ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. VIII ტური

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. VIII ტური

პარაგვაის საქმე ცუდად არის
სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მე-8 ტურის 4 მატჩი გაიმართა. შედეგებს სენსაციურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილების ფავორიტებმა ვერ მოიგეს. მორიგი მატჩი წააგო პარაგვაის ნაკრებმა და ეს გუნდი შესარჩევ ეტაპზე ბოლო ადგილს იკავებს...

პარაგვაის ვერც ახალი ცოცხი შველის

ხერარდო პელუსომ პარაგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანსისკო არსე შეცვალა, რომელსაც დაკავებული თანამდებობდა ბოლივიასთან მარცხის შემდეგ დაატოვებინეს. ურუგვაელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პარაგვაელებმა უკვე სამი მატჩი გამართეს - ორი შესარჩევ ეტაპზე და ერთიც ამხანაგური.

სწორედ ამხანაგური შეხვედრა იყო მისთვის სადებიუტო - პარაგვაიმ 3:3 ითამაშა გვატემალასთან, თანაც შინ. ამას კი არგენტინასთან და ვენესუელასთან მარცხი მოჰყვა.

ვენესუელამ ბოლო წლებში ძალიან მოუმატა, მაგრამ ამ შეხვედრის წინ ფავორიტად მაინც პარაგვაი მიიჩნეოდა თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მასპინძელი იყო. მთელი მატჩი პარაგვაელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. არაერთი კარგი შანსი შეექმნათ ნელსონ ვალდესს, ოსკარ კარდოსოს და ხონათან ფაბროს, მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა დანიელ ერნანდესი.

სხვათა შორის, ეს "ვალიადოლიდის" კიპერისთვის ეროვნულ გუნდში პირველი თამაში იყო და დებიუტი მართლაც რომ საოცნებო გამოუვიდა. ბევრმა სპორტულმა გამოცემამ აღნიშნული ტურის გმირად სწორედ დანიელ ერნანდესი დაასახელა.

მასპინძლები ამდენი განიავებული მომენტის გამო დაისაჯნენ - 45-ე წუთზე სალომონ რონდონმა გაიტანა გოლი, რომელიც პირველი იყო ვენესუელასთვის პარაგვაიში. შეხვედრის 68-ე წუთზე იმავე სალომონ რონდონმა დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელა ერთადერთი გუნდია კონტინენტზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. ამ ქვეყნის ეს თაობა საფეხბურთო ისტორიის გადაწერას აგრძელებს. როგორც უკვე გითხარით, ვენესუელამ პარაგვაის სტუმრად პირველად გაუტანა გოლი. გარდა ამისა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უგო ჩავესის ქვეყნის შვილებმა ასუნსიონში კარი მშრალად შეინახეს.

შესაბამისად, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ მატჩამდე ვენესუელას გასვლაზე პარაგვაი დამარცხებული არ ჰყავდა.

მასპინძლებზე კი რა უნდა ვთქვათ?! ძალიან დიდია იმის შანსი, რომ 1994 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალმა მათ გარეშე ჩაიაროს.

კოლუმბია აღარ ხუმრობს

ამ ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი სანტიაგოში გაიმართა, სადაც ჩილეს ნაკრებს კოლუმბიის ეროვნული გუნდი ეწვია.

ხოსე პეკერმანის შეგირდები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან მათ წინა ტურში ურუგვაი გაანადგურეს, 4:0. ჩილემ მე-7 ტურში დაისვენა და ამ შეხვედრას 3-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა, რომლის დროსაც ბორგის გუნდს გოლიც კი არ ჰქონდა გაშვებული. კოლუმბიამ ურუგვაის 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა, ჩილეს კი, ბოლო 9 შეხვედრაში, პირველი მარცხი აგემა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 36-ე წუთზე არბიტრმა გარი მედელი გააძევა, პირველ ტაიმში მაინც მათ გაიტანეს.

42-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მატი ფერნანდესმა საჯარიმოს გარედან დავიდ ოსპინას აუღებელი დაურტყა. კოლუმბია შესარჩევის ერთ-ერთი ფავორიტია. ასპრილია-ვალდერამას თაობის შემდეგ ამ ქვეყანას ასეთი ძლიერი გუნდი არ ჰყოლია.

განსაკუთრებით გამოსარჩევია შემტევი ხაზი, სადაც ამ შეხვედრაში გენიალური რადამელ ფალკაო, უნიჭიერესი ჯეიმს როდრიგესი და მუდმივად კარზე დაგეშილი ტეოფილო გუტიერესი მოქმედებდნენ.

სწორედ ამ სამეულმა დაასამარა მასპინძელთა იმედები - ჯერ "პორტუს" ახალგაზრდა შემტევმა გაათანაბრა, შემდეგ ფალკაოს ჯერიც დადგა.

წერტილი კი ამ შეხვედრას ტეო გუტიერესმა დაუსვა. 84-ე წუთზე მსაჯმა აბელ აგილარი გააძევა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. კოლუმბიამ სანტიაგოში, ბოლო 12 წელიწადში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პეკერმანის გუნდი, ამ მოგების წყალობით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.

მატჩის შემდეგ რადამელ ფალკაო ძალიან კმაყოფილი იყო: "ჩვენ საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. ბოლო ორ მატჩში ექვსი ქულა ავიღეთ, თან ძალიან ძლიერ მეტოქეებთან. ჩილემ, მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულნი იყვნენ, კარგად ითამაშა, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობა გამოკვეთილი იყო და დამსახურებული სამი ქულა ავიღეთ".

ატლეტიკოს ფორვარდმა ჩილეს ნაკრებიც შეაქო: "მათთვის ეს მარცხი მძიმე გადასატანი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გონს მალე მოეგებიან და უკვე მომდევნო მატჩისთვის მზად იქნებიან, რადგან მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ".

ბედნიერი იყო ხოსე პეკერმანიც: "უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ. ამ გამარჯვებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენს გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და კიდევ შეუძლია მომატება. ალბათ, შესარჩევ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ჩავატარეთ".

მოულოდნელი ფრე მონტევიდეოში

ურუგვაის ნაკრები ლეგენდარულ "სენტენარიოზე" ეკვადორს მასპინძლობდა. ოთხი დღით ადრე კოლუმბიაში განადგურების გამო ყველა "სელესტასგან" მოგებას ელოდა.

ეკვადორს მსოფლიო დონის ვარსკვლავები არ ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ურუგვაელებმაც გამოსცადეს.

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ძალიან შემტევი შემადგენლობა გამოიყვანა - ძირითადში იყვნენ გასტონ რამირესი, ლუის სუარესი, ედინსონ კავანი და დიეგო ფორლანი. მატჩი მასპინძლებისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო: უკვე მეშვიდე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დიეგო ლუგანომ დაარღვია. ფელიპე კაისედომ, ბოლივიასთან მატჩის მსგავსად, პენალტი ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 0:1 უკვე მერვე წუთზე.

მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაელები ინდივიდუალურად ეკვადორელებს ერთი თავით (თუ მეტით არა) აღემატებიან, ანგარიშის გათანაბრება მასპინძლებმა მხოლოდ 67-ე წუთზე შეძლეს - გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა. აქედან მოყოლებული, მატჩი მშვიდ რიტმში გაგრძელდა და ბევრი საგოლე მომენტი აღარ შექმნილა.

საბოლოოდ თამაში ასეც დამთავრდა. ურუგვაიმ მორიგი ქულები დაკარგა და ახლა მეოთხე ადგილზეა. ეკვადორი კი მესამე პოზიციას იკავებს და ფინალური ეტაპის საგზურზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს.

ურუგვაელი ქომაგი მატჩის შემდეგ ძალიან უკმაყოფილი იყო, მათმა ნაკრებმა ორ შესარჩევ მატჩში ხომ მხოლოდ ერთი ქულა აიღო. სახეზეა ტაბარესის შეცდომებიც: კოლუმბიასთან შეხვედრაში სპეციალისტმა სამი ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში და სანამ საკუთარ შეცდომას მიხვდა, გუნდი უკვე აგებდა.

ეკვადორთან კი იმდენი შემტევი ფეხბურთელი დააყენა ძირითად შემადგენლობაში, რომ ისინი ერთმანეთს ხელს უფრო უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა მწვრთნელს საკუთარ შეცდომებზე არ უსაუბრია: "ბიჭებმა თავი გადადეს და ყველაფერი გაიღეს, მაგრამ სანუკვარ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ყველასთვის გასაგებია, რომ ამ ორ მატჩში ერთ ქულაზე მეტს ვგეგმავდით, მაგრამ სამწუხაროდ, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ჩვენი დონის გუნდს ეკადრება".

პერუელებმა მესი გააჩერეს

ლეო მესის ნაკრების ბოლო ექვს შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლი გაჰქონდა (სულ 10 გოლი ამ 6 მატჩში). მისი ეს სერია ლიმაში შეწყდა, სადაც პერუს ნაკრებმა არგენტინას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ეს უკანასკნელი მხოლოდ ქულას დააჯერა.

სერხიო მარქარიანმა ძირითადში პაულო გერერო არ დააყენა და უძლიერეს მეტოქესთან მოედანზე მხოლოდ ორი ფორვარდი გამოიყვანა.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, არგენტინა იყო, მაგრამ საბოლოოდ სტუმრები ქულითაც კმაყოფილები დარჩნენ.

კლაუდიო პისარომ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ 22-ე წუთზე მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ: თავი კარლოს სამბრანომ გამოიჩინა. "ალბისელესტეს" ბევრი საგოლე მომენტი არ ჰქონია, ჩაკარგული იყო მესიც, რომელსაც პერუელები ძალიან კარგად მეურვეობდნენ. ანგარიში სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს.

ეზეკილ ლავეცის კარგი გადაცემით გონსალო იგუაინმა ისარგებლა და ამ შესარჩევ ეტაპზე თავისი მეექვსე გოლი გაიტანა.

მესი ამ შედეგით კმაყოფილი იყო: "ჩვენ მოგება გვსურდა, მაგრამ ცუდი შედეგი არც ფრეა. ძალიან მძიმე თამაში იყო, სადაც განსაკუთრებული როლი ფიზიკურ მომზადებას ენიჭებოდა. მოედნის მდგომარეობაც არ იყო იდეალური, მაგრამ არ მსურს, რომ ეს ფაქტორი თავის გასამართლებელ საბუთად გამოვიყენო.

ახლა 14 ქულა გვაქვს, ვლიდერობთ და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო შეხვედრაში ურუგვაი დავამარცხოთ".

არგენტინელებმა 6-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულეს. ნაკრებს ბოლო პერიოდში ძალიან კარგი შედეგი აქვს, მაგრამ ალეხანდრო საბელია მაინც კრიტიკის ობიექტია - ძირითადად იმის გამო, რომ ის კვლავ ენდობა ყოფილ შეგირდებს ("ესტუდიანტესში"). ამ შეხვედრაშიც მწვრთნელმა თამაშში 34 წლის პაბლო გინიასუ და 26 წლის ენცო პერესი ჩართო.

სპეციალისტები და გულშემატკივრები აბსოლუტურად ლეგიტიმურ შეკითხვას სვამენ: თუ ნაკრებში შეიძლება 34 წლის გინიასუს, 33 წლის დესაბატოს, 33 წლის ბრანიას, 31 წლის მაქსი როდრიგესის და სხვების გამოძახება, რატომ ვერ ხვდებიან ეროვნულ გუნდში კამბიასო, ძანეტი, დიეგო მილიტო, მარტინ დემიკელისი, ვალტერ სამუელი, კარლოს ტევესი, ლისანდრო ლოპესი, ნიკოლას ბურდისო, გაბრიელ ჰაინცე და კიდევ უამრავი სხვა ფეხბურთელი? სამწუხაროდ, პასუხი ამ შეკითხვაზე არ ისმის...

მომდევნო ტური 12 ოქტომბერს გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, არგენტინის და ურუგვაის დაპირისპირება იწვევს. ეს შეხვედრა არა მარტო ამ ტურის, არამედ მთლიანად შესარჩევი ეტაპის ცენტრალური მატჩია.

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. VIII ტური

ჩილე-კოლუმბია 1:3

ჩილე (3-5-2): ბრავო - მ. გონსალესი, გ. ხარა, ვიდალი - ისლა (ხ. ფერნანდესი 67), მედელი, მ. დიასი, მენა, მატი ფერნანდესი - ა. სანჩესი (პინილია 82), სუასო (ს. პინტო 71)

კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - სუნიგა, იეპესი (კუადრადო 46), ლ. პერეა, არმერო - ა. აგილარი, მ. ტორესი (ა. რამირესი 69), ე. ვალენსია, ჯ. როდრიგესი (კ. სანჩესი 81) - ფალკაო, ტ. გუტიერესი

გოლები: 1:0 მატი ფერნანდესი (42), 1:1 ჯ. როდრიგესი (59), 1:2 ფალკაო (74), 1:3 ტ. გუტიერესი (77)

გაფრთხილება: ვიდალი, მ. დიასი, სუასო, პინილია - იეპესი, ლ. პერეა, ე. ვალენსია, ა. აგილარი

გაძევება: მედელი (36) - ა. აგილარი (84)

ურუგვაი-ეკვადორი 1:1

ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, გოდინი, ლუგანო, ალვარო პერეირა (ა. გონსალესი 46) - დ. პერესი (კ. როდრიგესი 59), არევალო რიოსი (გარგანო 46), გ. რამირესი - სუარესი, ფორლანი, კავანი

ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - რეასკო, ერასო, კამპოსი, ვ. აიოვი - ს. კასტილიო, სარიტამა (რ. იბარა 84), ა. ვალენსია, მინდა - ფ. კაისედო (ხ. აიოვი 58), კ. ბენიტესი (აჩილიერი 90).

გოლები: 0:1 ფ. კაისედო (8-პენ), 1:1 კავანი (67)

გაფრთხილება: ლუგანო, ალვარო პერეირა, სუარესი, გ. რამირესი - მინდა, კამპოსი, ა. დომინგესი, კ. ბენიტესი, ა. ვალენსია

გაძევება: - ა. ვალენსია (94)

პარაგვაი-ვენესუელა 0:2

პარაგვაი (5-3-2): ვილიარი - პაულო და სილვა, დ. ვერონი, ალკარასი (ვ. აიალა 70), ბონეტი, სამუდიო (ესტიგარიბია 41) - რივეროსი, ფაბრო, ვ. კასერესი (ხულიო დოს სანტოსი 65) - ნ. ვალდესი, ო. კარდოსო

ვენესუელა (4-4-2): დ. ერნანდესი - ვისკარონდო, რ. როსალესი, ა. გონსალესი, ტუნიესი - არანგო, სეიხასი (ახნელ ფლორესი 87), ფ. ლუსენა, ს. გონსალესი (ე. პერეს გრეკო 80) - ს. რონდონი, მარტინესი (მ. რონდონი 74)

გოლები: 0:1 ს. რონდონი (45), 0:2 ს. რონდონი (68)

გაფრთხილება: ალკარასი, დ. ვერონი, ხულიო დოს სანტოსი, ესტიგარიბია - ს. გონსალესი, ვისკარონდო, სეიხასი.

პერუ-არგენტინა 1:1

პერუ (4-4-2): რაულ ფერნანდესი - ა. როდრიგესი, იოტუნი, სამბრანო, ადვინკულა - კრუსადო, ლობატონი (ბალიონი 46), ლ. რამირესი (პ. გერერო 87), კარილიო (პ. ურტადო 77) - ფარფანი, კ. პისარო

არგენტინა (4-3-3): რომერო - კამპანიარო, ფ. ფერნანდესი, გარაი, როხო - გაგო (გინიასუ 61), მასკერანო, დი მარია (მაქსი როდრიგესი 90) - ლავეცი (ე. პერესი 74), იგუაინი, მესი

გოლები: 1:0 სამბრანო (22), 1:1 იგუაინი (37).

გაფრთხილება: ადვინკულა, ლობატონი, კ. პისარო, ლ. რამირესი - კამპანიარო, დი მარია.

ა

გუნდი

თ

ნ

ფ

წ

ბ

ქ

1.

არგენტინა

7

4

2

2

15-6

14

2.

კოლუმბია

7

4

1

2

12-6

13

3.

ეკვადორი

7

4

1

2

8-7

13

4.

ურუგვაი

7

3

3

1

15-11

12

5.

ჩილე

7

4

0

3

12-13

12

6.

ვენესუელა

8

3

2

3

7-8

11

7.

პერუ

7

2

1

4

9-13

7

8.

ბოლივია

7

1

1

5

7-12

4

9.

პარაგვაი

7

1

1

5

5-14

4

ბომბარდირები

6 - იგუაინი (არგენტინა); 5 - სუარესი (ურუგვაი); 4 - მესი (არგენტინა)

მომდევნო ტური

12 ოქტომბერი: არგენტინა - ურუგვაი, კოლუმბია - პარაგვაი, ეკვადორი - ჩილე, ბოლივია - პერუ

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს

ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ

ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა