაძლიერდებოდნენ მომავალი თამაშებისათვის!!! -- ქეცბაიამ ბოლოსდაბოლოს რადიკალურად უნდა შეცვალოს თამაში და აქცენტი აგრესიულ სტილზე უნდა გადავიდეს.... ...ქართული ფეხბურთი გაიღვიძებს მაშინ...როცა ერთხელ და სამუდამოდ უვარყოფთ ე.წ. დაცვით სტილს და სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს პასებით...ეს არ დევს ქართულ ხასიათში და ასეთი თამაშით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზ ე დ მ ე ტ ი ა!!! წინანწარ შეგუებული წაგებულის ფსიქოლოგიიდან თავს ვერასოდეს დაიხსნიან ქართველი ფეხბურთელები!!! .... ქართველი ფეხბურთი უნდა გადაეწყოს იმეტად ინდივიდუალური ფეხბურთის თამაშზე,ძალიან აგრესიული სტილით,მუდამ ბურთის ართმევებზე თამაშით მოედნის ყველა წერტილში, ყველა ფეხბურთელისაგან ვალდებულებით,მუდმივი უბურთოდ მოძრაობებით და ფიზიკურად ძლიერ მომძადებით...ასეთი აგრესიული თამაში უნდა დავნერგოთ საქართველოს ჩემპიონატში , ფეხბურთში . ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აგრესიული თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და აქედან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოტ...ვიმეორებ...ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგაც კი...მხოლოდ და მხოლოდ ასეთი თამაში გახდება ქართული ფეხბურთის სახე,სტილი!!! და მხოლოდ ასეთი თამაშით მივაღწევთ წარმატებებს!!! სხვა შემთხვევაში მუდამ ასე საშუალოზე დაბალი და საშუალო ევროპული დონის ნაკრები გვეყოლება!!! ---- მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სტილი მოედნის ყველა მონაკვეთზე, ასეთი თამაში აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს იყონ გაცილებით მეტად ძლიერნი ფ ი ზ ი კ უ რ ა დ (!!!) და ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ა დ (!!!) წარმატებები მომავალ თამაშებში!!!

• dsaa

kore, ცოდო შენა ხარ შე ფეხბურთის უცოდინარო. შენნაირებს თასი რო მიუტანო მსოფლიო ჩემპიონატის, მაინც გამონახავენ მიზეზს, რომ უმადურები იყვნენ!

• ქომაგი

წლების განმავლობაში პირველად განვიცდი კმაყოფილების გრძნობას ნაკრების თამაშით. მართალია პრინციპული მატჩები ბევრჯერ მოგვიგია მაგრამ ასეთი ფეხბურთი არ მინახავს. ძალიან ამაყი ვარ მადლობა ბიჭებს მადლობა თემურს

• kore

90წუთის განმავლობაში რომ მოწინააღმდეგის მეკარე ბურთს რომ სულ ორჯერ შეეხება და ისიც შემოტანის დროს და ეს გვიხარია მართლა ცოდოები ვართ

• ირაკლი

რა თქმა უნდა დიდი მადლობა თავდადებისთის ბოლო წუთამდე. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, რომ ინდივიდუალურად (ერთი-ერთზე) ვერ ხავის, ვერ ც ინესტამ და ვერც სხვა მეგა ვარსკვლავებმა, ფაქტობრივად ვერცერთი ქართველი დამცველი ვერ მოატყუეს, ყოჩაღ ბიჭებო. ხოლო რაც შეეხება ესპანელებს, სად გაქრა მათი ჯენტლმენობა და ფაირ პლეი, როდესაც ქართველი თავდასხმელი ბალაზზე იწვა და ბურთი არ გადააგდეს. ესე იგი როცა ცოტათი მაინც გაუჭირდათ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს ჯენტლმენობა დაივიწყეს??? ესეც თქვენი ესპანელები!

• GFF

პატარა ბიჭები არიან მაგრამ დიდი გული აქვთ! ესენი მომავალში ბევრს მიაღწევენ მთავარია ეს მონდომება არ დაკარგონ. ჯიგრები ხართ ბიჭებო ჯიგრები!

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]