ჩვენებური ამერიკელ ალექსა გლატჩთან ერთად სტარტზე გერმანელ ტატიანა მალეკსა და ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან დამარცხდა
კანადურ კვებეკში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირ "ბელ ჩელენჯში", როგორც გაუწყეთ, ანა ტატიშვილმა ერთეულთა თანრიგში პირველი წრე უპრობლემოდ გადალახა; აი, წყვილებში კი წარმატებას ვერ მიაღწია: ამერიკელ ალექსა გლატჩთან ერთად სტარტზე გერმანელ ტატიანა მალეკსა და ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩს დაუპირისპირდა.

პირველი სეტის მე-5 გეიმი მეტოქის მოწოდებისას ანამ და მისმა მეწყვილემ მოიგეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და ეს ხელი სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს - 6:4.

მეორე სეტში პირიქით მოხდა - გერმანულ-ფრანგულმა დუეტმა მე-8 გეიმი აართვა მეტოქეს და 6:3 გაიმარჯვა.

ტაიბრეიკებში ხან ერთი მხარე იყო წინ, ხან მეორე. 8:7-ზე, როცა ანა და ალექსა დაწინაურდნენ, თავიანთი მოწოდებისას ზედიზედ ორი ქულა "აჩუქეს" მეტოქეს, საბოლოოდ 8:10 დამარცხდნენ და წყვილებში ასპარეზობას გამოეთიშნენ.

თბილისელი ოლგა კალაშნიკოვა რუს მარტა სიროტკინასთან ერთად ტაშკენტის (უზბეკეთი) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 220 000 დოლარი) სცდიდა ძალებს (ერთეულებში არ უასპარეზია).

პირველ წრეში მათ ალექსანდრა კადანტუ (რუმინეთი) და ნოფევან ლერტჩივაკანი (ტაივანი) დაამარცხეს - 7:6, 6:2, მეოთხედფინალში კი ვიტალია დიაჩენკოსა (რუსეთი) და აკგულ ამანმურადოვას (უზბეკეთი) დანებდნენ - 2:6, 2:6.

აი, მოსკოველი ანა ჩაკვეტაძე კი, რომელიც ისევ დაუბრუნდა კორტებს, სერბ ვესნა დოლინჩთან ერთად ფინალისკენ მიიკვლევს გზას. პირველ წრეში ანამ და მისმა მეწყვილემ ალიზე კორნეტსა (საფრანგეთი) და ალა კუდრიავცევას აჯობეს - 6:2, 7:6, შემდეგ იულია კოჰენი (აშშ) და იანა შეპელოვა (სლოვაკეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 7:6, ნახევარფინალში ირინა-კამელია ბეგუსა და მონიკა ნიკულესკუს (ორივე - რუმინეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

ერთეულთა თანრიგში კი ჩაკვეტაძე მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილ ყაზახ გალინა ვოსკოვოევასთან დამარცხდა - 1:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა