დაკომპლექტდა ის 24 გუნდი, რომლებიც 2013 წლის 4 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმებიან
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდა. შესაბამისად, დაკომპლექტდა ის 24 გუნდი, რომლებიც 2013 წლის 4 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმებიან.

საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში გასამართი ევროპირველობის საგზური შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურებისთვის ბრძოლა სხვა გუნდებისთვის ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ევრობასკეტი 2013-ის ბოლო, 24-ე საგზური სერბეთმა მოიპოვა.

ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ფინალურ ეტაპზე მაინც მოხვდა.

სერბებს ისრაელის 19 ქულით დამარცხება ესაჭიროებოდათ, რათა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს და ევრობასკეტზე პირდაპირი გზით ვერ მოხვდნენ.

როცა ყველა ჯგუფში მატჩები დასრულდა, 6 მესამეადგილოსნის შედეგები დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მესამე ადგილიდან ფინალური ეტაპის საგზურები ლატვიამ, ბელგიამ, ჩეხეთმა და სერბეთმა მოიპოვეს.

B და C ჯგუფებში მესამეზე გასული ბულგარეთი და ავსტრია ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა 18 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგადაც იმ ხუთი გუნდის ვინაობას შევიტყობთ, რომლებსაც საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტაპზე გასული 24 გუნდი 4 ჯგუფში იქნება გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა. შესაბამისად, შეგროვდება 12 გუნდი, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან.

მეორე ეტაპიდან 8 საუკეთესო (4-4 თითოეული ჯგუფიდან) მეოთხედფინალში გავა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ.

gbf.ge

gizo
ერთ რამეში გაგვარეკვიეთ თუ შეიძლება - ფლეშსკორის საიტს რატომ ყავს სერბეთის ნაცვლად გაყვანილებში ბულგარეთი? http://www.flashscore.com/match/2kmfiVc9/#standings;overall
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა