გერმანელმა მოკრივემ ოფიციალური პროტესტი შეიტანა უკრაინელთან ბრძოლის შედეგზე
გერმანელმა მოკრივემ მანუელ ჩარმა ოფიციალური პროტესტი შეიტანა უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის შედეგზე, რომელიც 8 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა.

ეს ბრძოლა მეოთხე რაუნდში შეწყდა, რადგან ჩარს წარბი გაუსკდა და კლიჩკოს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭეს.

ჩარის წარმომადგენელთა თქმით, ბრძოლამდე ერთი დღით ადრე მოკრივეებმა მოილაპარაკეს - რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში, რეფერი რინგის იმ კუთხესთან უნდა მისულიყო, რომელიც ყველაზე ახლოს იქნებოდა ტრავმირებულ მოკრივესთან და იქ გაერკვია ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა იმ კუთხესთან მყოფ ორ ექიმთან.

ჩარის წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე, რომ რეფერი არა უახლოესი კუთხისკენ, არამედ სხვა მიმართულებით გაემართა. ის მოელაპარაკა ექიმს, რომელიც, ზოგიერთი წყაროს ცნობით, დიდი ხანია კლიჩკოს ნაცნობია.

ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე კლიჩკო ამბობდა, რომ რინგთან მხოლოდ ერთი ექიმი იდგა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ კუთხესთან მივიდოდა რეფერი.

გერმანული მხარე იხსენებს 2006 წელს გამართულ ბრძოლას, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ გერმანელი არტურ აბრაჰამი და კოლუმბიელი ედისონ მირანდა. მეოთხე რაუნდში მირანდამ ყბა გაუტეხა აბრაჰამს, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვიტეს და საბოლოოდ აბრაჰამმა გამარჯვება მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა