ესპანური საიტები სენსაციურ სიახლეს ავრცელებენ - საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირის შეძენა ერთდროულად ორ გრანდს გადაუწყვეტია
12 სექტემბერს რამდენიმე ესპანურ საიტზე, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი "დეფენსა სენტრალია", დაიწერა სენსაციური სიახლე - საქართველო-ესპანეთის მატჩის გმირის, გიორგი ლორიას შეძენა ერთდროულად ორ გრანდს გადაუწყვეტია - "რეალს" და "ბარსელონას".

ქვემოთ ამ ცნობას სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

"გიორგი ლორიას დიდებული თამაში გასულ ღამეს სულაც არ ყოფილა სიურპრიზი "რეალის" მწვრთნელთა ბანაკისთვის.

"ფიჩახეს & კრეკსის" ცნობით, მადრიდელებმა ზაფხულში უკვე ინტერესი გამოავლინეს ამ მეკარის შესაძლო აყვანაზე, რადგან ანტონიო ადანი წასვლას აპირებდა.

ლორია ახლა თბილისის "დინამოში" თამაშობს. თუკი ადანი მომავალ ზაფხულში მაინც წავა, ლორია მისი საუკეთესო შემცვლელი იქნება.

ის 26 წლისაა და მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩში აჩვენა ოსტატობა, სისხარტე და სიმშვიდე. ფეხბურთელი ისეთ ასაკშია, რომ კარიერის უკეთესი წლები ჯერ კიდევ წინ აქვს.

ამავე ვებსაიტზე დაყრდნობით, "რეალი" ერთადერთი გუნდი არაა, ვისაც ლორიას შეძენა სურს - მომავალი სეზონიდან "ბარსელონასაც" სჭირდება მეკარე, პინტომ უკვე გამოაცხადა, რომ მეტად აღარ დარჩება კლუბში.

იქნება თუ არა ომი "რეალსა" და "ბარსას" შორის ქართველი გოლკიპერისთვის?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

გიორგი ლორიას ზუსტ დიაგნოზს ჯერ ვერ უსვამენ

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

aleksandre
თქვენი რეიტინგისთვის ნუ უფუჭებთ საქმეს ამ ბიჭს
kapo
ამის დამწერს თავმოყვარეობა საერთოდ არ აქვს? ნუ გააფუჭებთ ამ ბიჭს, იმდენს ნუ იზამთ
madridista
სისულელე იქნება თუ რომელიმე კლუბში გადავა..რა უნდა იქ წელიწადში ერთელ თუ ათამაშებენ.. აბა ამას ეხლა ვალდესის ან კასოს ადგილზე არავინ დასვამს..ჯობია აქ დარჩეს და ჩვენი ქვეყნის გაუბედურებულ გულშემატკივრებს გაგვიხროს გული მისი მართლაც ბრწყინვალე თამაშით..
anuki
გიორგი შენ თუ არა მე ძალიან მეწყინება თუ სადმე გადახვალ ისევ ჯობია დინამოში იყო და გმირობები იქ ჩაიდინო
ramo
მა მტყვანის.....
gizog
ბიჭებო, ჩვეც გავიხაროთ, თუნდაც მოგონილი იყოს ხომ სასიამოვნოა. მართლაც ყოჩაღ გიორგი ლორიას ტამამად გამოიყურებოდა, ისე თამმად რომ ბევრჯერ საჯაროგან საკმაოდ შორს იდგა. ეს კი ეპანელებთან საშიში მგონია, მშევენივრად იციან სიტუაციის შეფასება და თავზე ბურთის გადაგდება. ისე მეკარემ თამაშში ორჯერ ბურთი მოიგერიოს ამაში დიდ გმირობას ვერ ვხედავ. რაღაც მივეჩვიეთ რამდეჯერ დაგვირტყავენ იმდენი უნდა გაიდეს? აბა მეკარე ბურთის შემოსატანად გვყავს ?
dudu
ლორიამ მშვენიერი თამაშები ჩაატარა, პროგრესირებს, კაი კაცია და წარმატებებს ვუსურვებ, მარა ამ ჩვენ ვაიჟურნალისტებს და ვაიგულშემატკივრებს, ბრიყვებს და უცოდინარებს რა ეშველებათ! ადამიანებო, ნუ გიყვართ, სიგიჟეს აყოლა და სასურველის რეალობად აღქმა!
zzz
ნუ იცით რა ყველაფრის გაზვიადება! შეიძლება დაინტერესება იყოს მაგრამ ომს არავინ არ ატეხავს ლორიასთვის!!!
ვასკულატ
ვალდესს ეხლაც ჯობია,ვინც ბეხბურტი იცის ეგრეაა
kamp_nou
რას ამბობთ რა რეალი და რა ბარსა, ტიპმა ერტხელ ითამაშა და რა გააპიარეთ.... ნუ აბოლებთ ხალხს...
ww3
დელბოსკემ თქვა რომ თბილისში დიდი ომი გადაიტანეს....
ww3
მთელი მსოფლიო ნახავს 2018 წელს რას იზამს რუსეთში მსოფლიოზე ახალი თაობა....
Vaja
Lორიას ეგენი ტუ არა რომელიმე კაი გუნდი აუცილებლად წაიყვAნს
kaxa
მერე რა კასილასი და ვალდესი რო ყავთ,ზამენაზე ეყოლებათ.ისე მემგონი ვალდესს აჯობებს ეეს :) მაგრამ მაინც არამგონია რა...
ueuu
აუ კარგიტ რა რა სისულელეებს წერტ რა ლორია გუნდს კასილასი ყავს ვალდესი რა ლორიაა მაგატტან :D
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა