თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზა სახალისო ფეხბურთის სკოლას მასპინძლობდა, რომლის დასკვნით ნაწილიც 14 სექტემბერს თბილისის "დინამო არენაზეა" დაგეგმილი
თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზა ორი დღე ღია სახალისო ფეხბურთის სკოლას მასპინძლობდა, რომლის დასკვნით ნაწილიც 14 სექტემბერს თბილისის "დინამო არენაზეა" დაგეგმილი.

15 წლის წინათ ამოქმედებული ეს პროგრამა ნაომარ ქვეყნებში მშვიდობის ხელშეწყობას ფეხბურთის გზით ითვალისწინებს. მას სათავე დანიელმა ანდერს ლევინსენმა დაუდო და დანიის, შვედეთის, ნორვეგიის მთავრობებთან ერთად უეფამაც დააფინანსა.

პირველი ნაბიჯები ბალკანეთის ქვეყნებში გადაიდგა, შედეგმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა - საფეხბურთო მოედნებზე ერთმანეთთან ნაომარი სერბების, ხორვატების, ბოსნიელებისა და მაკედონელების ნორჩი თაობები დამეგობრდნენ და ტურნირიც მეგობრულ ატმოსფეროში ტრდებოდა.

ლევინსნემა მალე კავკასიისკენ გამოიხედა. ქართულ სპორტულ წრეებში საკმაოდ კარგად ცნობილმა თამაზ თევზაძემ ლევინსენი საქართველოში დაპატიჟა. უეფას ოფიცერმა და ჩვენმა კოლეგამ, დანიის დიდმა თაყვანისმცემელმა მამუკა კვარაცხელიამ ლევისნენი შინ მიიპატიჟა და სტუმარს ყოფილი კლუბის მაისური აჩვენა, სადაც 15 წელი თამაშობდა.

ამან ლევინსენზე ისე იმოქმედა, სამშობლოში დაბრუნებულმა უეფას მისწერა - ძალიან ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი, სამყაროს დასალიერში მივდიოდიო...

ლევინსენის ეს სტატია უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფინალის პროგრამაში გამოქვეყნდა.… საქართველოში პროექტს სათავეში ვალერი ჩოლარია ჩაუდგა და 2003 წლიდან ქართველების უშუალო მონაწილეობით, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ბავშვებმა ბურთი კვლავ ერთად გაგაგორეს.

მეტიც, პროგრამის ფარგლებში, რომელშიც საქართველო წამყვან ქვეყნად ითვლებოდა, ომისგან დაშორებულმა ბევრმა სომეხმა და აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა, ერთმანეთი ისევ ნახა და საქართველოში ბევრი თბილად გასახსენებელი დღე გაატარეს.

ცხადია, ეს პროგრამა მხოლოდ სხვებისთვის არ ტარდებოდა, ჩვენთვისაც სასარგებლო იყო: პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს მარტო საქართველოს საჩუქრად 2 500 საფეხბურთო ბურთს გადასცემდნენ, როცა ბურთების ეს რაოდენობა ერთად აღებულ ყველა სკოლას არ ჰქონდა.

აღარაფერს ვამბობთ 1 500 ქართველი მწვრთნელის უფასო მომზადებასა და შემოსვაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა