დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთის ნაკრებისა და თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი მომავალ წელს NBA-ში დაიწყებს მუშაობას
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთის ნაკრებისა და თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი მომავალ წელს NBA-ში დაიწყებს მუშაობას.

კერძოდ, ამერიკელი სპეციალისტი "ატლანტა ჰოქსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მოვალეობებს შეასრულებს.

12 სექტემბერს ისრაელში ჩაფრინდა "ჰოქსის" მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ. ის დააკვირდება "მაკაბიში" ბლატის მუშაობის სისტემას ისრაელის მოახლოებული ჩემპიონატისა და ევროლიგის მატჩების წინ.

უნდა აღინიშნოს, რომ "ატლანტას" გენერალური მენეჯერი დანი პერი უკვე დიდი ხანია აკვირდება ბლატის წარმატებულ მუშაობას როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

ბლატს ამჟამად სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "მაკაბისთან" და ის მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე იმუშავებს ისრაელის ჩემპიონთან.

რაც შეეხება რუსეთის ნაკრებთან თანამშრომლობას, ჯერჯერობით გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა ამერიკელი სპეციალისტი კონტრაქტს რუსულ მხარესთან.

ნადირობა დაიწყო

როგორც ჩანს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში "ოკლაჰომას" მცველზე - ჯეიმს ჰარდენზე ნადირობა იწყება. ცნობილია, რომ ამ დღეებში "ოკლაჰომამ" მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმა სერჟ იბაკას და სავარაუდოდ, ჰარდენის შესანარჩუნებლად თანხა არ დარჩა. ამიტომაც გააქტიურდნენ მცველის პოტენციური მყიდველები.

ცნობილმა ჟურნალისტმა მარკ შტაინმა "ტვიტერის" მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დალას მავერიქსი" და "ჰიუსტონ როკეტსი" აპირებენ განტვირთონ სახელფასო ბიუჯეტი ჰარდენის ხელში ჩასაგდებად.

როგორც იცით, მომავალ წელს ჯეიმსი თავისუფალი აგენტი გახდება და აუცილებლად მიიღებს ბევრ სარფიან წინადადებას, როგორსაც თავისი ამჟამინდელი კლუბი ვერ შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ჰარდენს შეუძლია დარჩეს "ოკლაჰომაში", თუ თავისი ფინანსური პირობების გაუმჯობესებას არ მოითხოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, 2013-14 წლების სეზონს ის სხვა გუნდში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ რეგულარულში ჰარდენი საშუალოდ 16.8 ქულას, 3.7 შედეგიან პასსა და 4.1 მოხსნას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა