ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა "ჰილსბროს" ტრაგედიის 96 მსხვერპლის ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა "ჰილსბროს" ტრაგედიის 96 მსხვერპლის ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა იმ საზარელი ფაქტებისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა ტრაგედიის დღეს და მას შემდეგ.

დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტრაგედიაში "ლივერპულის" ქომაგებს არანაირი წვლილი არ მიუძღვით და რომ პოლიცია, სასწრაფო დახმარებასთან ერთად, ყველანაირად ცდილობდა, საკუთარი დანაშაული ქომაგებისთვის გადაებრალებინა.

"ახალმა სამხილებმა ცხადყო, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრები ორმაგი უსამართლობის მსხვერპლნი იყვნენ.

ერთი, რომ სახელმწიფომ და პოლიციამ მათი საყვარელი ადამიანები ვერ დაიცვა და მეორე - წლების განმავლობაში მათ ესმოდათ, რომ დაღუპულები თავად იყვნენ საკუთარ სიკვდილში დამნაშავენი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, მსურს ბოდიში მოვუხადო 96-ივე დაღუპულის ოჯახის წევრებს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გადაიტანეს ბოლო 23 წლის განმავლობაში" - განაცხადა ქემერონმა.

ახალი დოკუმენტების, რომელიც დაახლოებით 400 000 გვერდისგან შედგებოდა, შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბრალი ქომაგებისთვის დაედოთ.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ ზოგ მსხვერპლს "შექცევადი ასფიქსია" სჭირდა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო, სასწრაფო დახმარების მანქანები ტრაგედიის ადგილზე დროულად რომ მისულიყვნენ.

ქემერონის ამ გამოსვლის შემდეგ ბოდიში გაზეთ "სანის" იმჟამინდელმა რედაქტორმა, კელვინ მაკკენზიმ მოიხადა.

"სანმა" ტრაგედიის მეორე დღეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს "ლივერპულის" მთვრალი ქომაგები პოლიციას აშარდავდნენ და გარდაცვლილების ნივთებს იპარავდნენ.

ამ სტატიის გამო "სანი" მერსისაიდში დღემდე ყველაზე საძულველი და მიუღებელი გაზეთია.

ტრევორ ჰიქსმა, რომელმაც 1989 წლის 15 აპრილს 2 ქალიშვილი დაკარგა, განაცხადა, რომ მაკკენზის ეს ბოდიში ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია.

აღსანიშნავია, რომ 96-ივე მსხვერპლს ჩაუტარდა ტესტი ალკოჰოლის ოდენობაზე და არც ერთი ტესტი არ აღმოჩნდა დადებითი.

გამოძიების საბოლოო შედეგები ასეთია:

* სასწრაფო დახმარებას დროულად რომ ემოქმედა, 41 მსხვერპლის გადარჩენა შესაძლებელი იყო.

* სამხრეთ იორკშირის პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტრაგედიაში დამნაშავეებად თავად დაღუპულები გამოჩენილიყვნენ.

* გაირკვა, რომ საქმიდან ამოღებულ იქნა პოლიციელთა 116 ჩვენება, რადგან ეს ჩვენებები ტრაგედიაში პოლიციის ბრალეულობას ამტკიცებდა.

* პოლიციამ, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, გარდაცვლილ ბავშვებსაც კი ჩაუტარა ტესტი სისხლში ალკოჰოლის ოდენობაზე. როდესაც გაირკვა, რომ ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ეს ფაქტი საქმიდან გააქრეს.

* სამხრეთ იორკშირის პოლიციამ ტრაგედიაში ბრალი ქომაგებს დასდო, რასაც მეორე დღეს გაზეთების სტატიები მოჰყვა, რომლებშიც დაღუპულები დამნაშავეებად იყვნენ გამოყვანილები.

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა